კომენტარი

"მე შენთან ზავს ვდებ, უოლტ უიტმენ"

"I dream'd in a dream I saw a city invincible to the attacks of the

whole of the rest of the earth,"

ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ უოლტ უიტმენის გამო დამიჭერდნენ, ისიც ბუშის ქუჩაზე.  ასეთი ფრაზით შეიძლება დაიწყოს ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობა ამერიკელმა მწერალმა. მაგრამ როცა ამ ფრაზით ქართველი პოეტი იწყებს სტატიას, რომელშიც რეალურ ფაქტებზე საუბრობს, გვიჩნდება კითხვები, რომლებიც ამავე დროს შეიძლება პასუხებიც იყოს.

გუშინ, 14 აგვისტოს  მე, შოთა გაგარინი და ირაკლი კაკაბაძე პატრულისთვის ბოროტი დაუმორჩილებლობის გამო დაგვაკავეს. რეალური მიზეზი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ ბუშის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას და მისთვის ამერიკელი პოეტის უოლტ უიტმენის სახელის დარქმევას მოვითხოვდით. 

ვიდექით ეგრეთ წოდებულ "უსაფრთხოების კუნძულზე" და უიტმენის, გინზბერგის, ეშბერის, ასევე საკუთარ ლექსებს ვკითხულობდით. "О Captain! my Captain!" გზის სავალი ნაწილი თავისუფალი იყო. "О Captain! my Captain!" ვკითხულობდით პოლიფონიურად, ერთმანეთის წარმოთქმული ფრაზები ერთმანეთს ერეოდა "О Captain! my Captain!"  და განსხვავებულ ლექსებს წარმოქმნიდა. ამას ემატებოდა მანქანების ხმაური. "О Captain! my Captain!"  ეს ქუჩის მონათვლის, განწმენდის უვნებელი რიტუალი გახლდათ. "О Captain! my Captain!"  ჩვენ უიტმენის ამერიკა გვინდა და არ გვინდა იდიოტი ბუშის ამერიკა, - იყო მთავარი მესიჯი.

რამდენიმე წამში უსაფრთხოების კუნძულზე საპატრულო მანქანა გაჩერდა. პოლიციელები მანქანებიდან გადმოვდნენ და დაბნეულები შემოგვყურებდნენ და როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, დღეს სასამართლო პროცესზე აღნიშნა, ჩვენ თურმე ისე ვიყავით დაექსტაზებულები კითხვით, დაექსტაზებულნი ახალი ქუჩის გაჩენით, რომ მათი მოსვლა ვერც შევამჩნიეთ. პოლიფონიური კითხვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. კიდევ ორი თუ სამი საპატრულო მანქანის მოსვლის შემდეგ ჩვენ გვთხოვეს დაგვეტოვებინა უსაფრთხოების კუნძული. რამდენიმე წამში უკვე ქუჩის მიღმა ვიყავით.

ჩვენი დაკავება ბარდიურზე მოხდა, როცა ჟურნალისტები არკვევდნენ რა მოეხერხებინათ ინტერვიუს ნაცვლად ირაკლის მიერ შეთავაზებული სიმღერისთვის. ამ დროს ჩვენ მოგვიახლოვდნენ ბატონი პოლიციელები და თავაზიანად გვთხოვეს მათ გავყოლოდით. ჯერ ირაკლი, შემდეგ კი მე და შოთა გაგარინი თვინიერად ჩავსხედით მათ მანქანებში, დავიძარით და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში აღვმოჩნდით.

ჟურნალისტებს რომ მივბაძო, როგორც ჩემი მეგობარი შოთა გაგარინი აცხადებს: პოლიციისთვის ბოროტი წინააღმდეგობის გაწევა. ეს იყო ჩვენი მუხლი. სამივეს საქმე გააერთიანეს. დაპატიმრებისას უფლებები არ განუმარტავთ. ოქმში ჩაწერეს, რომ უარი ვთქვით ადვოკატზე, რაც სრული სიცრუეა. დაკავებულებს კარგად გვეპყრობოდნენ. გასაჩივრებას ვაპირებ. ფირზე (ჟურნალისტების და კავკასიური სახლის ოპერატორის) ასახულია, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ გაგვიწევია.

