ეკონომიკა

საქართველოსა და რუმინეთის უმაღლეს აუდიტორულ ორგანოებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

27 ოქტომბერი, 2010 • • 1146
საქართველოსა და რუმინეთის უმაღლეს აუდიტორულ ორგანოებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

ქუთაისში, კონტროლის პალატის სათაო ოფისში, საქართველოს კონტროლის პალატასა და  რუმინეთის საანგარიშო სასამართლოს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების განვითარებას. ხელშეკრულება მიზნად ისახავს სახელმწიფო ფინანსური რესურსების აუდიტის სფეროში შეხედულებების, ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების გაცვლას.

საქართველოსა და რუმინეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების თანამშრომლობის ხელშეკრულება შემდეგ ძირითად პრინციპებს ითვალისწინებს:

  • გამოცდილების გაცვლა სახელმწიფო აუდიტის მეთოდოლოგიის გაუმჯობესების სფეროში;
  • თანამშრომლობა პროფესიული  ტრენინგისა და პერსონალის პროფესიული სტანდარტების  გაუმჯობესების  სფეროებში;
  • ორი უმაღლესი აუდიტორული ორგანოს საქმიანობის შესახებ დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გაცვლა;
  • საქართველოსა და რუმინეთის კანონმდებლობის მიერ გათვალისწინებული  და განსაზღვრული კვლევითი პროექტებისა და აუდიტების ორგანიზება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი