2013.05.21

17 მაისის კონტრაქციის მონაწილე 4 პირი დააკავეს

დაკავება (photo: Stockbyte) შსს-ს  თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს კოლმეურნეობის მოედანზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე 4 პირი:  გიგა კ,  ზურაბ ჩ, ამირან მ. და ბექა ფ.  პოლიციის დაუმორჩლებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და  173-ე მუხლებით დააკავეს.

სრულად კომენტარი
2013.05.20

რელიგიათა საბჭო: ძალადობამ საფრთხე შეუქმნა ქვეყნის უკეთეს მომავალს

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ, რომელიც საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიურ კონფესიების წარმომადგენლებისგან შედგება, 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

სრულად კომენტარი
2013.05.20

"სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ფარული ჩანაწერების ასლები არ შეინახება"

ეკა ფოფხაძე (photo: ) ეკა ფოფხაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა გათვალოს ყველა რისკი, რომელიც ფარული ჩანაწერების განადგურების საკითხთან იქნება კავშირში.

სრულად კომენტარი
2013.05.20

რა შეიცვალა ფარული მიყურადების სტატისტიკაში

კადრი ბიზნესმენების საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის ფარული ჩანაწერიდან. (photo: Tazo Kupreishvili) სასამართლოსა და პროკურატურის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ორივე უწყების სტანდარტების ზრდის შედეგია ის, რომ მთავრობის ცვლილების შემდეგ პროკურატურის ყველა შუამდგომლობის დაკმაყოფილება აღარ ხდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ფარული მიყურადებისა და ჩაწერის თაობაზე.

სრულად კომენტარი
2013.05.20

ნოდარ ხადური: გადამზიდავებს შეუძლიათ ბაზარზე დღესვე დაბრუნდნენ

ნოდარ ხადური (photo: ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, კომერციული ტვირთების ბაზარზე მცირე და საშუალო კომპანიებს საქმინობა დაუბრკოლებლად შეუძლიათ. 

სრულად კომენტარი
2013.05.20

დაკავებულია ბათუმის მერიის 3 თანამშრომელი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს, 20 მაისს, დააკავა ბათუმის მერიის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების 3 თანამშრომელი. ჯერჯერობით უცნობია მათი დაკავების ოფიციალური მიზეზი.

სრულად კომენტარი
2013.05.20

"სახალხო კრებას" პრეზიდენტის თანამდებობაზე ნინო ბურჯანაძის ხილვა სურს

ნინო ბურჯანაძე მაისის აქციებზე (photo: Tazo Kupreishvili) "სახალხო კრება" "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას უჭერს მხარს. ამის შესახებ "სახალხო კრების" აღმასრულებელმა საბჭომ დღეს, 20 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სრულად კომენტარი
2013.05.20

მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე საინიციატივო ჯგუფი უსუფაშვილს და წულუკიანს მიმართავს

მარიხუანას დეკრიმინალიზაცია (photo: ) 2 ივნისს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით დაგეგმილი აქციის ორგანიზატორთა საინიციატივო ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართავს. მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:  

სრულად კომენტარი
2013.05.20

პროკურატურა: უახლოეს პერიოდში 17 მაისს ძალადობაში ბრალდებულები დაისჯებიან

შოთა რეხვიაშვილი (photo: ) საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ის პირები იქნებიან დასჯილი, ვინც 17 მაისის აქციის დროს ძალადობრივ ქმედებებში მონაწილებას იღებდა.

სრულად კომენტარი