Topics

უპასუხისმგებლო მშობლები დაჯარიმდებიან

მშობელი, რომელიც ბოროტად თავს აარიდებს ბავშვის აღზრდაში მონაწილეობის მიღებას, დაჯარიმდება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა მასწავლებელთა, დირექტორთა და მოსწავლეთა ეთიკის კოდექსების პრეზენტაციაზე, #51–ე საჯარო სკოლაში ისაუბრა. Dimitri Shashkini mshoblebis dasjaze by netgazeti.ge-1

2010-09-06 | ეკოლოგია 

რა სარგებლობა მოაქვს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს

გარემოს დაცვა და ეკონომიკა თუ პირიქით

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შესაძლო მიერთება, გარემოს დამცველების თქმით, კიდევ უფრო შეასუსტებს გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწინებას პროექტების დამტკიცებისას.

რექტორის არჩევა თუ დანიშვნა?

2010 წლის 16 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებამ მაგისტრის ხარისხის მფლობელ ალექსანდრე კვიტაშვილს საშუალება მისცა, თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დაეკავებინა. ჯერ უცნობია, რექტორის არჩევნებზე მიიღებს თუ არა მონაწილეობას, თუმცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვიტაშვილს მთავრობის მხარდაჭერას უკვე დაჰპირდა.

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტები შეცდომაში შეიყვანა

დღეს აბიტურიენტების ნაწილმა გრანტის შედეგების შესახებ შეიტყო, რომელიც, ეროვნული ცენტრის ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება.  აბიტურიენტთა ნაწილის პირად მონაცემთა ბაზაში 100%-იანი გრანტი დაფიქსირდა. ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო დაფინანსების შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.

დემოკრატია იწყება შენით!

სამოქალაქო განათლების გაღრმავების მიზნით, საქართველოს სკოლებში ახალი პროექტი, სახელწოდებით ,,დემოკრატია იწყება შენით!“ დაიწყო. პროექტისათვის  ევროკავშირმა 1,88 მილიონი ევრო გამოყო.

NGO-ები კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვის ვადის გადატანას ითხოვენ

,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო” და ,,ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი” საქართველოს პარლამენტს სთხოვენ, რომ კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვა 2011 წლისათვის გადიატანოს.

2010-08-25 | რელიგია 

მიქაელ ბოტკოველის კომენტარი გეი აღლუმზე

მიქაელ ბოტკოველი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, გეი აღლუმის შესახებ კომენტარს აკეთებს.    

ბათუმში მართლმადიდებელი მრევლი აქციას მართავს

ამ წუთებში მართლმადიდებელი მრევლი ბათუმში იკრიბება და გეი აღლუმთან დაკავშირებით საპროტესტო მსვლელობას გეგმავს. ბათუმის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა ბასილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ისინი ბათუმში  მსვლელობას გეგმავენ, რათა მოსახლეობა მოსალოდნელი აღლუმის შესახებ გააფრთხილონ.

ჩიტაძეს და შალამბერიძეს სოლიდარობას უცხადებენ

ახალგაზრდულმა მოძრაობებმა გუშინდელი საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ პირებს – ლევან ჩიტაძესა და ალეკო შალამბერიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს. ორგანიზციების, - ,,არა”, ,,რატომ”, ,,7 ნოემბერი”, –  წევრები  ამბობენ, რომ გარემოვაჭრეებისა და დევნილების საპროტესტო აქცია საპატრულო პოლიციამ უკანაონოდ დაარბია.

გეიაღლუმი ქართულ პოლიტიკაში

ქართული მედია ბათუმში გეიაღლუმის ჩატარებაზე სისტემატურად ავრცელებს ინფორმაციას. დღემდე არ არსებობს წყარო, რომელიც დაადასტურებს ამ ინფორმაციას. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე, ფაქტობრივად, გამორიცხავს გეიაღლუმის ბათუმში ჩატარებას. ჟურნალისტ ია ანთაძის აზრით კი, ეს აჟიოტაჟი უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემის - საკონსტიტუციო რეფორმისგან ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად. ჟურნალისტის აზრით, ამ ინფორმაციის წყარო, სავარაუდოდ, ხელისუფლებაა. არაოფიციალური ცნობით კი, გეიაღლუმი ხვალ უნდა გაიმართოს ბათუმის ახალ ბულვარში.

