"ძვირფასო ამხანაგებო! ჯგუფ "ДДТ"-ს კონცერტები კემეროვოს ოლქში გადადებულია. "ДДТ"- ეს თქვენი აზროვნებისთვის საზიანოა. ჩვენ თქვენზე ვზრუნავთ. იძინეთ მშვიდად! რუსეთის ფედერაციის ფეოდალები".
ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა გერმანელ მწერალ გიუნტერ გრასისთვის ლიტერატურის დარგში მიღებული ნობელის პრიზის ჩამორთმევა მოითხოვა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა შპიგელი ავრცელებს.
ნანა ჩუტკერაშვილი 32 წელია გორში, სტალინის სახლ–მუზეუმში მუშაობს. ყოველდღიურად უამრავ დამთვალიერებელს ხვდება და სტალინის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე უამბობს, მაგრამ ხვალიდან მისი ლექციის შინაარსი მთლიანად შეიცვლება. ექსკურსიამძღოლმა უკვე სტალინის ეპოქის შესახებ უნდა ისაუბროს.
ქართველი ბავშვების უმეტესობა ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებებს, იაკობ გოგებაშვილის “საღმრთო ისტორიის” მიხედვით შექმნილ “საბავშვო ბიბლიას” და “მოსწავლის პირველ ენციკლოპედიას” კითხულობს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ნიკოლოზ რურუას ბრძანებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ 24 მეჩეთს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ბრძანება ხელშეკრულებას საქართველოსა და თურქეთს შორის, რომელიც ამ ქვეყნების ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ეხება.
"თეატრის მმართველი ყველა თანამშრომელს სთხოვდა ბანკ „ქართუდან“ ამონაწერების წარდგენას, წინააღმდეგ შემთხევაში, არ ურიცხავდა სახლემწიფო ხელფასს და არ უგრძელებდა ხელშეკრულებას", - აცხადებენ მსახიობები.
ნიღბების თეატრი, რომელიც ქუთაისში ფუნქციონირებს და ერთადერთია საქართველოში, შესაძლოა, შენობის გარეშე დარჩეს. ახალი პროექტი, რომლითაც რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს იმ ბაღს, სადაც ეს შენობაა განთავსებული, თეატრის რეკონსტრუქციას არ ითვალისწინებს.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, იგალ პალმორმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები დაიწყება არა ისრაელთან, არამედ იერუსალიმის საპატრიარქოს ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან.