“საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა” [Video]
Ani Berukashvili
ანი ბერუკაშვილი
“საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა” – მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სახელმძღვანელოთი სარგებლობა ახლა უკვე ქართველ სტუდენტებსაც შეეძლებათ. გამომცემლობა “დიოგენემ”, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, დენის ლ. უილკოქსისა და გლენ ტ კამერონის წიგნი, რომლითად მსოფლიოს 360–ზე მეტ ქვეყანაში ისწავლება საზოგადოებასთან ურთიერთობის საგანი, ქართულ ენაზე გამოსცა.
წიგნის პრეზენტაცია “თი–ბი–სი” გალერეაში შედგა. საქართველოში სახელმძღვანელოს ბოლო შესწორების თარგმანი გამოვიდა, წიგნს ავტორები მუდმივად აახლებენ და მასში უახლესი ცვლილებები შეაქვთ. ბოლო შესწორებაში გაანალიზებულია Youtube-ის, Facebook–ისა და MySpace–ის ფენომენი, ისევე, როგორც ბლოგების, პოდკასტებისა და PR კამპანიებისას ახალი ამბების ელექტრონული გადაცემის გამოყენების ტექნიკა.
წიგნის თარგმნის იდეა მედიაექსპერტ ლიკა ჩახუნაშვილს ეკუთვნის, რომელიც აშშ–ში სწორედ ამ სახელმძღვანელოთი სწავლობდა. პროექტს მხარი დაუჭირა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA), თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, კავკასიის მედიასკოლამ და საქართველოს უნივერსიტეტმა. აღნიშნული სასწავლებლების ბიბლიოთეკებს წიგნების განსაზღვრული რაოდენობა უფასოდ გადაეცათ.
პრეზენტაციაზე მისულ საზოგადოებას წიგნის შეძენა 40 ლარად შეეძლო, თუმცა, როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, წიგნის მაღაზიებში სახელმძღვანელოს ფასი შედარებით მაღალი, დაახლოებით 60 ლარამდე იქნება.
ახლაც ვერ ვიხსენებ, რომელი ფეხი არ ჰქონდა ჩემს ბაბუას. ბავშვობაში უფროსი ძმა რკინიგზასთან ათამაშებდა. რამდენიმე ხნით უყურადღებოდ დატოვებულმა პატარამ ფეხი რელსზე გადადო . . . მატარებლემა გადაურა.
„ამინდის ექსტრემალური პირობების მიმართ საქართველოს მზადყოფნის გაძლიერების" შესახებ ხელშეკრულებას საქართველოს და ჩეხეთს შორის გუშინ მოეწერა ხელი. ხელშეკრულების თანახმად, ჩეხეთი საქართველოსთვის 650 ათასი ევროს დაფინანსებას გამოყოფს
ახალი სასწავლო წლიდან რუსული სკოლების უმრავლესობა ქართულად სკოლად გადაკეთდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უარყოფს, რომ ეს სამინისტროს დირექტივაა.
კომენტარი