მართლაც არსებობს ამის დამადასტურებელი ვიდეო ჩანაწერები, მოწმეების ჩვენება. აბსურდია ბრალდება, რომ ბილბორდის შეღებვისას გზის სავალი ნაწილი გადაიკეტა ან ჩვენ ბოროტად არ დავემორჩილეთ კანონის დამცველებს. რადგან ბუშის გამოსახულებიან ბანერზე გრაფიტის დატანას ბატონი პოლიციელები საერთოდ არ დასწრებიან.  ქუჩაზე მანქანათა მოძრაობის ინტენსივობა კი საშუალებას იძლევა მათთვის ყოველგვარი შეფერხების გარეშე დაწერო ახალი ქუჩის სახელი. ერთადერთი ბრალდება რაც ჩვენთვის შეიძლებოდა წაეყენებინათ სწორედ ბუშის სურათის გრაფიტით შემკობასთან (რაც არ მტკიცდებოდა) და ბილბორდის დაზიანებასთან კავშირი გახლდათ, ბანერისა, რომლის ფასიც სავარაუდოდ 100 ლარზე მეტი არ ღირს. თუმცა ეს არ მომხდარა.  

რამდენიმე საათის განმავლობაში, თანამშრომლები ადმინისტრაციული დაკავების ოქმს ავსებდნენ, გვათვალიერებდნენ,  შემდეგ კი ხელბორკილები დაგვადეს და იმ შემინული და ოვალ=მოვალური შენობის ეზოდან პირდაპირ "კაპეზეში" (ქალაქის სამართველოში) გადაგვიყვანეს, სადაც გავატარეთ კიდეც ღამე, მეათე საკანში, ფუკოს "ციხის დაბადებას", სოციალიზმსა და ჩვენს შეუცვლელ უოლტ უიტმენზე საუბარში.

დილას კი სასამართლო გველოდა, საიდანაც 400-400 ლარიანი ჯარიმით გაგვათავისუფლეს. პროცესი ახალი სტატიის თემაა, თავისი ოქმში შეტანილი ალენ გინზბერგის ფრაზებითა (America when will we end the human war? Go fuck yourself with your atom bomb) და ადვოკატების, პატრულის თუ ჩვენს მიერ წარმოთქმული სიტყვებით. თუმცა ამაზე აღარ გავჩერდები. უბრალოდ მინდა ავღნიშნო, რომ ბრალდება ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული და ჩვენი მხრიდან არანაირ კანონის დარღვევას ადგილი არ ქონია.

წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკაში მიხეილ სააკაშვილის ან რომელიმე ქართველი პოლიტიკოსის სახელობის ქუჩა გახსნან.  გამორიცხულია, მაგრამ მაინც წარმოვიდგინოთ. ერთი წლის შემდეგ კი გამოვიდეს სამი ამერიკელი პოეტი და მოითხოვოს, რომ მიხეილ სააკაშვილის ქუჩას სახელი გადაერქვას და ვაჟა ფშაველას სახელი ეწოდოს. ნუთუ მათაც დააკავებენ? ან ჩვენ როგორ განვეწყობით მათდამი?

