შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გამოძიება ეჭვობს, რომ თალიბანის სახელით გავრცელებული ვიდეომუქარის ავტორები პროფესიონალები არიან, რადგან მათ ჭკვიანურად იმუშავეს და რისკების გადაფარვა შეძლეს.
საქართველოს შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, მიკაილ კადიევსა და რივზან ომაროვს, რომელთაც 15 ივნისს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ, ბრალი არ შეცვლიათ. ეს განცხადება მინისტრმა "კურიერის" ეთერში გააკეთა.
საქართველოს შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშილის განცხადებით, სამეგრელოში ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი სამარხი, რომელშიც იარაღი, ნარკოტიკი და ვიდეომასალები ინახებოდა, ქვეყნის საიდუმლო სამალავების რიცხვს არ განეკუთვნება.
საქართველოს შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ადამიანების წამების ამსახველი ვიდეოკადრები, რომელიც სამეგრელოში აღმოჩენილ საიდუმლო სამალაშვი იპოვეს, 2011 წელსაა გადაღებული. ამ პერიოდში კი შს უწყებას ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა.
ხვალ, 10:00 საათზე სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიას” წინ, ვარდების რევოლუციის მოედანზე მოქალაქეების საპროტესტო აქცია გაიმართება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ 17 მაისის საკითხზე შემუშავებული დასკვნის პროექტის წინააღმდეგ.
ხვალ, 20 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში მედიასაშუალებების ხელმძღვანელებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებს იარაღის სამალავებში აღმოჩენილ იმ ვიდეომასალებს აჩვენებენ, რომელზეც ადამიანთა გაუპატიურება და წამებაა ასახული.
სრულად კომენტარი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველი მამუკა ბერიშვილი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ სამინისტრო უახლოეს 10-12 დღეში უმაღლესი განათლების შესახებ კონცეფციას გამოაქვეყნებს.
პროკურატურის ინფორმაციით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვახტანგ ყიფშიძე ქონების გაფლანგვის ფაქტზე დააკავეს.
ფრანგული სააგენტო "ფრანს–პრესის" ინფორმაციით, იტალიის სასამართლომ ცნობილ დიზაინერებს, დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას 1,8 წლით პატიმრობა მიუსაჯა ასობით მილიონი ევროს საგადასახადო სამსახურისათვის დამალვის ბრალდებით.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ხვალ, 20 ივნისს, თბილისში, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" 6 თვის მუშაობას შეაჯამებს. პარალელურად, სასტუმროს გარეთ დაგეგმილია მოქალაქეთა საპროტესტო აქცია.