აქვს თუ არა საქართველოს საკმარისი დრო ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად, რა ეტაპზეა პროცესი და რა სახის ცვლილებების განხორციელება იქნება საჭირო 2015 წლამდე?
ინტერნეტ სივრცეში მნიშვნელოვანი სიახლეა: კომპანია Yahoo-მ, რომელსაც ბაზარზე პოზიციები მნიშვნელოვნად შეუსუსტდა და პოპულარობა დაკარგა ბოლო წლების განმავლობაში, ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ბლოგინგის სისტემა tumblr.com შეიძინა.
როგორ უნდა დაიცვას აბონენტმა თავი არასასურველი სარეკლამო sms-ებისაგან და ვინ არის პასუხისმგებელი ამ კუთხით მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე?
“პირველად გავიგე, რომ რომელიმე ქვეყანაში facebook-ით წერს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს წერილს და თან, ასევე facebook-ით ითხოვს პასუხს", - ამ სიტყვებით გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტი სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის წერილს, რომელიც პრეზიდენტს "ფეისბუქით" მიწერა. თუმცა ბოლო ერთი კვირაა, სწორედ სააკაშვილის ყოფილი თუ მოქმედი თანაგუნდელების სახელით ვრცელდება სხვადასხვა სახის, ხშირად სკანდალური შინაარსის განცხადებები "ფეისბუქით".
კომპანია სამსუნგმა ახალი, გიგანტური სმარტფონის, Samsung Galaxy Mega 6.3-ის გამოშვება დაანონსა, რომელიც რუსეთსა და ევროპაში გასაყიდად მაისის დასაწყისში გამოვა. სავარაუდოდ, ამ დროისათვის მის ყიდვა საქართველოშიც იქნება შესაძლებელი.
Facebook-ის იმ მომხმარებლებში, რომლებიც საქართველოდან არიან დარეგისტრირებული, ქალები უფრო მეტია, ვიდრე კაცები.
ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რუსული სოციალური ქსელი "ოდნოკლასსნიკი.რუ" (odnoklassniki.ru) ისევ შეფერხებით მუშაობს.
კომპანია Google 2013 წლის 1 ივლისდან სიახლეების გამოწერის სერვისს Google reader–ს აუქმებს. ამის შესახებ მომხარებლები უკვე გააფრთხილა კომპანიის პროგრამირების ინჟინერმა ალან გრინმა სერვისის ოფიციალურ ბლოგზე.
"ფეისბუქმა" რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ რედიაზინი დააანონსა. როგორც მარკ ცუკერბერგი მომხმარებლებს პირდება, ახალი დიზაინი სოციალური ქსელის თითოეული მომხარებლის ინტერესებზე იქნება მორგებული.
საქართველოს პრემიერ -მინისტრს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე 22132 “მიმდევარი” [Followers] ჰყავს, თუმცა პრემიერს ტვიტები 2012 წლის 7 ნოემბრის მერე აღარ გამოუქვეყნებია.