კომენტარი

სათაური:
Toresa Mossy
ვისგან:
შიგთავსი:
ერთი რაღაც მინდა დავუზუსტო იმათ, ვინც ამბობს რომ ეს პოეტები ხულიგნობის გამო დაიჭირეს. მუხლი გარკვევითაა მითითებული და წერია "დაუმორჩილებლობა". მეგობრებო იურისტი ვარ და მინდა გითხრათ რომ სიტუაციის მთელი აბსურდულობა სწორედ იმაში მდგომარეობს რომ ჩვენი მართლმსაჯულება აბსოლუტურად არაადექვატურია. პატრულ–ინსპექტორებმა კანონის იმდენივე იციან, რამდენიც მემწვანილეებმა, მაგრამ კიდევ უარესია რომ მოსამართლეს ფართოდ აქვს თვალები დახუჭული და პატრულ–ინსპექტორების რბილად რომ ვთქვათ უცოდინრობას არ იმჩნევს. მოკლედ, ერთი დიდი მარაზმია სამართლებრივი თვალსაზრისით. ასე რომ ეს პოეტები დაიჭირეს არა ხულიგნობისთვის, არამედ მათთვის გაუგებარი ლექსების კითხვისთვის და რადგან სამართლებრივი საფუძველი ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში ვერ მოძებნეს მარადიულ გამოსავალს მიმართეს და გამოიყენეს "დაუმორჩილებლობა". უფრო ვრცლად საკითხის სამართლებრივ მხარეზე შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება შემდეგ მისამართზე: http://www.ombudsman.ge/index.php?page=1001&lang=0&id=1306 რაც შეეხება იმას, რატომ ამერიკელი პოეტი და არა ქართველი. წესით ამას არ უნდა ჭირდებოდეს განმარტება, მაგრამ მაინც გეტყვით რომ ხელოვნებას არ აქვს საზღვრები ეს ერთი. მეორე – თუ ჩვენ ხელისუფლებას სურდა ქუჩისთვის ამერიკელის სახელის დარქმევით გამოეხატა ის რომ იგივე იდეალებს ატარებს, რასაც ამერიკა, მაშინ უფრო ლოგიკური იყო დაერქმია უიტმენის და არა ჯორჯ ბუშის. არსებითი განსხვავება სწორედ ესაა, პოეტი ვერ იქნება ქსენოფობი და შოვინისტი. პოეტისთვის მთავარი ჭეშმარიტებაა და არ აქვს მნიშვნელობა ამ ჭეშმარიტებას რა ეროვნების ადამიანი ღაღადებს. მე მოვითხოვ რომ რომელიმე ქუჩას დაარქვან ჯონ ლენონის, მიკ ჯაგერის, ჯიმი ჰენდრიქსის, მაილზ დევისის, ლუი არმსტრონგის ქუჩა, დიახ ეს ქუჩები უნდა არსებობდეს რადგან ჩვენზე გავლენას არ ახდენს მხოლოდ საკუთარი კულტურა, ჩვენი იდეალების გამოძახილებს სხვაგანაც ვხედავთ და ამის დანახვა და დაფასება ყველას უნდა შეგვეძლოს. დიახ მე ვიამაყებ თუ რევაზ ლაღიძის ქუჩასთან ერთად იარსებებს ნებისმიერი იმ არაქართველი მუსიკოსის ქუჩა, რომლის მუსიკამაც მე უამრავი რამ მასწავლა. არ უნდა იყოს ასეთი მარტივი რაღაცები საკამათო და სირცხვილია როცა ასეთ პოეტებს ლანძღავთ. სწორედ ასეთი პოეტები გვჭირდება, რაც შეიძლება მეტი, რადგან ყველაზე დიდი პოეზია სიზუსტეა, ის სიზუსტე რომელიც ამ ადამიანებმა ამ აქციით გამოავლინეს. მათ დაინახეს ის, რაც აუცილებლად დაინახეს და ამაზე რეაქცია ჰქონდათ და ამის დაფასება უნდა შეგეძლოთ.
სათაური:
Daviti
ვისგან:
შიგთავსი:
15 სექტემბრიდან პირდაპირი რეისებს შეასრულებს პოლონეთის ავიახაზები თბილისიდან ვარშავის მიმართულებით კვირაში სამჯერ . ბილეთი ფასი ორივე მიმართულებით 300ლარი დამატებითი ინფორმაციები იხილეთ ავიაკოპანიის ვებგვერდზე
სათაური:
Pat
ვისგან:
შიგთავსი:
არსებობს უფრო დახვეწილი გზები სიმართლის გამოსატანად, რომელსაც "დემოკრატები" არ იყენებენ ან ვერ იყენებენ. -საინტერესოა რა არის ეს მეტოდი რომელიც პოეზიაზე უფრო დახვეწილია?
სათაური:
კობა
ვისგან:
შიგთავსი:
ამათ პატრონს უბედურს! ყველას ბოჰემური წამებულობის სამოსელი სურს მოისხას და ამ დროს არიან აბსოლუტური სირები! ეს დეგენერატი კაკაბაძე პირადად მაინც არ ვიცოდე რა სირია!
სათაური:
GijMaji
ვისგან:
შიგთავსი:
@პაატა, რა მეტყველებს საინტერესოა რას გულისხმობ... ადრეც ავღნიშნე დასავლეთში და ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი ქმედება ხულიგნობად აღიქმევა როგორც არ უნდა "გამართლებული" იყოს თავისი საბოლოო არსით. არსებობს უფრო დახვეწილი გზები სიმართლის გამოსატანად, რომელსაც "დემოკრატები" არ იყენებენ ან ვერ იყენებენ.
სათაური:
პაატა
ვისგან:
შიგთავსი:
მაგარია ბიჭებო. ეს ამბავი ადასტურებს ჩემს ეჭვს, რომ ეს რეჟიმი ჩვეულებრივ სამოქალაქო აქტივობაზე, რაც თავისივე დაგეგმილი არაა (ნოემბრის ოპოზიციური აქციების მსგავსად)ვერ რეაგირებს, ან რეაგირებს "იდიოტურად" (ამ სიტყვის ძველი ბერძნული გაგებით:)) . ამაზე ბატონი "გიჯმაჟის" კომენტარიც მეტყველებს:))))
სათაური:
Tyler Durden
ვისგან:
შიგთავსი:
Alex, how does it work for you?
სათაური:
tornike
ვისგან:
შიგთავსი:
kirgizeti,ukraina , sakartvelo rogori tanmimdevrobitac daickes peradi" "revoluciebi" igive tanmimdevrobit meore etapze gadadian,gasakidi gaikida casartmevi cagvartves,dasacheri daichires dasaxoci daxoces,exla iset dgeshi chagdebas gvipireben rom es kvelaperi sanatreli gagvixadon. echvic ar mepareba rom amat ukan isev tavisuplebis instituti dgas da zustad ician ras aketeben da ramdeni saatit daicheren.an amistvis ras daimsaxureben sorosi papasgan.
სათაური:
soso
ვისგან:
შიგთავსი:
video chanaceris dackebisas es axalgazrdebi imedismomcemebi momechvennen da velodebodi rom bushis galamazebis shemdeg sul cota Niko Gomelaurs daacerdnen, an igive mwerlebi da poetebi cota gvyavs da ragac ar mgonia ar imsaxurebdnen tundac 2 jer mati saxelebis darkmevas kuchebistvis. magram Walt Whitman io, kitxva makvs RATOOOOOOOOOOOOOOM????????? tu ukan gamovudzverit ratomga vudzrebit xelaxla?????? da ragac ar mjerasavit rom es bichebi revolucioneri solistebi arian da 'vigacis' 'ragacas' ar asruleben, torem rogorc xdeba kanonis agsruleba sakartveloshi mshvenivrad vicit yvelam.
სათაური:
ანა
ვისგან:
შიგთავსი:
გაგრძელებაც აუცილებლად დაწერეთ, სიამოვნებით წავიკითხავ მეც და კიდევ ბევრი სხვაც. ესეც მშვენიერი ჩანაწერია, მადლობა თქვენ და უიტმენს.
სათაური:
GijMaji
ვისგან:
შიგთავსი:
"უოლტ უიტმენის" გამო კი არ დაგიჭირეს არამედ ხულიგნობის გამო. მადლობა თქვით რომ ჯარიმით გადარჩით
სათაური:
alex
ვისგან:
შიგთავსი:
გვარი არასწორად არის მითითებული: ალექსი ჩიღვინაძე
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

