პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ სხვა საკითხია, რამდენად იყო გამართლებული პატარა ჯგუფის მიერ აქციის გამართვა იქ, სადაც მიმდინარეობდა ცერემონიალი ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების, უმცირესობის წევრი დავით ბაქრაძე არ ეთანხმება.
შს ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილსა და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომლებიც ამჟამად ქუთაისის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან, პროკურატურამ ოფიციალურად ბრალი წაუყენა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ სანდრო გირგვლიანისა და 26 მაისის საქმეებზე პროკურატურა ვანო მერაბიშვილისთვის ბრალის წასაყენებლად მზად არ არის.
ადვოკატ გოგიტა გაბაიძის ინფორმაციით, სამართალდამცველბმა ნაციონლაური მოძრაობის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის ბინიდან ჩხრეკის შედეგად თანხა ამოიღეს.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად მიიღონ ადეკვატური ზომები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს ყველა მოქალაქის უსაფრთხოება და არ მოხდეს განსხვავებული აზრის გამო ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დისკრიმინაციული ნიშნით ხელყოფა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ თუ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის, იგი გიორგი მარგველაშვილს რეალურ კონკურენციას ვერ გაუწევს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს თბილისში გაიმართება მიღება, რომელზეც მთავრობის წევრებთან ერთად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც მიიწვევენ. ამის შესახებ განცხადება პრემიერმა დღეს, 21 მაისს გააკეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ავრცელებს ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავების თაობაზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ ფიქრობს, რომ 17 მაისის კონტრაქციით საპატრიარქო მის ხელისუფლებას დაუპირისპირდა, მაშინ, როცა რამდენიმე დღით ადრე პრემიერმა განცხადება გააკეთა სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით.