კულტურა

ბრიტანეთის საბჭოს ბუქ-ქეისში მონაწილეობას ქართული გამომცემლობა მიიღებს

ბრიტანეთის საბჭოს ბუქ-ქეისი , რომელიც ედინბურგის საერთაშორისო წიგნის ფესტივალთან თანამშრომლობით იმართება, წელს, 19-23 აგვისტოს, ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებს თინა მამულაშვილი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობიდან.

ბრიტანეთის საბჭოს საქართველოს ოფისის ცნობით, მათ ლონდონის ოფისს საქართველოდან რამოდენიმე მწერლის, მთარგმნელის და გამომცემლობის   შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელთაგანაც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა შეირჩა.

ბრიტანეთის საბჭოს ბუქ-ქეისი, რომელიც ედინბურგში ტარდება,  35 ქვეყნის 55 წარმომადგენელს უმასპინძლებს და მისი მიზანი   საერთაშორისო საზოგადოებისთვის  თანამედროვე ბრიტანული ლიტერატურის გაცნობაა.

თინა მამულაშვილი და სხვა სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ ედინბურგის საერთაშორისო წიგნის ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ სპეციალურ ღონისძიებათა პროგრამაში.

 ბრიტანეთის საბჭოს ბუქ-ქეისის დელეგატები, რომელთა შორის არიან ლიტერატურული ფესტივალების დირექტორები, ადმინისტრატორები, ჟურნალისტები, გამომცემლები და მთარგმნელები, ოთხი დღის განმავლობაში შეხვდებიან ნოველისტებს, პოეტებს, ჟურნალისტებს და კრიტიკოსებს. დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებში, საუბრებში, დებატებსა და ნაწარმოებების კითხვის სეანსებში. დელეგატები გაეცნობიან ახალ ლიტერატურას და  დაესწრებიან დაჯილდოების ცერემონიალებს.

ბრიტანეთის საბჭო დიდი ბრიტანეთის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა განათლების და კულტურული ურთიერთობების განვითარების სფეროებში.

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ბასა ჯანიკაშვილის ახალი რომანი

პაციფისტის ”ომობანა”

ომი,როგორც აბსურდი და იდიოტიზმი, ომი,როგორც ცხოვრების ფონი და ომი,რომელსაც ”ომობანა” მწერალმა ბასა ჯანიკაშვილმა დაარქვა.


თამთა მელაშვილი, “გათვლა”, გამომცემლობა “დიოგენე”, 2010

მეგობრებისთვის სათხოვებელი წიგნი

როგორია, იყო 13 წლის, ან იყო ქალი და ცხოვრობდე კონფლიქტის ზონაში? იქ, სადაც მამაკაცი, როგორც ასეთი, არ ფიგურირებს, იქ, სადაც ყოველ წამს ელოდები რაღაც ძალიან ცუდს, იქ, სადაც პანიკური შიშია ყოველი მომდევნო წუთის და არ იცი, როგორ გადარჩე - ესაა თამთა მელაშვილის წიგნი ,,გათვლა''.


პენ მარათონი 2010–ის გამარჯვებულები

ლიტერატურული კონკურსის, პენ მარათონი 2010–ის დაჯილდოვების ცერემონიალი დღეს შედგა. 27 კონკურსანტიდან სამი საპრიზო ადგილის მფლობელის ვინაობა უკვე ცნობილია. ასევე ცნობილია ათი ადამიანი, რომლის მოთხრობებიც შევიდა გამომცემლობა დიოგენეს მიერ გამოცემულ მოთხრობათა კრებულში.

წინა | შემდეგი
2012-05-16

ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა 21 მაისს გაიხსნება

21 მაისს, 19:00 სთ–ზე "თიბისი გალერეაში" ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

2012-05-08

პუტინის და სააკაშვილის არჩევანი

ზურაბ წერეთელი რამდენიმე დღის წინ, პირადად ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნდა.

წინა | შემდეგი