საზოგადოება
2010-03-25

ახალი მართლმადიდებლური მოძრაობა

 

სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა ქრისტესმიერი ერთობით და კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის სურვილით– ეს სწორედ ის ახალი ორგანიზაციაა, რომლის პრეცენტაცია ორგანიზაციის წევრებმა დღეს "ქორთიარდ მარიოტში" მოაწყვეს. ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილი ამბობს, რომ ყველა იმ პირს დასჯიან, ვიც ილია II -ს და ილია ჭავჭავაძეს ლანძღავს.

 

ახალ ორგანიზაციას  დამფუძნებელთა თქმით უკვე 5 ათასამდე წევრი ჰყავს.

სლოგანით "დექით მტკიცედ და შეურყევლად" – ორგანიზაცია საზოგადოებისთვის ცნობილ რამდენიმე ადამიანს  აერთიანებს. მათ შორის არიან ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი, მსახიობები ზურაბ ქაფიანიძე, დიმა ჯაიანი, სოსო ჯაჭვლიანი, პოლიტიკოსი მამუკა გიორგაძე. ასევე რამდენიმე ჟურნალისტი, „ახალი თაობიდან“ ,სტუდია „ობიექტივიდან“ და „სვაბოდნაია გრუზიიდან“. ორგანიზაციის წევრია  მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრი ლევან ჩაჩუაც. თუმცა მის გარდა, შეხვედრას ამ კავშირის თანათავჯდომარე ავთანდილ უნგიაძე და მისი რამდენიმე თანამოაზრეც ესწრებოდნენ.

ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ გულაშვილია, მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ პრეზიდენტი და აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ შექმნილი რუსეთ–საქართველოს საზოგადოების წევრი.

 "მართლმადიდებლობა ამ ორგანიზაციის მთავარი შემკვრელი და მამოძრავებელი ძალაა" – აცხადებენ  ორგანიზაციის წევრები – „ქრისტესმიერი ერთობით ვიწყებთ დიდ ქართულ საქმეს.“  ამ განცხადებას  კი წინ უძღვოდა საუბარი მონარქიის აღდგენაზე.

„კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრება ყველა მართლმადიდებელის შინაგანი სურვილია“.

მალხაზ გულაშვილის თქმით ორგანიზაციის, რომელიც მისი თქმით არ არის პოლიტიკური, მიზანია მოლაპარაკებების გამართვა  კავკასიელ ხალხთან და დიალოგი რუსეთთან.

მართლმადიდებლური სულისკვეთების განმტკიცება, „კონკორდატის“ რეალური ამოქმედება, ეროვნულ უმცირესობებში მამულიშვილური სულისკვეთების აღზევება, აღზრდა –განათლებაში მართლმადიდებლობის წინა პლანზე წამოწევა და პატრიოტ–მართლმადიდებელთა კონსოლიდაცია – ესაა ახლადშქმნილი ორგანიზაციის მიზნები.

დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ორგანიზაცია „პოლიტიკური ბატალიებით დაღლილ–დაქანცული ქართველების გამორკვევას „შეეცდება".

ამ პროცესში ჩართვას აპირებენ მამუკა გიორგაძე, „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე, ლელიკო ჯაფარიძე, მომღერალი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის პარტიასთან არის დაკავშირებული, და რომელიც წლების მანძილზე მოსკოვში ცხოვრობდა, ამავე პარტიის ყოფილი წევრი ეკა ბესელია, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, თუმცა არა წევრის სტატუსით. მიუხედავად ამისა, მან ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ აქტიურად აპირებს ახალ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას.

„მოქალაქის და მრევლის წევრის ერთ ადამიანში ჩამოყალიბების სურვილი არის ძალიან დიდი და მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთმა ადამიანებმა უნდა მართონ საზოგადოებრივი ცხოვრება“, – ამბობს მამუკა გიორგაძე.

მალხაზ გულიაშვილმა ორგანიზაციის შექმნის მოტივის გარდა, იმაზეც ისაუბრა, რომ საპატრიარქოსა და კერძოდ ილია მეორესთან „სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობას“
კავშირი არ აქვს. „მრევლის დაცვისთვის“ შექმნილი ორგანიზაციის მიზანი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან გრანტების მოზიდვა არ არის. თუმცა ამავე კავშირის წევრი, მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე, პირდაპირ მოუწოდებდა საზოგადოებას „ფულიანი ხალხის“ მათკენ გამოხედებას:  „მე გავანთავისუფლებ საქართველოს ამ ჭირისგან ერთ თვეში, მოახედეთ ფულიანი ხალხი ჩვენკენ“ .

