საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ეკა ბესელიამ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე 17 მაისის მოვლენების განხილვისას განაცხადა, რომ „კომიტეტის დასკვნა არ სცილდება პატრიარქის მიერ გაკეთებულ შეფასებას“. აღნიშნულს უარყოფითი რეაქცია მოყვა იმ ადამიანების მხრიდან, ვინც პარლამენტს ამ საკითხის განხილვის თხოვნით მიმართეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 17 ივნისს, პრეზიდენტის სასახლეში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თუ პარლამენტი არ გაითვალისინებს სტუდენტების მოთხოვნებს უმაღლესი განათლების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, მაშინ ის მზადაა ამ კანონს ვეტო დაადოს.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი ექს–პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ოჯახი, ფაქტობრივად, ყოველგვარი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.
საქართველოს ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღმოჩენილი იარაღის სამალავები შესაძლოა იმ საცავების ნაწილი იყოს, რომელიც რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნა და რომელიც გრიფით საიდუმლოთია დაცული.
თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილის, ვახტანგ კაპანაძის შვილი - ანა კაპანაძე ამავე უწყებაში მუშაობს. აქვს თუ არა ადგილი ნეპოტიზმს და არის თუ არა აღნიშნული ფაქტი ინტერესთა შეუთავსებლობა?
ფარული ჩანაწერების განადგურებასთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური კომისიის მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, 18 ივნისს შედგება, ამის შესახებ “ნეტგაზეთს” კომისიის ერთ–ერთმა წევრმა, გაზეთ “რეზონანსის” მთავარმა რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განუცხადა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატს პრაიმერის გზით შეარჩევს. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, დღეიდან ერთი კვირის ვადაში დარეგისტრირდება ყველა მსურველი, რომელიც პრაიმერში მიიღებს მონაწილეობას.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მომხრეა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ტელევიზორით უზრუნველყოს.
სრულად კომენტარი
იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა–შენახვისთვის ბრალდებული მიკაელ კადიევის ძმა რამაზ კადიევი და მისი ნათესავი აცხადებენ, მათ თბილისში უცნობი პირები გამუდმებით უთვალთვალებენ. ისინი დახმარებას მედიისგან, სამართალდამცავი უწყებებისგან და არასამთავრობოებისგან ითხოვენ.
დღეს, 17 ივნისს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო მოძრაობის „სამართლიანობა უნდა აღსდგეს“ მიერ 2013 წლის 19 მაისის ყრილობაზე მიღებული რეზოლუცია განიხილეს, რომელშიც საუბარია სამართლიანობის აღდგენასა და "რეჟიმის გასამართლებაზე".