სტიქიიდან ფეხბურთამდე

რამდენად მიზანშეწონილია იმ ქვეყნის პირველი პირისგან, რომელმაც წინა ღამეს ხუთი ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვით დასრულებული ბუნებრივი სტიქია გადაიტანა, სლოვენიაში ფეხბურთის მატჩის საყურებლად გაფრენა?


ელ-მთავრობის შესახებ

“მე პატარა რობოტი ვარ,კავკასიის მთების შვილიდა განცხრომით სხვაგან ყოფნასმირჩევნია აქ ERROR ERROR”

წინა | შემდეგი
2012-05-18

"იდენტობა" მიმართავს მერაბიშვილს გამოიძიოს გუშინდელი ფაქტი

"იდენტობა" შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს საჩივრით მიმართავს.

2012-05-18

ამურის ისარი თუ გზის მანიშნებელი ჯოჯოხეთში?

“მშვენიერი ამინდია. ცა - უკიდეგანო. მე მყავს ორი მეგობარი, რომლებიც შეყვარებულნი არიან ჩემზე და ჩვენ სხვა საქმე არ გვაქვს, გარდა იმისა რომ ერთმანეთი გვიყვარდეს.”  

2012-05-18

კოალიცია ”ევროპული საქართველოსთვის” გმობს LGBT აქტივისტების დარბევას

კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის" წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები გამოთქვამენ უკიდურეს აღშფოთებას 17 მაისს, თბილისში, რელიგიური ექსტრემისტების მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისა და ძალადობის გამო. აღნიშნული განცხადება კოალიცია სოციალური ქსელით გაავრცელა.

წინა | შემდეგი