აბდელატიფ კეშიშის ფილმი „ადელის ცხოვრება. თავი 1 და 2“ (იგივე „ლურჯი ცხელია“) კანის 66-ე კინოფესტივალზე.
თბილისის წიგნის ფესტივალი წელს მეთხუთმეტედ იმართება. წიგნის ფესტივალი 23–26 მაისს, ოთხი დღით გაიმართება.
იაპონელ რეჟისორს, ტაკაში მიიკეს გაუკვირდა, როცა მისი ფილმი კანის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაპატიჟეს. როგორც ჩანს, კანი შეიცვალაო, ასე ახსნა რეჟისორმა მოპატიჟება.
17 წლის გოგონას პორტრეტი 4 სეზონად და 4 სიმღერად - ასეთი მოკლე სინოფსისი აქვს ფრანგი რეჟისორის, ფრანსუა ოზონის ფილმს , რომელიც კანის 66-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს.
ძალიან რთულია წერო მაშინ, როცა ქვეყანა თავზე გექცევა, როცა ადამიანები მწვავე პოლიტიკური ამბების რეალობით არიან მოცული, როცა ფრუსტრაცია მორიგ კულმინაციას აღწევს. რა დროს კინო და რა დროს ხელოვნებაა? მაგრამ ზოგი თვლის, რომ ხელოვნება აკეთილშობილებს. მე იმ ბანაკიდან არ ვარ, ვინც ამ იდეას იზიარებს და ვისაც უყვარს კინო, რომელიც გაკეთილშობილებისკენ მოუწოდებს ადამიანს. არ მჯერა რეჟისორების, მწერლების თუ მუსიკოსების, რომლებიც მესიანისტური იდეებით კვებავენ აუდიტორიას.
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს ქვეყნის მუზეუმებსა და მუზეუმ- ნაკრძალებში დამთვალიერებელთა შესვლა თავისუფალია. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ დაქვემდებარებულ მუზეუმ-ნაკრძალებსა და მუზეუმებში ერთდროულად რამდენიმე ათეული ღონისძიება გაიმართება.
17 მაისს, 15:00 საათზე ბათუმში პრესკაფეში გაიხსნება ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა სახელწოდებით: სიძულვილისგან თავისუფალი ზონა
17 წლის გოგონას პორტრეტი 4 სეზონად და 4 სიმღერად - ასეთი მოკლე სინოფსისი აქვს ფრანგი რეჟისორის, ფრანსუა ოზონის ფილმს , რომელიც კანის 66-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს.
დიდ ბრიტანეთში ქართული კულტურის პროგრამა დასრულდა. პროგრამას წარმატებულად აფასებენ კულტურის სამინისტროში.
სრულად კომენტარი
"კანის კინოფესტივალი 2013" დღეს ავსტრალიელი რეჟისორის, “მულენ რუჟის” და “რომეო და ჯულიეტას” ავტორის, ბაზ ლურმანის ფილმით იხსნება. “დიდი გეთსბი” - ასე ჰქვია სურათს, რომელიც უცნაურია, მაგრამ ქართულ პირატულ ვებ-გვერდებზე ჯერ არ დევს.