დღეს, 19 ივნისს, შს მინისტრის დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დროს, შემზარავი ვიდეომასალის გასაჯაროებას აანონსებენ უმრავლესობის წევრები, თინა ხიდაშელი და ზვიად კვაჭანტირაძე.
აშშ-ის კონგრესის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ზომები, რომელიც ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ საქართველომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიიღო, პოლიტიკურად იყო მოტივირებული, უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მძიმე დოკუმენტს უწოდებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომლის შესაბამისად, ხელისუფლების უმოქმედობის გამო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, ანჯეი ტიშკევიჩი ვადამდე ადრე ასრულებს თავის მოღვაწეობას ამ პოსტზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) არ ადასტურებენ.
როგორ მოხდება პარტიების ფინანსების მონიტორინგი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში? – ამ საკითხზე პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები მუშაობენ.
"მხარს უჭერთ აფხაზეთში მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობას, თუ ის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დაქვემდებარებაში უნდა დარჩეს?" - ამ კითხვით აფხაზეთში სტრატეგიული კვლევების ცენტრმა მოქალაქეებს მიმართა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გამოკითხულთა 97%-ს სურს, რომ ეკლესია საქართველოს ეკლესიის დაქვემდებარებაში აღარ იყოს.
პირადი ცხოვრების შესახებ ფარულ მასალებს, რომელიც 52 დისკზეა ჩაწერილი, კვირას, 23 ივნისს, 15:00 საათზე საჯაროდ გაანდგურებენ. ინფორმაცია ამის თაობაზე ინფორმაცია "ნეტგაზეთს" შესაბამისი კომისიის წევრმა ლაშა ტუღუშმა მიაწოდა.
ბათუმში, ვაჟა ფშაველას ქუჩა 65-ში მდებარე სამსართულიანი სახლის პირველ სართულზე ქირავდება ბინა (ერთი საძინებელი ოთახი - ორსაწოლიანი ადგილით. ფასი: ერთი დღე - $50
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრობაში მყოფ ექს–პრემიერ ვანო მერაბიშვილს ტელევიზორს უახლოეს ხანებში შეუტანენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, სამეგრელოში აღმოჩენილი იარაღი თავდაცვის სამინისტროს არ ეკუთვნის:
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს, 18 ივნისს საჯარო განხილვისათვის უნივერსიტეტების ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების პრინციპების შესახებ დეკლარაცია გამოაქვეყნა. დეკლარაციის შინაარსზე და მის შესაბამისობაზე "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებებთან, ნეტგაზეთთან განათლების სპეციალისტი (სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი) თამარ მოსიაშვილი საუბრობს.