2013.05.20

ნოდარ ხადური: გადამზიდავებს შეუძლიათ ბაზარზე დღესვე დაბრუნდნენ

ნოდარ ხადური (photo: ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, კომერციული ტვირთების ბაზარზე მცირე და საშუალო კომპანიებს საქმინობა დაუბრკოლებლად შეუძლიათ. 

სრულად კომენტარი
2013.05.20

დაკავებულია ბათუმის მერიის 3 თანამშრომელი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს, 20 მაისს, დააკავა ბათუმის მერიის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების 3 თანამშრომელი. ჯერჯერობით უცნობია მათი დაკავების ოფიციალური მიზეზი.

სრულად კომენტარი
2013.05.20

"სახალხო კრებას" პრეზიდენტის თანამდებობაზე ნინო ბურჯანაძის ხილვა სურს

ნინო ბურჯანაძე მაისის აქციებზე (photo: Tazo Kupreishvili) "სახალხო კრება" "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას უჭერს მხარს. ამის შესახებ "სახალხო კრების" აღმასრულებელმა საბჭომ დღეს, 20 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სრულად კომენტარი
2013.05.20

მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე საინიციატივო ჯგუფი უსუფაშვილს და წულუკიანს მიმართავს

მარიხუანას დეკრიმინალიზაცია (photo: ) 2 ივნისს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით დაგეგმილი აქციის ორგანიზატორთა საინიციატივო ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართავს. მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:  

სრულად კომენტარი
2013.05.20

პროკურატურა: უახლოეს პერიოდში 17 მაისს ძალადობაში ბრალდებულები დაისჯებიან

შოთა რეხვიაშვილი (photo: ) საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ის პირები იქნებიან დასჯილი, ვინც 17 მაისის აქციის დროს ძალადობრივ ქმედებებში მონაწილებას იღებდა.

სრულად კომენტარი
2013.05.20

ჰამერბერგი: პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა უნდა განადგურდეს

ჰამერბერგი (photo: ) ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი საქართველოს მთავრობისთვის სამართლებრივ–კონსტიტუციური რეფორმასა და ადამიანის უფლებების სფეროში ტომას ჰამერბერგი აცხადებს, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის განადგურება უნდა მოხდეს ისე, რომ ეს ჩანაწერები აღარასოდეს ამოტივტივდეს.

სრულად კომენტარი
2013.05.20

დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ხათუნა გოგალაძე (photo: ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი გიორგი შონვაძე სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.  

სრულად კომენტარი
2013.05.20

კუბლაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ფარული ჩანაწერები განადგურდეს

პავლე კუბლაშვილი (photo: ) საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, პავლე კუბლაშვილმა, დღეს, 20 მაისს  სასტუმრო  ჰოლიდეი ინში,  სადაც ამჟამად "ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში მიყურადებისა და ჩანაწერის, კავშირგაბმულობის არხიდან და კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის, ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერის, კინო და ფოტოგადაღების საკანონმდებლო მოწესრიგებისა და კანონიერების დაცვის პრობლემების" შესახებ შეხვედრა მიმდინარეობს, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. 

სრულად კომენტარი
2013.05.20

ჰამერბერგის აზრით, შრომის კოდექსი კონსენსუსის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული

ჰამერბერგი (photo: ) ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი საქართველოს მთავრობისთვის სამართლებრივ–კონსტიტუციური რეფორმასა და ადამიანის უფლებების სფეროში ტომას ჰამერბერგი შრომის ახალი კოდექსის მიღების პროცესში პროფკავშირებისა და ბიზნესასოციაციებს შორის დიალოგის გამართვას უჭერს მხარს. შესაბამისი განცხადება მან დღეს, 20 მაისს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც თბილისში მისი ერთკვირიანი ვიზიტი შეაჯამა.

სრულად კომენტარი
2013.05.20

უსუფაშვილი: საბოლოო ჯამში, მოძალადე მარცხდება

დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი (photo: ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, მოქალაქეთა ერთი ჯგუფის მიერ გამოვლენილ ძალადობრივ ფაქტებზე საუბრისას განაცხადა, რომ სასულიერო პირების გარკვეული პრივილეგიების მიუხედავად, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

სრულად კომენტარი