2011.12.06

ივანიშვილის განცხადება მედიასაშუალებების შეძენასთან დაკავშირებით

ბიძინა ივანიშვილი, მაესტრო,
ბიძინა ივანიშვილი დღეს, 6 დეკემბერს, სოციალური ქსელით მორიგ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ის არ გეგმავს არანაირ ფარულ მოლაპარაკებებს რომელიმე მედიასაშუალების შეძენასთან დაკავშირებით.

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო დღეს, 6 დეკემბერს, სოციალური ქსელით მორიგ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ის არ გეგმავს არანაირ ფარულ მოლაპარაკებებს რომელიმე მედიასაშუალების შეძენასთან დაკავშირებით.

"გამომდინარე იქედან, რომ მავანნი ცდილობენ “მაესტროს” ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ბიძინა ივანიშვილის სახელს დაუკავშირონ, იძულებულნი ვართ კიდევ ერთხელ განვმარტოთ: ბიძინა ივანიშვილი მზად არის დაეხმაროს დამოუკიდებელ, თავისუფალ ჟურნალისტიკას და ამით დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცების პროცესს. ბიძინა ივანიშვილის მიზანია არა ერთი რომელიმე კონკრეტული მედიასაშუალების ინტერესების დაცვა, არამედ ზოგადად თავისუფალი ქართული ჟურნალისტიკის მხარდაჭერა. ამ მიზნით აწარმოებდა და მომავალშიც გააგრძელებს ბიძინა ივანიშვილი შეხვედრებს როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული მედიის წარმომადგენლებთან. ასე რომ ხმები ბიძინა ივანიშვილის მიერ ტელეკომპანია “მაესტროს” შესყიდვის სურვილის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება; იგი გარკვეულ პირთა ინტერესებს ემსახურება და პროცესების სხვა ჭრილში გადატანის მცდელობას წარმოადგენს," - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო.

იგივე განცხადების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს საზოგადოებისგან მალულად არანაირი მოლაპარაკების წარმოებას, მათ შორის მედიასაშუალების შესყიდვის თაობაზე, და თუ მომავალში გადაწყვეტს, შეიძინოს ესა თუ ის მედიაკომპანია, ამის შესახებ საჯაროდ და ღიად განაცხადებს.

რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო განვითარებული მოვლენებისას "მაესტროს" მმართველი კომპანიის დამფუძნებელმა ეროსი კიწმარიშილმა განაცხადა, რომ "მაესტროს" დამფუძნებლები ბიძინა ივანშვილთან ტელეკომპანიის გაყიდვის მიზნით ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. კიწმარიშვილის ეს განცხადება ივანიშვილის გარდა უარყვეს თავად "მაესტროს" მფლობელებმაც.