ახალი ამბები
2010-08-09

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს ბათუმში განიხილავენ

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საყოველთაო–სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისია ბათუმში საზოგადოების წარომადგენლებს ხვდება. შეხვედრა სამეცნიერო და აკადემიურ პერსონალთან შედგება. კომისიის წევრები საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტზე შენიშვნებსა და წინადადებებს მოისმენენ.

შეხვედრას განხილვების კომისიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უხემლძღვანელებს.

საყოველთაო-სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, შეხვედრის მიზანი ძირითადი დებულებების პრეზენტაცია, მიწოდება, ახსნა-განმარტებაა, თუ რას მოიცავს ახალი რედაქცია… მაგრამ მთავარი მიზანი მაინც სხვა არის - გავიგოთ შეხვედრაში მონაწილეთა მოსაზრებები.”

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის საყოველთაო განხილვები მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება, სექტემბრის თვეში კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს.

2012-05-18

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პატიმარი გააუპატიურეს

დღეს, 18 მაისს, ორგანიზცია ”სოლიდარობა უკანონო პატიმრების” წევრებმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ქსნის №15 დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრის წერილი მიღეს, სადაც ის წერს, რომ ის ციხის თანამშრომლებმა ცემეს და შემდეგ რეზინის ხელკეტით გააუპატიურეს.

2012-05-18

შატბერაშვილი: "საქართველოს რკინიგზის" დაპატრონება სააკაშვილის ბიძას სურს

შატბერაშვილი პროგნოზირებს, რომ "საქართველოს რკინიგზას" თემურ ალასანაიას დახმარებით ხელში რუსეთი ჩაიგდებს.

2012-05-18

შსს: სოსო მანჯავიძე გუშინდელი ჩხუბის გამო დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის ცნობით, წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი, სოსო მანჯავიძე, გუშინ, 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია–მსვლელობის მონაწილეებან ჩხუბის გამო დააკავეს და დააჯარიმეს.

წინა | შემდეგი