2011.12.01
მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის მადლიერია
Oto Dalakishvili
ოთო დალაქიშვილი
"მე მადლიერი ვარ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, რომელმაც 775 მლნ დოლარი გამოგვიყო სესხის სახით ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობისთვის. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ეს პროექტი დროში მოვასწროთ", - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის სააგენტო “
Apa”-ს კორესპონდენტს ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევის ინაუგურაციაზე.
"მე მადლიერი ვარ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, რომელმაც 775 მლნ დოლარი გამოგვიყო სესხის სახით ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობისთვის. იმედი მაქვს, რომ,ჩვენ შევძლებთ ეს პროექტი დროში მოვასწროთ ", - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის სააგენტო “
Apa”-ს კორესპონდენტს ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევის ინაუგურაციაზე.
პრეზიდენტის განცხადებით, სარკინიგზო ხაზის მშენებლობა დაგეგმილ ვადებში მიმდინარეობს. აღნიშნული ხაზის სიგრძე ყარსიდან ახალქალაქამდე 98 კილომეტრია და 38 კილომეტრი ქართული მხარის მიერ კეთდება. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ექსპლუატაციაში მომავალი წლის ბოლოს შევა.
კომენტარი