ბორჯომისა და აბასთუმნის ტყეებში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების მედლებით დააჯილდოვა.
სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის და თავდადებული მამაცობისათვის ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის უფროსი ნოდარ კაკაბაძე, ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის ტყის მცველი გიორგი გოგალაძე და სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამმართველოს უფროსი ალექსანდრე თუმასიანი ღირსების მედლებით დაჯილდოვდნენ.
სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილმა ღირსების მედლები ბორჯომის მკვიდრებს, მოხალისეებს - დიმიტრი ხაჩიძეს, მიხეილ გოგალაძესა და გოჩა სტეფნაძეს გადასცა.
![]() |
![]() |
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე |
კომენტარი