2010.11.03

ორმაგი დაკვირვება Facebook-ზე

სოციალური ქსელები,
დევიდ მაკქენდლესი ფეისბუქის სოციალურ ქსელში ათი ათას სტატუსს აკვირდებოდა. იმისათვის, რომ გაეგო, რომელ თვეში შორდებიან ადამიანები ერთმანეთს ყველაზე ხშირად.

ვინც აიგუგლით სარგებლობს, ალბათ, ხშირად ამოწმებს სიახლეებს იმ სფეროში, რომელიც განსაკუთრებით აინტერესებს.

ტექნოლოგიები ერთ-ერთი ის სფეროა, რომლის მუდმივი განახლებაც ევალება ჩემ პირად აიგუგლს.

რა შეიძლება წავიკითხოთ აიგუგლის ახალ ამბებში ტექნოლოგიებზე? ათასი და ათი ათასი საინტერესო თუ ნაკლებად საინტერესო ამბები. მაგრამ ახლა სულ სხვა დაკვირვების შესახებ გიზიარებთ. ერთი დაკვირვება ჩემი აიგუგლით აქტიური სარგებლობის ბოლო პერიოდს ეხება, მეორე კი დევიდ მაკქენდლერის დაკვირვებას ფეისბუქის სტატუსებზე.

ჯერ, ჩემ დაკვირვებაზე:

ახალი ამბების უმეტესესობა, რომელსაც ტექნოლოგიების გვერდი ანახლებს, სოციალურ ქსელებს ეხება. და ყველაზე უფრო ხშირად ნახსენები სოციალური ქსელი ფეისბუქია. დღის მანძილზე მსოფლიოში სხვადასხვა მედია ათეულობით ახალ მასალას აქვეყნებს ფეისბუქის შესახებ.

მაგალითად, დღევანდელი დღის ყველაზე ხშირად წაკითხული სტატიები ფეისბუქის და სხვა სოციალური ქსელების შესახებ:

ფეისბუქის და თვითერის ანალიზმა წარმატებით იწინასწარმეტყველა არჩევნების შედეგები

იურიდიული ფირმა ფეისბუქს ქველმოქმედებისთვის იყენებს

ფეისბუქი მობილური პლატფორმის შესახებ

ფეისბუქის მონაცემები გვაჩვენებს, რომ ჩვენ ურთიერთობების გაწყვეტის სეზონში შევდივართ

ეს და უამრავი სხვა მსგავსი მასალა ყოველდღიურად ჩნდება მსოფლიოს ათასობით სხვადასხვა ინტერნეტ გვერდზე.

ერთ-ერთი სწორედ ის სტატიაა, რომელიც ურთიერთობების სტატუსების სტატისტიკის მიხედვით, ურთიერთობათა გაწყვეტის სეზონზე საუბროს.

სტატიის ავტორი წერს, რომ ამიერიდან ნოემბერი და დეკემბერი დაცილების თვეა - ამის თქმის საშუალებას მას ფეისბუქის მონაცემები აძლევს, რომელთა მიხედვითაც, ურთიერთობის სტატუსის შეცვლა - სტატუსიდან დაკავებული, სტატუსამდე თავისუფალი სწორედ ნოემბრის თვიდან გახშირდება.

დევიდ მაკქენდლესი ფეისბუქის სოციალურ ქსელში ათი ათას სტატუსს აკვირდებოდა. იმისათვის, რომ გაეგო, რომელ თვეში შორდებიან ადამიანები ერთმანეთს ყველაზე ხშირად.

Image 2539

Image 2539

აი მონაცემები: