2013.04.26

"ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" განმარტება ევროსასამართლოში "იმედის" საქმეზე

იმედი (photo: ) ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" განმარტავს, თუ რატომ ცნო დაუშვებლად ევროსასამართლომ ტელეკომპაინა "იმედის" ჟურნალისტების შეტანილი სარჩელი 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე.

სრულად კომენტარი
2013.04.15

სასამართლომ "საზმაუს" დირექტორი თანამდებობაზე აღადგინა

გიორგი ბარათაშვილი (photo: ) დღეს, 15 აპრილს, ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გიორგი ბარათაშვილი უნდა დუბრუნდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობას.

სრულად კომენტარი
2012.08.23

შსს-ში ვერ აკონკრეტებენ, რა მუხლით იძიებენ GNS-ის რეპორტიორების ცემის ფაქტს

 (photo: ) შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, თუ რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება ახმეტაში გუშინ საღამოს მომხდარ ფაქტზე , როდესაც სხეულის დაზიანება მიაყენეს GNS-ის გადამღებ ჯგუფის წევრებს - ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილსა და ოპერატორ - ბაჩანა ბულისკერიას.

სრულად კომენტარი
2012.08.09

სახიფათო სანქცია, რომელიც რევოლუციის შემდეგ პირველად ამოქმედდა

freedom of expression (photo: ) ბოლო 8 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი ამოქმედდა, პირველად დაჯარიმდა მედიაორგანიზაცია ცილისმწამებლური სტატიის გამოქვეყნების გამო წარმოებული სამართლებრივი დავის შედეგად.

სრულად კომენტარი
2012.08.02

სასამართლო „ალიას“ ახსენებს, რომ შეურაცხყოფა კანონით ისჯება

alia (photo: ) "სასამართლო მოუწოდებს მხარეებს, პატივი სცენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს და კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველას, რომ სასამართლოს შეურაცხყოფა სცილდება სამართლებრივი დავის ფარგლებს და იგი არა მარტო დაბალი სამართლებრივი კულტურის მანიშნებელია, არამედ ისჯება კანონით", – ასე გამოეხმაურა თბილისი სააპელაციო სასამართლო გაზეთ "ალიაში" გამოქვეყნებულ სტატიებს, სადაც გაზეთის დაჯარიმების გამო ჟურნალისტი მოსამართლეებს ლანძღავს.

სრულად კომენტარი
2012.08.01

50 ათასით დაჯარიმებული „ალია“ გაკოტრების საფრთხის წინაშე

ალია (photo: ) თბილისის სააპელაციო სასამართლომ "ალია ჰოლდინგი" 50 ათასი ლარით დააჯარიმა გამოქვეყნებული სტატიისთვის, რომელიც მსახიობ ოთარ კობერიძეს პედოფილიასა და არასრულწლოვნების გარყვნაში ამხელდა. გაზეთ "ალიას" რედაქტორი, დიმიტრი ტიკარაძე ამბობს, რომ რედაქცია ამ თანხის გადახდას ვერ შეძლებს და გაკოტრდება.

სრულად კომენტარი
2012.07.19

ონლაინ და ბეჭდური მედიის კონტროლის ახალი მექანიზმები ხელისუფლებისგან

media (photo: ) დაახლოებით ერთ თვეში გაირკვევა, ინტერნეტგამოცემები და ბეჭდური მედიასაშუალებები, მაუწყებლების მსგავსად, მოხვდებიან თუ არა კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის კონტროლის არეალში. აღნიშნულ საკითხზე მარეგულირებელ უწყებაში საჯარო ადმინსტრაციული წარმოება უკვე დაწყებულია.

სრულად კომენტარი
2012.07.16

მაესტროს ანტენები– სასჯელი ჯერ არჩადენილი დანაშაულისთვის

მაესტროს აქცია პარლამენტის წინ სატელიტური ანტენების დაყადაღების გამო, ივლისი, 2012 (photo: ) იურისტების ნაწილი აცხადებს, რომ პროკურატურას არ ჰქონდა უფლება, ჯერ არჩადენილი დანაშაულისთვის დაესაჯა ტელეკომპანია ”მაესტრო” და დაეყადაღებინა მისი სატელიტური ანტენები. მათი განცხადებით, ქართული კანონმდებლობა დანაშაულის პრევენციის მსგავს ფორმას არ იცნობს.

სრულად კომენტარი
2012.06.21

ჟურნალისტების მორიგი სარჩელი შსს წინააღმდეგ 26 მაისის საქმეზე

აქციის დაშლა თბილისში. 26.05.2011/ფოტო: Reuters (photo: ) თბილისის საქალაქო სასამართლომ რთულ კატეგორიად მიიჩნია ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მორიგი სარჩელი შსს-ს წინააღმდეგ, რომელიც 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს ეხება.  აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 26 ივნისისთვის დაინიშნა.

სრულად კომენტარი
2012.05.24

საჩივარი "რუსთავი 2"-ის გადაცემა "The ვანოს შოუს "წინააღმდეგ

თბილისში ლგბტ აქტივისტების სცემეს (photo: ) ორგანიზაცია "იდენტობამ" საჩივრით მიმართა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თვითრეგულირების ორგანოს გადაცემა "The ვანოს შოუს" წამყვანის, ვანო ჯავახიშვილის მიერ წარმოთქმული ფრაზის გამო, რომელიც შეეხებოდა 17 მაისს თბილისში ანტიჰომოფობიური აქციის დარბევის ფაქტს.

სრულად კომენტარი