18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს ქვეყნის მუზეუმებსა და მუზეუმ- ნაკრძალებში დამთვალიერებელთა შესვლა თავისუფალია. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ დაქვემდებარებულ მუზეუმ-ნაკრძალებსა და მუზეუმებში ერთდროულად რამდენიმე ათეული ღონისძიება გაიმართება.
17 მაისს, 15:00 საათზე ბათუმში პრესკაფეში გაიხსნება ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა სახელწოდებით: სიძულვილისგან თავისუფალი ზონა
17 წლის გოგონას პორტრეტი 4 სეზონად და 4 სიმღერად - ასეთი მოკლე სინოფსისი აქვს ფრანგი რეჟისორის, ფრანსუა ოზონის ფილმს , რომელიც კანის 66-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობს.
დიდ ბრიტანეთში ქართული კულტურის პროგრამა დასრულდა. პროგრამას წარმატებულად აფასებენ კულტურის სამინისტროში.
სრულად კომენტარი
"კანის კინოფესტივალი 2013" დღეს ავსტრალიელი რეჟისორის, “მულენ რუჟის” და “რომეო და ჯულიეტას” ავტორის, ბაზ ლურმანის ფილმით იხსნება. “დიდი გეთსბი” - ასე ჰქვია სურათს, რომელიც უცნაურია, მაგრამ ქართულ პირატულ ვებ-გვერდებზე ჯერ არ დევს.
14 მაისს "დედამიწის საათი 2013 საქართველოს" ფოტოკონკურსის გამარჯვებულები დასახელდებიან. სამახსოვრო პრიზები გარემოს დაცვის სამინისტროში ხუთ მონაწილეს გადაეცემა.
მცხეთის პარკ თეატრონში 22–23 ივნისს მუსიკალური ფესტივალი "OASIS" გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, მცხეთა, როგორც თბილისთან ახლოს მდებარე ქალაქი, საუკეთეო ადგილია ფესტივალის ჩასატარებლად.
სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებს ახალი ქართული ფილმის - "ნაწილები" პრემიერა ელით.