სამართალი

ომბუდსმენი თერჯოლის პანსიონის ბენეფიციარის გარდაცვალებას გამოეხმაურა

სახალხო დამცველი დღეს შშმ პირთა პანსიონში ერთ-ერთი ბენეფიციარის გარდაცვალებას გამოეხმაურა და სსიპ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს დირექტორს რეკომენდაციები გაუგზავნა.

ომბუდსმენის ოფისმა თერჯოლის რაიონის სოფ.ძევრის შშმ პირთა პანსიონში 1 აგვისტოს დაღუპული  ბენეფიციარის  გარდაცვალების მიზეზები შეისწავლა. კარლო აკობიას გარდაცვალების მიზეზი  გახდა ”პანსიონის მოსაზღვრედ მდინარე ძევრულაში ბენეფიციარის გადახტომა და დახრჩობა” - იუწყება ომბუდსმენის ოფისი.

საკითხის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველის ოფისი აცხადებს, რომ ბენეფიციარ კარლო აკობიას გარდაცვალებაში მნიშვნელოვანი როლი  დაწესებულების ტერიტორიის დაუცველობამ ითამაშა, რის გამოც ბენეფიციარმა მოახერხა ტერიტორიის დატოვება და მდინარეში გადახტომა.

”დაწესებულების ადმინისტრაციასთან და თანამშრომლებთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ  1 აგვისტოს, სადილის შემდეგ, დაახლოებით 14:00 სთ–დან 14:30 სთ–მდე, ორი ბენეფიციარი – კარლო აკობია და მიხეილ წურწუმია გაიქცა მდინარე ძევრულას მიმართულებით. მათ შესაჩერებლად დაედევნენ მომვლელები და ექთანი, თუმცა ვერ აღკვეთეს ბენეფიციარების ქმედება და კ.აკობია გადახტა მდინარეში. ბენეფიციარის გადასარჩენად გაეშურა იმ დროს მდინარეში მობანავე სოფ.ძევრის ერთ–ერთი მაცხოვრებელი, რომელმაც შეძლო კ.აკობიას წყლიდან ამოყვანა გადახტომის ადგილიდან 50–60 მეტრის მოშორებით, თუმცა დაზარალებული იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში და მიუხედავად პერსონალის მცდელობისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა” - ასე აღწერს სახალხო დამცველის ოფისი თერჯოლის ინციდენტს დღეს გავრცელებულ პრესრელიზში.

ომბუდსმენმა გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით მიმართა სსიპ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს დირექტორს   თამარ მახარაშვილს, რაც შეიძლება მოკლე ვადაში უზრუნველყოს სოფ. ძევრის შშმპ პანსიონის ტერიტორიის გარშემო დამცავი მესერის აშენება. ასევე, დაწესებულების პერსონალის რაოდენობის გაზრდა, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები.

 

 

 

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ქართული ოცნება სინგაპურზე და სინგაპურის დაღმავალი დემოკრატია

საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია მიზანი - საქართველო გახდეს სინგაპურის მსგავსად წარმატებული ქვეყანა, თუმცა, მისი ყურადღების მიღმა ყოველთვის რჩებოდა სინგაპურში ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია. ამ მხრივ სინგაპური სხვადასხვა რეიტინგებში საქართველოს ათეულობით პუნქტით ჩამორჩება.

ომბუდსმენი: გვაეჭვებს, რომ პატიმრები ნაკლებად საუბრობენ ციხეებში პრობლემებზე

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დღეს ქუთაისში არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს ადამიანის უფლებების შესახებ წლიური ანგარიშის თაობაზე ესაუბრა, რომლითაც ის ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის წინაშე წარსდგა.


ყველაზე დახურული სახელმწიფო უწყება

დღეს, 12 აპრილს, თბილისში გამართულ პრეზენტაციაზე ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” ბოლო ერთი წლის მანძილზე საჯარო უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის ანალიზის შედეგები წარმოადგინა. ყველაზე დახურულ უწყებად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დასახელდა.

წინა | შემდეგი
2012-05-14

ამომრჩევლის მოსყიდვა, თუ უანგარო ქველმოქმედება

რა კავშირი აქვს ”ქართულ ოცნებას” ახალშექმნილ ფონდთან, რომელიც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დახმარებას 1500-დან 5000 ლარამდე თანხით აპირებს და ცდილობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ამ ფორმით ამომრჩევლის მოსყიდვას?

2012-05-14

სომხური ეკლესიის გაქურდვის მცდელობა

თბილისში, ავლაბარში მდებარე ეჩმიაძინის სახელობის სომხური ეკლესიის წინამძღვრის, ნარეკ კუშიანის თქმით, ეკლესიის გაქურდვას დღეს, გამთენიისას აპირებდნენ.

2012-05-14

ომბუდსმენი პატიმრის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვს

საქრთველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს, პატიმარი პ.კ. დაუყონებლივ გადაიყვანონ გლდანის #18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, ვინაიდან გლდანის #8 დაწესებულებაში არსებული პირობები არ არის ადეკვატური მისი სათანადო მკურნალობისა და მოვლისათვის.

წინა | შემდეგი