დევნილების ახალი საცხოვრებელი პირობები

საწოლი, მაგიდა და უნიტაზი ერთ ოთახში

დევნილთა ახალი საცხოვრებელი პირობები ძველთან შედარებით მოუწესრიგებელი და არაკომფორტულია. თვალჭრელიძის ქუჩიდან საყვირის ქუჩაზე მდებარე შენობაში ჩასახლებულ დევნილებს უნიტაზები ოთახებში დახვდათ დამონტაჟებული. სოფელ ფოცხო-ეწერში აგვისტოში ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი პირობების შესახებ სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიში კი ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციისგან განსხვავებულია.

2010-08-19 | ჯანდაცვა 

საქართველოში ქალთა სიკვდილიანობის ორი მთავარი მიზეზი

JSI-ის (ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი) კვლევის თანახმად, საქართველოში 15-49 წლის ასაკის ქალების სიკვდილიანობის ორი მთავარი მიზეზი საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოა. კვლევის თანახმად, გარდაცვლილი ქალბატონების 45% ავთვისებიანი სიმსივნით იყო დაავადებული, მათ შორის ყველაზე დიდი წილი სწორედ საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოზე მოდის. სტატისტიკა JSI-ის წელიწადნახევრიანი პროექტის ,,გადარჩენა” ფარგლებში მომზადდა.

მოშიმშილე პატიმრებს სახალხო დამცველის წარმომადგენლები მოინახულებენ

მელორ ვაჩნაძესა და ვახტანგ მაისაიას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ამ დღეებში მოინახულებენ. როგორც აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო ერემაშვილი ამბობს, მათ განცხადებით მიმართეს სახალხო დამცველი ოფისს, რომ 17 აგვისტოს შიმშილობის დაწყებას აპირებდნენ.

2010-08-13 | ეკოლოგია 

ტყეები უმეთვალყუროდ

90-იანი წლების ბოლოდან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტყეებში ხანძრის პრევენციის ღონისძიებები არ ჩაუტარებია. მიზეზად ბიუჯეტის სიმცირე სახელდება.  დაფინანსების საკუთარი წყაროების მოპოვების შესაძლებლობის მისაცემად, სამინისტრომ სატყეო დეპარტმანეტი სატყეო სააგენტოდ გადააქცია.

2010-08-16 | რელიგია 

საპატრიარქო ქვეყანაში რელიგიური პატიმრების არსებობას უარყოფს

დღეს საქართველოს პატრიარქი ილია II გლდანის საპყრობილეში პატიმრებს ხვდება. საპატრიარქო უარყოფს, რომ საპყრობილეში ე.წ. "რელიგიური პატიმრები" იმყოფებიან.

ძველი და ახალი დევნილები მორიგ საპროტესტო აქციაზე

დღეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობის წინ დევნილებმა მორიგი საპროტესტო აქცია  გამართეს. სამინისტროსთან დაახლოებით 150 დევნილი შეიკრიბა. მათ შორის იყვნენ როგორც აფხაზეთიდან, ასევე სამაჩაბლოდან სხვადასხვა დროს იძულებით გადაადგილებული პირები. აქციას რუპორით ხელში კონსერვატული პარტიის წარმომადგენელი, ლაშა ჩხარტიშვილი უძღვებოდა. 

დირექტორებს აირჩევენ თუ დანიშნავენ

6 აგვისტოს თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში”,  საქართველოს განმანათლებელთა ასოციაციამ ღია საზოგადოების ინსტიტუტის –ბუდაპეშტის ადგილობრივი მმართველობის ინტიტუტის მხარდაჭერით, 2007 წლის დირექტორების არჩევნების შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია ჩაატარა.

ტუალეტების ძიებაში

თბილისის ქუჩებში 15- ის ნაცვლად ცხრა საზოგადოებრივი ტუალეტი დგას, რომლებიც  მერიის მიერ ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული შპს ”ბიოკომის” საკუთრებაა.

ხანძარი კასპში

საბურავების გადამამუშავებელ ქარხანას გუშინ, გვიან ღამით, ხანძარი გაუჩნდა. ქარხანა სოფელ მეტეხში, საცხოვრებელი უბნიდან ორას მეტრში მდებარობს.

შავ ზღვაში დამხრჩვალი მოზარდის გვამი იპოვეს

მაშველებმა შავ ზღვაში დამხრჩვალი თექვსმეტი წლის მირზა ქურციკიძის გვამი სოფელ მალთაყვასთან იპოვეს.

