2013.05.22

დავით ბაქრაძე სააკაშვილის მოსაზრებას 17 მაისის აქციაზე, არ იზიარებს

ბაქრაძე ქუთაისში (photo: გივი ავალიანი) პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ სხვა საკითხია, რამდენად იყო გამართლებული პატარა ჯგუფის მიერ აქციის გამართვა იქ, სადაც მიმდინარეობდა ცერემონიალი ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების, უმცირესობის წევრი დავით ბაქრაძე არ ეთანხმება. 

სრულად კომენტარი
2013.05.21

მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილს ბრალი წაუყენეს

ვანო მერაბიშვილი (photo: ) შს ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილსა და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომლებიც ამჟამად ქუთაისის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან, პროკურატურამ ოფიციალურად ბრალი წაუყენა.

სრულად კომენტარი
2013.05.21

ბაქრაძე: პროკურატურა არ არის მზად მერაბიშვილისთვის ბრალის წასაყენებლად

დავით ბაქრაძე (photo: გივი ავალიანი) საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ სანდრო გირგვლიანისა და 26 მაისის საქმეებზე პროკურატურა ვანო მერაბიშვილისთვის ბრალის წასაყენებლად მზად არ არის.

სრულად კომენტარი
2013.05.21

ადვოკატის თქმით, მერაბიშვილის ბინიდან ჩხრეკის შედეგად თანხა ამოიღეს

ვანო მერაბიშვილი  (photo: ) ადვოკატ გოგიტა გაბაიძის ინფორმაციით, სამართალდამცველბმა ნაციონლაური მოძრაობის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის ბინიდან ჩხრეკის შედეგად თანხა ამოიღეს.  

სრულად კომენტარი
2013.05.21

ომბუდსმენი 17 მაისისა და მისი შემდგომი მოვლენების გამო პროკურატურას მიმართავს

ომბუდსმენი (photo: ) საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად მიიღონ ადეკვატური ზომები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს  საქართველოს ყველა მოქალაქის უსაფრთხოება და არ მოხდეს განსხვავებული აზრის გამო ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დისკრიმინაციული ნიშნით ხელყოფა. 

სრულად კომენტარი
2013.05.21

პრემიერი: ნაცმოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატს ნინო ბურჯანაძე მოუგებს

ბიძინა ივანიშვილი და ნინო ბურჯანაძე /ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური (photo: ) საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ თუ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის, იგი გიორგი მარგველაშვილს რეალურ კონკურენციას ვერ გაუწევს.

სრულად კომენტარი
2013.05.21

პრემიერი: 26 მაისს ჩატარდება მიღება, სადაც პრეზიდენტიც იქნება მიწვეული

მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი (photo: ) საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს თბილისში გაიმართება მიღება, რომელზეც მთავრობის წევრებთან ერთად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც მიიწვევენ. ამის შესახებ განცხადება პრემიერმა დღეს, 21 მაისს გააკეთა.  

სრულად კომენტარი
2013.05.21

ღარიბაშვილი: მერაბიშვილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში ვერ იქნებოდა პრივილეგირებული

ირაკლი ღარიბაშვილი (photo: ) შინაგან საქმეთა სამინისტრო ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ავრცელებს ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავების თაობაზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

სრულად კომენტარი
2013.05.21

ივანიშვილი: ეკლესიის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობა უნდა გავაღრმავოთ

ბიძინა ივანიშვილი და ილია მეორე (photo: ) საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ ფიქრობს, რომ 17 მაისის კონტრაქციით საპატრიარქო მის ხელისუფლებას დაუპირისპირდა, მაშინ, როცა რამდენიმე დღით ადრე პრემიერმა განცხადება  გააკეთა სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

სრულად კომენტარი