ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება თურქეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ

16 ივლისი, 2016 • 2631
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება თურქეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება საქართველოს მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთში მიმდინარე მოვლენებს და იმედს გამოთქვამს, რომ ვითარება მშვიდობიანად დარეგულირდება.

სამინისტრო მოუწოდებს თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებებისგან, დარჩნენ საცხოვრებელ სახლებში და თვალი მიადევნონ საინფორმაციო საშუალებებში მოვლენების მიმდინარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას,”- აღნიშნულია განცხადებაში.

სამინისტრო მოუწოდებს თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ საელჩოს ცხელ ხაზზე:

+905336903040 ;  +905418184400​ .

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ მიმდინარობს სამხედრო გადატრიალების მცდელობა. აჯანყებულები აცხადებენ, რომ მთელ თურქეთს აკონტროლებენ, პრემიერ-მინისტრის მტკიცებით კი, სახელმწიფო გადატრიალება არ მომხდარა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი