იუნესკომ გელათი და მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხეში მყოფ ძეგლთა ნუსხაში დატოვა. ხოლო ბაგრატის ტაძრის ნუსხიდან ამოღების პროცესი დაიწყო, აცხადებს კულტურის სამინისტრო.
რეჟისორი ლევან ანჯაფარიძე კულტურის სამინისტროსთან შიმშილობას იწყებს. იგი ეროვნული კინოცენტრის საქმიანობას უნდობლობას უცხადებს.
ფესტივალში წელს ნინო ქათამაძე, რობი კუხიანიძე, ჯგუფი "აუთსაიდერი", "Z for ZULU", სუხიშვილები, ინსაითი, ზუმბალენდი, მონაწილეობენ. "არტ–გენი 2013" 14 ივლისს დაიწყება და 21 ივლისს დამთავრდება.
ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმს "გრძელი ნათელი დღეები" კარლოვი ვარის კინოფესტივალის ფარგლებში ათ ევროპულ ფილმს შორის აჩვენებენ.
"კავკაზ ჯაზ–ფესტივალზე" წელს მხოლოდ ერთი ღონისძიება ჩატარდა. ფესტივალი წელს მესამედ გაიმართა, რომელზეც ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ლიტველი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის კედლებს მოსწავლეები მოხატავენ. ღონისძიებაში მონაწილეობას მოსწავლეები მიიღებენ.
რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე 85 წლის ასაკში ერთი საათის წინ გარდაიცვალა.
თბილისის ისტორიის მუზეუმში თურქული ტანსაცმლის დეფილე მოეწყო. კოლექცია სახელწოდებით „ოსმალეთის იმპერიიდან ათათურქის რესპუბლიკამდე“ თურქული ტანსაცმლის განვითარებას ასახავს. ჩვენება თურქული კულტურის დღეების ფარგლებში მოეწყო.
ხელოვნების ფესტივალზე "საჩუქარი" წელს კულბერტ ბალეტი, ირინა ბრუკი, დიმიტრი კრიმოვი ეწვევიან. სამწლიანი პაუზის შემდეგ ფესტივალი "საინტერესო და ისტორიული მნიშვნელობის" პროგრამით წარდგება, ამბობენ ფესტივალის ორგანიზატორები.
"ნიჭიერთა ათწლედის" მოსწავლეებმა და მხარდამჭერებმა პარლამენტის ყოფილი შენობის წინ აქცია გამართეს. ისინი სამინისტროსგან ყურადღებასა და დაფინანსებას ითხოვენ.