2010.12.23

ცოლები


ცოლები - სახელმწიფო უწყებაში, ცოლები - მედიაში, ცოლები - სკოლასა და უნივერსიტეტში, ცოლები - სახლში და ცოლები - სხვადასხვა სამსახურში - ასეთ სურათს აღმოაჩენთ, თუკი საქართველოს მთავრობის წევრებისა და პარლამენტარების ქონებრივ დეკლარაციებს გადახედავთ.

სახელმწიფო სამსახურში მყოფი უცოლო თანამდებობის პირების რაოდენობა გაცილებით  მცირეა, ვიდრე - ცოლიანების. მათ შორის, არიან ფინანსთა და კულტურის მინისტრები, სოლიდური წლიური შემოსავლით.

ცოლები ბიზნესში და სხვა სამსახურში - ფლობენ წილებს, არიან სხვადასხვა ორგანიზაციების დირექტორები, ან მენეჯერები - მათი შემოსავალი არანაკლებია, ვიდრე - მათი სახელმწიფო მოხელე ქმრების.

საჯარო მოხელეებმა ბოლო დეკლარაცია 2010 წლის აპრილის და მაისის თვეში შეავსეს. დეკლარაციები ასახვას გასული, 2009 წლის პერიოდს.

ცოლები სახელმწიფო უწყებებში

ნინო ლაშხი

ენერგეტიკის მინისტრის,
ალექსანდრე ხეთაგურის  ცოლი

მუშაობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად.

დეკლარაციის მიხედვით, ლაშხის  შემოსავალი 2009 წელს იყო 85'989 ლარი. ენერგეტიკის მინისტრის ცოლის სახელზე, დეკლარაციის მიხედვით, არ ირიცხება ბინა, მიწის ნაკვეთი და ავტომობილი. მას სახელფასო ბარათზე ბანკ რესპუბლიკაში 800 ლარი ჰქონდა, საბარათე ანგარიშზე საქართველოს ბანკში 50 აშშ დოლარი, თიბისი ბანკის საბარათე ანგარიშზე 2 ლარი, სახალხო ბანკის საბარათე ანგარიშზე 1 ლარი.

 

მაია მესხიშვილი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის,
ზურაბ ადეიშვილის ცოლი

მუშაობს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში, იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტად.

მისი წლიური შემოსავალი იყო 35 193 ლარი. მესხიშვილის მფლობელობაში, ადეიშვილის დეკლარაციის მიხედვით, არ ირიცხება არც მიწის ნაკვეთი, არც - ავტომობილი.

 

მაია ირემაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრის, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის,
ლაშა თორდიას  ცოლი

მუშაობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, მინისტრის მოადგილის თანაშემწედ.

მისი წლიური შემოსავალი იყო 11 400 ლარი.

ირემაშვილს საქართველოს ბანკში საკრედიტო ბარათზე აქვს 1000 დოლარი.

 

 

ლელა ცქიტიშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის,
დავით დარჩიაშვილის ცოლი

მუშაობს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში, მთავარ სპეციალისტად.

მისი წლიური შემოსავალი იყო 12 000 ლარი. ლელა ცქიტიშვილს სახელზე, ასევე, ფიქსირდება გრანტი - შემოსავალში მითითებულია თანხა - 60 000 ლარი.

ქეთევან კობიაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრის, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის,
აკაკი მინაშვილის ცოლი

მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მთავარ სპეციალისტად.

მისი წლიური შემოსავალი იყო 11 971 ლარი.

ნატო ბლუაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის,
ზურაბ მელიქიშვილის ცოლი

მუშაობს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილედ.

მისი წლიური შემოსავალი იყო 31,058 ლარი. ბლუაშვილი ფლობს მიწის ნაკვეთს მცხეთაში (3060კვ.მ.), ავტომობილს ტოიოტა რავ 4 (2002 წლის გამოშვება). ნატო ბლუაშვილს აქვს გახსნილი მოქნილი ანაბარი ,,პროკრედიტ ბანკში“, რომელზეც ირიცხება 13887.64 USD, ანაბარზე,,საქართველოს ბანკში''- 6000.0 GEL და სახელფასო ანგარიშზე ამავე ბანკში - 10.0 GEL.

 

მაკა მეტრეველი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის,
დავით ბაქრაძის ცოლი

მუშაობს თბილისის მერიაში, სოციალური მომსახურების და კულტურის საქალაქო სამსახურის მთავარ სპეციალისტად.

მისი წლიური შემოსავალი 2009 წელს  იყო 16 336 ლარი. მაკა მეტრეველი, ასევე, არის LLc fashion group (კომპანია, რომელიც საქართველოში მოდის კვირეულს აწყობს)პარტნიორი. ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი არის ნული. მაკა მეტრეველს სახელფასო ანგარიშზე საქართველოს ბანკში ირიცხება 900 ლარი.

მანანა რობაქიძე

საქართელოს პარლამენტის წევრის,
კობა ხაბაზის ცოლი.

ის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალისტია.

მისი წლიური შემოსავალი 8165 ლარია. მანანა რობაქიძის სახელზე არ ირიცხება არც ავტობილი, არც ბინა, არც მიწის ნაკვეთი. მის სახელფასო ანგარიშზეა 1000 ლარი.

 

 

ცოლები მედიაში

ეკა კვესიტაძე

საქართველოს შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის ცოლი

მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში და პირველ არხზე მიყავს საავტორო გადაცემა აქცენტები.

მისი წლიური შემოსავალი იყო 31 800 ლარი. ფლობს მიწის ნაკვეთს (28კვ.მ) და არასაცხოვრებელ ფართს (28კვ.მ) რუსთავში. დეპოზიტზე აქვს 8000 დოლარი.

თამარ ჩერგოლეიშვილი

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას ცოლი

არის ჟურნალ ტაბულას დირექტორი.

მისი შემოსავალი დეკლარაციის შევსების პერიოდში (02.05.2010) იყო ნული ლარი. დეკლარაცია გიგა ბოკერიამ შეავსო, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ამავე დეკლარაციაში ჩერგოლეიშვილი ევროპის საბჭოს პროექტის მენეჯერად ფიქსირდება, სადაც მისი შემოსავალი იყო 96 000 ევრო. დეკლარაციის მიხედვით, ჩერგოლეიშვილი ფლობს მსუბუქ ავტომობილს BMW 120-ს.

ნატალია თოფურია

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის,

მირზა (პაპუნა) დავითაიას ცოლი

მუშაობს ტელეკომპანია იმედში ჟურნალისტად.

მისი წლიური შემოსავალი იყო 5000 ლარი. დეკლარაციის მიხედვით, არ ფლობს არც ავტომობილს, არც სახლს და არც აგარაკს.

ნანუკა ჟორჟოლიანი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის,

ირაკლი კოდუას ცოლი

მუშაობს ტელერადიოკომპანია იმედში, უძღვება გადაცემას (ნანუკას შოუ) როგორც ტელევიზიაში, ასევე - რადიო იმედში. მისი შემოსავლები უცნობია, რადგან ინტერნეტში კოდუას მხოლოდ 2004 წლის ქონებრივი დეკლარაცია იძებნება.
ლელა კილაძე

თბილისის მერის,

გიგი უგულავას ცოლი

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გასართობი გადაცემა ბრავოს პროდიუსერია.

თბილისის მერის მიერ 2010 წელს შევსებულ დეკლარაციაში მისი ცოლის გრაფა ცარიელია.

იანა ფრემერი

აშშ-ში საქართველოს ელჩის თემურ იაკობაშვილის ცოლი

მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში, პირველი კავკასიურის მთავარ პროდიუსერად. მისი წლიური შემოსავალია 9 361.9 ლარი; ფლობს მიწის ნაკვეთს (260.0 კვ.) თბილისში, ვერცხლის ქ. 39-ში, 2000 ლარს - სახელფასო ანგარიშზე სტანდარტ ბანკში;

უმუშევარი ცოლები

სანდრა რულოვსი

საქართველოს პრეზიდენტის,

მიხეილ სააკაშვილის ცოლი

მისი სამუშაო ადგილი, პრეზიდენტის დეკლარაციაში არ არის მითითებული.

რულოვსს თიბისი ბანკში ანაბარზე 30 ათასი დოლარი აქვს, ასევე ანაბარი  ინგ ბანკ ტერნეუზენში - 60 ათასი ევრო. 2009 წელს რულოვსმა სააკაშვილის დეკლარაციის მიხედვით მიიღო  ჰონორარი - 1000 ევრო, თუმცა არ არის მითითებული საიდან ან რისთვის.

ფლობს ბინას ბარნოვის 9-ში, 154კვმ-ს. მანსარდს 164 კვ.მ ამავე მისამართზე.

 

ანა შაშკინა

საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის,

დიმიტრი შაშკინის ცოლი

შაშკინის დეკლარაციის მიხედვით, არსად მუშაობს.

ფლობს საცხოვრებელ სახლს თბილისში, წერნაკის ქუჩაზე ნომერ 4-ში, 257 კვ.მ და მიწის ნაკვეთს ამავე მისამართზე 248 კვ.მ-ს.

რუსუდან ნიკოლაიშვილი,

საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის,

რამაზ ნიკოლაიშვილის ცოლი

დეკლარაციის მიხედვით, ის არსად მუშაობს.

მის სახელზე არც პირადი ქონება ირიცხება და არც საბანკო ანგარიში აქვს. ოჯახის შემოსავლის და ყველა ქონების მფლობელი რამაზ ნიკოლაიშვილია.

ირინა ჰეიბელი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის,
ბაჩანა ახალაიას ცოლი

დეკლარაციაში არ ფიქსირდება მისი სამუშაო ადგილი.

ირინა ჰეიბელი ფლობს ბინას გოთუას ქუჩაზე (70 კვ.მ), დეკლარაციაში არ არის აღრიცხული მის მფლობელობაში არსებული ავტომობილი ან აგარაკი.

 

თამარ სულაბერიძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს მინისტრის,

კობა სუბელიანის ცოლი

მისი სამუშაო ადგილი დეკლარაციაში არ ფიქსირდება.

სულაბერიძე არ ფლობს არც ბინას, არც ავტომობილს, არც აგარაკს.

სოფიო სხვედიანი

საქართველოს პარლამენტის წევრის,

არჩილ გეგენავას ცოლი

სოფიო სხვედიანი ფლობს აბაშიძის ქუჩაზე ბინას (92კვ.მ), ავტომობილს ტოიოტა ლენდკრუიზერი, საბარათე ანგარიშზე - 31 949 დოლარსა და 780 ლარს. დეკლარაციის მიხედვით, ის არსად მუშაობს.

 

ცოლები ბიზნესში

ეკა ჯაფარიძე
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში,
გიორგი ბარამიძის ცოლი  
შპს ოპერას დამფუძნებელი.

ჯაფარიძის სახელზე რამდენიმე ბინა და მიწის ნაკვეთი ირიცხება. დეკლარაციის მიხედვით, რომელიც ბარამიძემ 2010 წელს შეავსო, ჯაფარიძე ფლობს ბინებს ჭავჭავაძის გამზირზე (100კვ.მ), ყიფშიძის ქუჩაზე კი (95 კვ.მ) საცხოვრებელ ფართს, გორგასლის პირველ შესახვევში მასზე (105 კვ,მ) მიწა ირიცხება.

ჯაფარიძე შპს ოპერას დამფუძნებელია, დეკლარაციის მიხედვით, მისი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი წლის მანძილზე 16 ათასი ლარია. ჯაფარიძის საბანკო ანგარიშზე არ არის თანხა, არ ირიცხება ავტომობილი.

ირინა ონაშვილი

სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის,

ვლადიმერ ვარძელაშვილის ცოლი

შპს ფეშენ ასოუსიეიშენის დირექტორია.

ამ თანამდებობიდან მიღებული წლიური შემოსავალი 4000 ლარია.

დეკლარაცია ვარძელაშვილმა ჯერ კიდევ გუბერნატორად მუშაობის პერიოდში შეავსო. ამ პერიოდში მისი ცოლის ანგარიშზე  ირიცხება ბინა (70 კვ.მ) კანდელაკის ქუჩაზე. ასევე, ავტომობილი BMW 730. სახალხო ბანკში მისი მიმდინარე ანგარიში 500 აშშ დოლარია. მის საკუთრებაში არსებული თანხის ოდენობა კი 10 ათასი ლარია.

ცოლები სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე

ნინო ანანიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის,

გრიგოლ ვაშაძის ცოლი

არის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

მისი წლიური შემოსავალია 75 000 ლარი.

ფლობს სახლს თბილისში (1000 კვ.მ ), მეტეხის აღმართზე, ბინას მოსკოვში (140კვ.მ) და წინანდალში 1 100 000 კვ.მ მიწის ნაკვეთს.

ასევე, ორ მსუბუქ ავტომობილს, ავტომობილს: ტოიოტა რავ 4-ს და ტოიოტა ლენდ კრუიზერს.

ნინო ანანიაშილი არის მეპატრონე საწარმოსი „გრიგოლ ვაშაძე და ძმების“. საწარმოს საქმიანობიდან შემოსული თანხა არის ნული.

ნათია ვერულაშვილი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის,
ბაკურ კვეზერელის ცოლი

არის ახალგაზრდული ცენტრების კავშირის დირექტორი. მისი წლიური შემოსავალია 18 984 ლარი. ფლობს ბინას (115 კვ.მ ) ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, ასევე, ავტოფარეხს ამავე მისამართზე (32კვ,მ.);

აქვს მსუბუქი ავტომობილი მერსედესც ბენც ემ ელ 350. თიბისი ბანკის სახელფასო ბარათზე აქვს 1200 ლარი, Bank of America-ში მიმდინარე თანხა - 129 აშშ დოლარი.დეკლარაციაში მითითებულია 8500 ევრო,რომელიც  ვერულაშვილის სახელზე ირიცხება

თამარ მერაბიშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის,
ვანო მერაბიშვილი ცოლი

არის მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის შეხვედრების კოორდინატორი.

წლიური შემოსავალი - 15 853 ლარი. მიმდინარე ანგარიშზე ქართუ ბანკში აქვს 1134 დოლარი, ვანო მერაბიშვილს - 119 822,81 ლარი.

მაკა ლაჩაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრის,
გიორგი მელაძის ცოლი

არის ჯიპიაი ჰოლდინგის მენეჯერი. წლიური შემოსავალი - 27 117 ლარი. ფლობს ბინას ვაჟა ფშაველას გამზირზე (30კვ.მ), ბინას საბურთალოს ქუჩაზე (50% წილი, 70კვ.მ), არასაცხოვრებელ ფართს აგლაძის ქუჩაზე, (50% 14კვმ,) ბინის 50% აგლაძის ქუჩაზე (60 კვ.მ.) მსუბუქ ავტომობილს მიცუბიში (გამოშვებულია 2008 წელს). თიბისი ბანკში სახელფასო ბარათზე 3000 ლარი აქვს, საპენსიო ბარათზე - 1727 დოლარი. დეკლარაციაში მითითებულია, რომ ის არის 10 ათასი დოლარის მფლობელი.
სალომე წაქაძე

ქვემო ქართლში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულ-გუბერნატორის,

დავით კირკიტაძის ცოლი

 

არის შოკოლადის საწამო ბარამბოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. წლიური ხელფასი - 3000 ლარი.

ფლობს ავტომობილს მერსედესი ცე 180 (2008 წლის გამოშვება).