საზოგადოება

”კავკასიური სახლი” ხელმოწერებს აგროვებს

„კავკასიური სახლის“ წარმომადგენლობასთან ერთად მოქალაქეები შენობისთვის „სმირნოვების მუზეუმის“ სტატუსის მინიჭებას აპროტესტებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს „კავკასიურ სახლში“ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ორმოცდაათამდე მოქალაქე დაესწრო. დღესვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება კულტურული ურთიერთობების ცენტრის მხარდასაჭერადაც.

საქართველოს პრეზიდენტის 14 ივლისის განკარგულების მიხედვით, ,„კავკასიური სახლის“ ბაზაზე „სმირნოვების მუზეუმი“ შეიქმნება.  „კავკასიურ სახლს“ ოფიციალური შეტყობინება ამის შესახებ არ მიუღია. მათ კითხვებს არც კულტურის სამინისიტრო პასუხობს.

„ეს შეხვედრა საზოგადოებამ მოითხოვა. ვეღარ ავუდივართ მოქალაქეების მოსვლას, ამდენ რეკვასა და კითხვებს მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან. ამ შეხვედრით შევეცადეთ განგვემარტა მათთვის, რა ხდება“, – ამბობს „კავკასიური სახლის“ დირექტორი ნაირა გელაშვილი.

ნაირა გელაშვილის თქმით, „კავკასიური სახლისთვის“ შენობის ჩამორთმევა ლოკალურ პრობლემას არ წარმოადგენს. „ეს არის მართლა საჯარო სახლი, კავკასიელთა დიალოგისა და შეხვედრების სახლი“, - განმარტავს იგი.  

„კავკასიური სახლის“ დახურვის მიზანშეუწონლობას მამუკა არეშიძეც ეხმაურება. „წლების მანძილზე „კავკასიური სახლი“ რეგიონულ პოლიტიკას სერიოზულად ეწეოდა. მე ვიცი, რომ რუსებს ამ სახლის არსებობა საქართველოში ყოველთვის სერიოზულად აშფოთებდა. ახლა კი, აშკარად, ვიღაც ძალიან ცდილობს მათ ასიამოვნოს“, – ამბობს მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში.  

ექსპერტს მიაჩნია, რომ ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ევროპულ ფონდ  „ჰორაიზონს“ შორის 1998 წელს დაიდო, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის, გეგმის განსახორციელებლად, ხელისშემშლელი პირობა არ იქნება.  .

ხელშრკრულების მიხედვით, ევროპულმა ფონდმა „ჰორაიზონმა“ შენობის რესტავრაცია იმ პირობით უზრუნველყო, რომ მასში „კავკასიური სახლი“ განთავსდებოდა. ხოლო  შენობაში სხვა ორგანიზაციის განთავსების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებულებას იღებს, ფონდს რესტავრაციაში გადახდილი თანხა დაუბრუნოს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

„ეს სამართლებრივი საქმეა. თუ სადაო გახდა ეს ყველაფერი, საკითხს ჰააგის სასამართლო განიხილავს“, – ამბობს „კავკასიური სახლის“ დირექტორი.

ნაირა გელაშვილის თქმით, საზოგადოებაში „კავკასიური სახლის“ მხარდამჭერთა დარბაზი უნდა შეიქმნას. ის აცხადებს, რომ კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ „კავკასიური სახლი“ იმავე შენობაში უნდა დარჩეს, სადაც ახლაა, ის ღონისძიებებია, რომლებსაც კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი წლების განმავლობაში ახორციელებს.

„ჩვენი პროგრამები ამ შენობასთანაა ადაპტირებული. ათი წელია უკვე, რაც ჩვენთან დევნილი და სოცილაურად დაუცველი ბავშვებისთვის  სკოლა ფუნქციონირებს, სადაც ბავშვებს სულიერი რეაბილიტაციის საშუალება ეძლევათ“, - ამბობს ნაირა გელაშვილი.

პროგრამა, რომელსაც ასევე ევროპული ფონდი „ჰორაიზონი“ ახორციელებს, დევნილ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს ნახევარწლიან საგანმანათლებლო–კულტურულ სწავლებებს სთავაზობს.

„ახლაც, დაახლოებით 25–27 ბავშვი ფშავში წავიყვანეთ დასასვნებელად. მთელი წლის განმავლობაში ეს ბავშვები სხვადასხვა პროგრამებით არიან უზრუნველყოფილნი. შენობაში არსებობს ძალიან კარგი კაფე, სადაც მათ კვებას ვზრუნველვყოფთ. დაგვყავს ექსკურსიებზე, ოპერასა და თეატრებში. გვაქვს ასევე სტუდია, სადაც ბავშვები ფილმებს იღებენ“, – ამბობს ნაირა გელაშვილი.

„ჰორაიზონმა“, რომელიც „კავკასიურ სახლში“ ამ და სხვა პროგრამებს აფინანსებს, შენობის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს რამდენჯერმე მიმართა. თუმცა, როგორც „კაკვასიურ სახლში“ აცხადებენ, – უშედეგოდ.  

კომენტარი

სათაური:
daviTi
ვისგან:
შიგთავსი:
ხელმოწერების შეგროვებას აზრი არ აქვს. ხელმოწერები ხალხის აზრის გამოხატვის ერთგვარი საშუალებაა ხალხის აზრი კი ამ ხელისუფლებას არ აინტერესებს. ხელმოწერების ნაცვლად ბრძოლაა საჭირო მშვიდობიანი პროტესტი და ხალხის მხარდაჭერა.
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

"პირდაპირ რომ მეთქვა, ბისექსუალი ვარ” ….

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” მიერ მომზადებული ჩრდილოვანი ანგარიში საქართველოში ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ქალების მრავალმხრივ პრობლემებს ეხება.


ბავშთა სახლების პრობლემები სახალხო დამცველის აპარატის კვლევაში

საჯარო სკოლებში მშობლების ზრუნვას მოკლებულ ბავშვებთან სახალხო დამცველის პრევენციული მონიტორინგის ჯგუფმა გამოავლინა ბავშვის ღირსების შემლახველი მოპყრობა, რიგ შემთხვევებში,  ფიზიკური ძალადობის ფაქტები, როგორიცაა ჯოხით, სკამის საზურგით, წკეპლით ცემა.


რისთვის იქმნება ახალი რაიონები

დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. რამდენად პასუხობს ხელისუფლების მიერ საქართველოს რეგიონებში დევნილებისთვის შექმნილი ახალი რაიონები და დასახლებები ამ მიზანს?

წინა | შემდეგი

ინტეგრირებული გამოცდა მასწავლებლებისთვის

არიან თუ არა არათანაბარ პირობებში მასწავლებლები, რომლებიც ინგლისურ ენასა და კომპიუტერში ინტეგრირებულ გამოცდას აბარებენ.

2012-05-14 | ეკოლოგია 

როგორ უნდა აერიდებინა თბილისს სტიქია

თბილისში ჰიდროგეოლოგიურ პროცესებზე მონიტორინგის სამსახურის არსებობის შემთხვევაში, სტიქიისა და, შესაბამისად, ხუთი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

2012-05-08

ACT: "გამოკითხულთა 49%-ის აზრით, ქალთა დისკრიმინაცია იშვიათია"

გამოკითხულთა 15 % მიიჩნევს, რომ ქალთა დისკრიმინაცია საქართველოში საერთოდ არ ხდება; 21 % ფიქრობს, რომ  ხშირად ხდება და 15 %-ს პასუხის გაცემა უჭირს.

წინა | შემდეგი