2010.10.08

”ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული დაცვის უზრუნველსაყოფად კიდევ ბევრია გასაკეთებელი”

დევნილების უფლებები,
თომას ჰამარბერგი, ადამიანის უფლებათა კომისარი ევროპის საბჭოში აქვეყნებს რაპორტს, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ.

თომას ჰამარბერგი, ადამიანის უფლებათა კომისარი ევროპის საბჭოში აქვეყნებს რაპორტს, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ.

ჰამარბერგის მიერ ანგარიშში შეფასებულია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შემუშავებული 6 ძირითადი პრინიციპის შესრულების მიმდინარეობა. (დაბრუნების უფლება, ადგილნაცვალ პირთა უფლება მზრუნველობასა და მხარდაჭერაზე, ასაფეთქებელის და ომის სხვა ნარჩენების საფრთხისგან დაცულობის უფლება, უკანონობისგან დაცვის უფლება, პატიმრების დაცვა და გათავისუფლება, მძევლების აყვანის პრევენცია, საერთაშორისო დახმარება და ადგილზე ყოფნა).

დასკვნის გამოქვეყნებამდე, 2009 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 2010 წლის თებერვალში და მარტში, ჰამარბერგი საქართველოში სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

რაპორტში ნათქვამია, რომ ეთნიკური ქართველების უმრავლესობა, რომლებიც სამხრეთ ოსეთიდან გამოიქცნენ, უკან ვერ ბრუნდებიან.

”თითქმის არავითარი წინსვლა არ არის მიღწეული ამ ადგილნაცვალი პირების დაბრუნების საქმეში,”-ნათქვამია ანგარიშში.

რაპორტი  ქართულ მხარეს მოუწოდებს, გააგრძელოს იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) დისკრიმინაციის გარეშე სტატუსის მინიჭება ყველა იმ ადამიანისათვის, რომლებიც ამჟამად საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან.

”აუცილებელია ათობით ათასი დევნილის დაბინავების პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრა”,-აცხადებს ჰამარბერგი.

რაპორტში ნათქვამია, რომ დაზარალებული რაიონებიდან თითქმის მთლიანად  გატანილია ასაფეთქებელი და ომის სხვა ნარჩენები.

ჰამარბერგმა რუსეთსა და საქართველოს მოუწოდა, ხელი მოაწერონ კასეტური საბრძოლო მასალის შესახებ კონვენციას და მოახდინონ მისი რატიფიცირება.

რაპორტში აღნიშნულია, რომ სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მიმდებარე სოფლებში ინციდენტებს მაინც აქვს ადგილი.

”არ უნდა შეჩერდეს ძალისხმევა კონფლიქტის შედეგად დაპატიმრებული ადამიანების გასათავისუფლებლად და დაკარგულების ბედის გასარკვევად”,-ამბობს ჰამარბერგი და აღნიშნავს, რომ ცხინვალში ბევრი ადამიანი თავისუფლებაშეზღუდული რჩება. კომისარი აქვე შეახსენებს ორივე მხარეს,  ადმინსიტრაციული სასაზღვრო ზოლის გადაკვეთისთვის, ადამიანების დაპატიმრებისგან თავის შეკავების აუცილებლობას.

დასასრულს, ჰამარბერგი აღნიშნავს, რომ მცირე პროგრესია მიღწეული კონფლიქტით დაზარალებულ რაიონებში საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეღწევის უზრუნველსაყოფად.