თუმცა სანამ ფულიანი ხალხი ორგანიზაციის შესაძლებლობებს შეაფასებდეს, ნანა დევდარიანი, როგორც ყოფილი სახალხო დამცველი, ადამიანების უფლებებზეც საუბრობს. ამჯერად კი ის როგორც მართლმადიდებლების უფლებების დამცველია. მისი თქმით, ომბუდსმენად მუშაობის მანძილზე, „ხშირად მიხდებოდა სხვადასხვა რელიგიური უმცირესობების დაცვა, ვიღაცები ფიქრობენ, რომ მართლმადიდებლობა არის უმრავლესობა და ამიტომ მას დაცვა არ სჭირდება.“

შეხვედრაზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებიც ისმოდა. მაგალითად იგივე ნანა დევდარიანმა განაცხადა, რომ „არც ერთი ჩვენგანი ძალით ვიღაცის მოჭკვიანებას არ აპირებს“, ხოლო ქაფიანიძის განცხადებაზე, რომ „რა უნდა აუხსნა ადამიანს, რომელიც ილია მეორეს და ილია ჭავჭავაძეს ლანძავს“, მალხაზ გულაშვილმა ასე უპასუხა:

„ჩვენ არ ავუხსნით, დავსჯით მას, ვინც ასე მოიქცევა.“

 

კომენტარი

სათაური:
tornike
ვისგან:
შიგთავსი:
chemi azrit cota adre unda sheqmnilixo eseti mozraoba, saqartvelos dzzalian uchirs aqet somxebi avtomonias itxoven iqit apxazebi qveyanad acxadeben miwebs yvelaperi chveni bralia apxazetshi sanam chveni konstitucia moqmedebda qartvelebi main c rustulad laparakobdnen abaxebs sul ar evalebodat qartulad laparaki rac met datmobaze wavedit mitavze wagvajda yvela xo da sanam gviani ar aris droa ukve rom tavis dacva daviwyot imistvis rom ar gameordes rac apxasetshi moxda rac samachabloshi moxda da rac sheidzleba sacmxe javaxetshi moxdes ase rom me mivesalmebi am partitias tu politikias ar gaekarebian
სათაური:
Max
ვისგან:
შიგთავსი:
მაგარ დღეში ვართ.. მართლმადიდებლობა რელიგიური უმცირესობაა???? სიტყვის , აღმსარებლობის თავისუფლება სადაა?? გირჩევნიათ კონსტიტუციას გადახედოთ ტყუილად ნუ იქადნებით. ისედაც გასაცოდავებულ ქვეყანას ისღა აკლია რო ეხლა უმცირესობებს დაუწყოთ დევნა. მერე მონარქიას შექმნით ხო? წინ ტოტალიტარიზმისკენ! არ ვიცი ამას თქვენი კავშირიდან ვინმე წაიკითხავს თუ არა, მაგრამ გაითვალისწინეთ, საკმარისია თუნდაც 1 უმნიშვნელო შემთხვევა თქვენი მხრიდან – დასჯა თუ რაც ქვია, რომ სანანებელი გაგიხდებათ ყველაფერი.
სათაური:
giorgi
ვისგან:
შიგთავსი:
vai amat patrons...
სათაური:
lee..
ვისგან:
შიგთავსი:
eseni imdens aketeben rom martla sheazuleben adamianebs _ martlmadideblobas. ra ambavia amdeni cru gangashi da farisevluri ratrati... politikosobas umiznebs cxadze, cxadia...aq xom modashia religiaze saubrit qulebis migeba
სათაური:
eka
ვისგან:
შიგთავსი:
არ არის მართმადიდებლური საქციელი ვინმეს დასჯისკენ მოწოდება!
სათაური:
dato
ვისგან:
შიგთავსი:
chemo salome problema am organizaciis gancxadebul sloganebshi araa da imitom!
სათაური:
სალომე
ვისგან:
შიგთავსი:
ერთია, რომ ჩვენდა სამარცხვინოდ, ლამისაა ჩვეული გაგვიხდა მსგავსი გაერთიანებები. დასახელებული ადამიანების ერთად ყოფნაც თავისთავად საგულისხმო და მრავლისმთქმელია, ნამდვილად, თუმცა გასაკვირი ვერაა.. მაგრამ სხვა რამ მაინტერესებს: როდესაც ორგანიზაციის პრეზენტაციაზე აგრესიული სამომავლო გეგმები ღიად მჟღავნდება, რატომ არაა ეს საფუძველი ამ ორგანიზაციის გაუქმების და აკრძალვის?
სათაური:
dato
ვისგან:
შიგთავსი:
ar dagverxa, kargia, dalagdeba nel nela es kvelaferi, shenc mogarchenen, shenc da mec... pasuxismgeblobaze da saxelmcifos shenebaze rogorc koveltvis momavali taobebi ifiqreben... chven dges suli unda gadavarchinot, suli romelic gvinit gvaqvs mtvrali... tvitsikvarulit da gvinit, romelic imdenad gavakalbet chven gvtis kurtxeulebma rom ertmaneti davcamlet... sad ikvnen sxvebi roca chven tavisuflebistvis bichebs vxvretdit, sad ikvnen sxvebi roca chven damxvrett shvelas vtxovdit, sad ikvnen sxvebi roca chven revoluciurad vibrdzodit monobistvis... sad ikvnen sxvebi roca chven ise cavikuzet rom imasac ki visac kargad jimaobis traki ar qonda vascavlet es... sad ikvnen sxvebi roca chven imas vimeorebdit rac sxvebma daceres chvenze adre da amas unikalurs da msoflios nagebs vedzaxdit... sad ikvnen sxvebi roca chven ertmanets larebs vutvlidit da tan cashi vikurebodit da pirjvars vicerdit... sad ikvnen... trakshi... da chven gadavrchebit, shenc mogarchenen, shenc da mec...
სათაური:
თინა
ვისგან:
შიგთავსი:
ვაი, ვაი. ისე რა ვქნათ, თავი როგორ გადავირჩინოთ? მეშინია კამიკაძედ არ ვიქცე
სათაური:
just_for_today
ვისგან:
შიგთავსი:
მოვამზადებ სამოქალაქო თავდაცვაში. moigerie_mrevli@gmail.com
სათაური:
თბილისელი
ვისგან:
შიგთავსი:
ახია ჩვენზე, ასეთ ნაგავს ზედაპირზე ტივტივის ნებას რომ ვაძლევთ.
სათაური:
janus
ვისგან:
შიგთავსი:
კარგა ხანია დანძრეული გვსქვს, ამ ჩემისებს ვინ მისცა დასჯის უფლება? ვინ ჩემი *ები არიან
სათაური:
Katiee
ვისგან:
შიგთავსი:
ვაი, ნანა! :/
სათაური:
ნან
ვისგან:
შიგთავსი:
რაო? როგორ დასჯიან ნეტა, ან ლანძღვად რას ჩათვლიან? ნიკო@ დაგვერხა რომელია! :(((((((
სათაური:
ნიკო
ვისგან:
შიგთავსი:
აი, სად დაგვერხა! :(((
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ინტეგრირებული გამოცდა მასწავლებლებისთვის

არიან თუ არა არათანაბარ პირობებში მასწავლებლები, რომლებიც ინგლისურ ენასა და კომპიუტერში ინტეგრირებულ გამოცდას აბარებენ.

2012-05-14 | ეკოლოგია 

როგორ უნდა აერიდებინა თბილისს სტიქია

თბილისში ჰიდროგეოლოგიურ პროცესებზე მონიტორინგის სამსახურის არსებობის შემთხვევაში, სტიქიისა და, შესაბამისად, ხუთი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

2012-05-08

ACT: "გამოკითხულთა 49%-ის აზრით, ქალთა დისკრიმინაცია იშვიათია"

გამოკითხულთა 15 % მიიჩნევს, რომ ქალთა დისკრიმინაცია საქართველოში საერთოდ არ ხდება; 21 % ფიქრობს, რომ  ხშირად ხდება და 15 %-ს პასუხის გაცემა უჭირს.

წინა | შემდეგი