საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ჯანდიერის განცხადებით, რომელიც 17 მაისის მოვლენებს ეხება, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მიუხედავად მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფისადმი მიკუთნებულობისა, ყველამ თანასწორად უნდა აგოს პასუხი.
ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დიდი არჩევანითა და ყველაზე დაბალი ფასებით გამორჩეული კომპანია ”ტექნო ბუმი” ზაფხულის სეზონს ტრადიციულად გრილი ტექნიკის ფესტივალით იწყებს, მომხმარებელს კი საშუალებას აძლევს, მოემზადოს ცხელი ზაფხულისთვის და განსაკუთრებით დაბალ ფასად კონდიციონერები, ვენტილატორები და სხვა გამაგრილებელი საშუალებები შეიძინოს.
საქართველოს დიპლომატიური კორპუსის ყოფილი და მოქმედი წევრები დაკავებულ ზურაბ ჭიაბერაშვილს თავდებში უდგებიან და შესაბამის ორგანოებს თხოვნით მიმართავენ, რომ მის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრება არ გამოიყენონ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთვის პროკურატურას ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით ჯერ არ მიუმართავს.
პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ სხვა საკითხია, რამდენად იყო გამართლებული პატარა ჯგუფის მიერ აქციის გამართვა იქ, სადაც მიმდინარეობდა ცერემონიალი ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების, უმცირესობის წევრი დავით ბაქრაძე არ ეთანხმება.
შს ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილსა და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომლებიც ამჟამად ქუთაისის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან, პროკურატურამ ოფიციალურად ბრალი წაუყენა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ სანდრო გირგვლიანისა და 26 მაისის საქმეებზე პროკურატურა ვანო მერაბიშვილისთვის ბრალის წასაყენებლად მზად არ არის.
ადვოკატ გოგიტა გაბაიძის ინფორმაციით, სამართალდამცველბმა ნაციონლაური მოძრაობის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის ბინიდან ჩხრეკის შედეგად თანხა ამოიღეს.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად მიიღონ ადეკვატური ზომები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს ყველა მოქალაქის უსაფრთხოება და არ მოხდეს განსხვავებული აზრის გამო ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დისკრიმინაციული ნიშნით ხელყოფა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ თუ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის, იგი გიორგი მარგველაშვილს რეალურ კონკურენციას ვერ გაუწევს.