“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მიერ მომზადებული ჩრდილოვანი ანგარიში საქართველოში ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალების მრავალმხრივ პრობლემებს ეხება.
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ვიზიტები რეგიონებში და ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები იყო ის ორი მთავარი თემა, რომლებიც საქართველოს სატელევიზო არხებმა ყველაზე ინტენსიურად გააშუქეს 2 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით პერიოდში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს, რომლის შესაბამისად საჯარო სკოლები სპეციალურად შერჩეული და დატესტილი აპარატურისაგან შემდგარი School Box-ით აღიჭურვება.
“საქართველოში მუშაობისას საკმაოდ გაჭირდა, კონკრეტულად, იმის დადგენა, თუ რამდენი შენობა და ადამიანი იმყოფება ეკოლოგიური კატასტროფების რისკის ქვეშ, არსებული ინფორმაცია, როგორც წესი, მოძველებული და გამოუსადეგარია,” - განაცხადა ჩეს ვან ვესტენმა.
თბილისში არსებული 3000-მდე ქუჩიდან მხოლოდ 20-მდე ქუჩას აქვს ქალის სახელი მინიჭებული. ”პატრიარქალური კულტურის სინდრომი’’ - ასეთ შეფასებას იძლევიან გენდერის სპეციალისტები.
თბილისის სხვადასხვა უბნის მაცხოვრებლები სასმელი წყლის გემოსა და მის თვალსაჩინო დაბიძნურებას უჩივიან, რაც, მათივე თქმით, გამოიხატება იმაში, რომ ფილტრში გაურკვეველი ნარჩენების დიდი მასა გროვდება.
კვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მისი მომზადებისას მნიშვნელოვანი ნაკლოვანება იყო ზუსტი სტატისტიკისა და სანდო ინფორმაციის უქონლობა, თუმცა სხვადასხვა წყაროების ინფორმაციის შეჯერებისა და კვლევის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვენელოვანი გარემოება.
ბათუმის "25-ე არხის" თვითრეგულირების კომისიამ ჟურნალისტ ზვიად ქორიძის ორი მოთხოვნა სრულად, ხოლო ერთი - ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საჩივარი შეეხებოდა "ობიექტივის" 9 მარტის გადაცემას, რომელიც "25-ე არხით" გადაიცა და რითაც, როგორც ქორიძემ მიიჩნია, დაირღვა "მაუწყებლობის ქცევის კოდექსის" მე-17 მუხლი.
დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. რამდენად პასუხობს ხელისუფლების მიერ საქართველოს რეგიონებში დევნილებისთვის შექმნილი ახალი რაიონები და დასახლებები ამ მიზანს?
“მე–9 არხის” ეთერში გასვლის თარიღი საცდელი მაუწყებლობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოცხადდება, ამჟამად კი სხვადასხვა სამუშაოები მიმდინარეობს, მათ შორის გადაცემებზე მუშაობა და საინფორმაციო სამსახურის დაკომპლექტება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პირვეკლასელების სკოლებში დარეგისტრირება მშობლებს www.catalog.edu.ge–ზე შეუძლიათ, თუმცა სამინისტროს ოფიციალურ facebook გვერდზე მშობლები დარეგისტრირებისას პრობლემების შესახებ წერენ.
„სახელმწიფომ ათასი მეთევზე კანონდამრღვევად აქცია. ისინი იძულებულნი არიან, კანონი ყოველდღე დაარღვიონ,“ - აცხადებს ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ ხელმძღვანელი არჩილ გუჩმანიძე. მისივე თქმით, მაკონტროლებელი ორგანოები არსებულ დარღვევებზე თვალს ხუჭავენ და კონტროლს არ ახორციელებენ.
პირველ ადგილზე სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით ტაილანდია. მასაჟისა და გამაჯანსაღებელი პროცედურების მხრივ პოპულარობით ტაილანდს კონკურენციას ვერც ერთი ქვეყანა ვერ უწევს.
უფლებადამცველთა ნაწილი ფაშიზმს უწოდებს ბათუმში “ქართული ოცნების” წარმომადგენლის მურმან დუმბაძის გამონათქვამს “გენით ქართველი არ არის” , ნაწილი კი ამ თემაზე ყურადღების მიპყრობას საჭიროდ არ მიიჩნევს.