საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები არაპროფილურ აქტივებს ფლობენ ბიზნესის ისეთ სეგმენტებში, როგორიცაა ლიზინგი, დაზღვევა, ტურიზმი, უძრავი ქონების სექტორი. იზღუდება თუ არა ამის გამო კონკურენტული გარემო ბიზნესის ამ სფეროებში?
პროექტი, რომლის განხორციელებაზეც „საქართველოს რკინიგზამ“ დაახლოებით 200 მილიონი ლარი დახარჯა, კომპანიის ახალი მენეჯმენტის მიერ დაქირავებულმა გერმანულმა საკონსულტაციო ჯგუფმა დაიწუნა.
პარლამენტის აგრარული კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტი „სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“, რომელიც წვრილი და საშუალო ფერმერების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთანებას გულისხმობს, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გავიდა.
„ტურიზმის განვითარების კუთხით რუსეთის ბაზარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია“ – ეს განცხადება საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ სასტუმრო „რედისონში“ რუსეთის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომდგენლებთთან შეხვედრისას გააკეთა.
11 ივნისიდან იმპორტირებული და ადგილობრივი კვერცხის მარკირება სავალდებულო ხდება.
„კორპორაცია ქინძმარაულის“ მფლობელმა თამაზ კონჭოშვილმა „ყვარლის ტბა“ დაიბრუნა. მოლაპარაკებები ამ საკითხზე სამ თვეს გრძელდებოდა.
ინტერვიუ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიასთან:
ნავთობპროდუქტების სადისტრიბუციო კომპანია "გალფის" მსხვილი აქციონერი დავით იაკობაშვილი, კომპანიის ყოფილ მფლობელს და ექს თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს ემიჯნება.
ავეჯის სავაჭრო ცენტრ "საბას" მოვაჭრეებმა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დახმარების მიღებაზე უარი მიიღეს.
კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფლებში მომხდარი სტიქიიდან ორი კვირის შემდეგ, ცნობილია, რომ სეტყვამ 2450 ჰექტარი სახნავ–სათესი სავარგული გაანადგურა.