თვითმკვლელობის მცდელობა გალაკტიონის ხიდიდან

გუშინ, გვიან ღამით, 45 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. იგი გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან მტკვარში გადახტა.

ვის ერგება სახლი?

თბილისის სოციალურად დაუცველ ოჯახთა სიაში იმაზე მეტი ოჯახი აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდბენ. შედეგად, ოჯახები, რომლებიც ერთი თვის წინათ, საცხოვრებელის არქონის გამო, თბილისის მერიასთან ცხოვრობდნენ, აგვსიტოს ბოლომდე ისევ გაურკვეველ მდგომარეობაში რჩებიან. უახლოეს მომავალში 1300 სოციალურად დაუცველი ოჯახიდან საცხოვრებელს ათი ოჯახი მიიღებს.

მტკვარში მოზარდის გვამს ეძებენ

მტკვარში, გორის ტერიტორიაზე, დაკარგულ ახალგაზრდას მაშველები ამ დრომდე ეძებენ. 14 წლის მოზარდი დინებამ გუშინ საღამოს წაიღო. მაშველები მოზარდს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.

2010-07-29 | ჯანდაცვა 

შიდსის ვირუსის ვაქცინა

ივლისის თვის ჟურნალ “საიენსში” (Science) ახალი აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნდა, რაც იძლევა იმედს, რომ მეცნიერები შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო  ვაქცინის შექმნას შეძლებენ.

ბაზრობაზე ყავას აღარ სვამენ

ე.წ.ვაგზლის ბაზრობის მოვაჭრეები დაახლოებით ერთი თვეა ბაზრობაზე ყავას აღარ სვამენ. თბილისის მერია და ბაზრობის ადმინისტრაცია მოვაჭრეებისთვის 80– თეთრიანი ყავის შეთავაზებაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. 

2010-07-30 | ეკოლოგია 

გამოუძიებელი დაბინძურება

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე არ გაურკვევიათ, არის თუ არა მდინარე მაშავერას მძიმე ლითონებით დაბინძურების მიზეზი სააქციო საზოგადოება ”მადნეულის” საქმიანობა. გარემოს დაცვის მინისტრი მაისში ნეტგაზეთთან საუბარში ამბობდა, რომ გარემოს დაცვის ინსპექცია საწარმოს შესამოწმებლად შევიდა, თუმცა ინსპექციის უფროსმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

გაურკვეველი მომავლის მოლოდინით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ აუქციონზე გამოტანილი სპორტის აკადემიის ფიზკულტურის ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლის ყოფილი შენობა არ გაიყიდა. სამინისტროს პრესცენტრის განცხადებით, გუშინ გამართულ აუქციონზე ილია ჭავჭავაძის 49-სა და 49ა-ში დარეგისტრირებული ობიექტით, რომლის საერთო ფართობი 42 667 კვადრატული მეტრია, არავინ დაინტერესებულა. ობიექტის საწყისი ფასი 14 მილიონი დოლარია.  

2010-07-26 | ჯანდაცვა 

აბორტები, კონტრაცეფცია და სტატისტიკა

24 ათას 311 აბორტი დაფიქსირდა 2009 წელს საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით.  ქალთა რეპროდუქციის საკითხებზე ჩატარებულმა ბოლო კვლევამ კი აჩვენა, რომ ქვეყანში აბორტების რეალური ციფრი დაახლოებით  7 –ჯერ აღემატება ოფიციალურ მონაცემებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში

პოლიტიკური კრიზისის საფრთხეები

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ახალი კონსტიტუციის მოდელი შეიძლება პოლიტიკური კრიზისების მიზეზი გახდეს, აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. სადავო 81-ე მუხლზე შენიშვნები დაწერა ვენეციის კომისიამაც, რომლის რეკომენდაციაც  პროექტის საბოლოო ვარიანტში არ ასახულა.

დევნილები დახმარების მოლოდინში

ამ წუთებში კოსტავას ქუჩაზე გამომცემლობა ”სამშობლოს” წინ შეკრებილი დევნილები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებს ელოდებიან. სამინისტროდან მათთან ჯერ არავინ მისულა.

მე-14 სკოლის დირექტორი შაშკინის წინააღმდეგ

მე-14 სკოლის დირექტორის გათავისუფლების გამო პრემიერ-მინისტრის აპარატში საჩივარი შევა, აცხადებს სკოლის დირექტორის, ზვიად მიმინოშვილის ადვოკატი რევაზ რიჟამაძე.

რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს მასწავლებლების სერტიფიცირებას

სერტიფიცირების სისტემის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი სწორედ სხვადასხვა მხარის: მასწავლებლების, სკოლების მენეჯერული რგოლის, მშობლების, უმაღლესებისა და სახელმწიფოს ინტერესების თანხვედრა იქნება. ასევე მნიშვნელოვანი იქნება კონტექსტი, რომელშიც სასერტიფიკაციო სისტემა იმოქმედებს.

2010-07-19 | ჯანდაცვა 

ვაქცინაცია კიბოს წინააღმდეგ

პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია ცამეტი წლის ასაკის გოგნებისთვის 21 ივლისს  დაიწყება. ვაქცინაციის ჩასატარებლად დონორმა ორგანიზაციებმა 3.5 მილიონი აშშ დოლარი გამოყვეს, რაც 19 200 დოზისთვისაა საკმარისი და 6 400 გოგონას ეყოფა. ადამიანის პაპილომა ვირუსი(HPV) რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მთავარი მიზეზია, გერმანელმა მეცნიერმა ჰარალდ ცურ ჰუსენმა აღმოაჩინა და ამისათვის 2008 წელს მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიიღო.

25 თებერვალი, 23 აგვისტო

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის, ხოლო 23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა ხსენების დღედ გამოცხადდა.

სამეურვეო საბჭოს სხდომა მე-14 სკოლაში

მე–14 სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომელსაც სკოლის დირექტორ ზვიად მიმინოშვილის გადაყენების საკითხი უნდა განეხილა, გაურკვეველი დროით  გადაიდო. საბჭოს გადაწყვეტილება არ გამოუტანია.

პეტიცია გამოხატვის თავისუფლების დასაცავად

დღეს კონსულტაციებისა და ტრენინგის ცენტრში (CTC) სამოქალაქო აქტივისტები სინდისისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ შეუწყნარებლობის შესახებ პეტიციის პრეზენტაციას გამართავენ. თვენახევრის წინ დაწერილი და ინტერნეტში განთავსებული პეტიციის ადრესატები საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი არიან.

ახალი ჟურნალებით ახალი სასწავლო წლიდან

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პედაგოგებს სასწავლო ჟურნალების განახლებული ნიმუში წარუდგინა.

ეროვნულ გამოცდებამდე ორი დღე რჩება

გამოცდების ეროვნულ ცენტრში 36 500 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. წინა წლებთან შედარებით, უმაღლეს სასწვლებლებში წელს მეტი სტუდენტი მოხვდება -  სასწავლებლებს მათთვის 33 ათასამდე ადგილი აქვთ გამოყოფილი. თუმცა გრანტის მოსაპოვებლად, აბიტურიენტებისთვის წელს წესები შეიცვალა. 

მთავრობამ უმაღლესი სასწავლებლების დაბეგვრა გადაიფიქრა

ახალი საგადასახადო კოდექსის სამუშაო ვერსიაში შესული ცვლილება უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით, დღის წესრიგიდან მოხსნილია.

მობილობის შანსი სტუდენტობისთვის

სტუდენტებს, რომელთაც სურთ სხვა ფაკულტეტზე ან უმაღლეს სასწავლებლებში გადასვლა,  2010 წლის 30 ივლისამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.

620 ოჯახი წყლის გარეშე

თბილისში, სოფელ გლდანულაში, მცხოვრები 620 ოჯახი ადიდებულმა მდინარემ სასმელი წყლის გარეშე დატოვა. მოსახლეობის ნაწილს სახლთან მისასვლელი გზა დაუზიანდა. მოქალაქეები მთავრობის მხრიდან უყურადღებობას უჩივიან. 

Back to USSR

სკოლის დირექტორების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებით, საქართველომ  უარი თქვა სკოლების დეცენტრალიზაციის დაწყებულ რეფორმაზე. აშშ-ს და ევროპის ქვეყნების მაგალითი, რომელიც დიმიტრი შაშკინმა ამ გადაწყვეტილების გასამართლებლად მოიყვანა, სიმართლეს არ შეესაბამება. არც აშშ-ში და, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არცერთი სხვა ევროპული ქვეყნის სკოლებში დირექტორს სახელისუფლებო ორგანო არ ნიშნავს. ”ძალიან ცუდი იდეაა. ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ძალაუფლება მინისტრის ხელში გადადის. შესაძლებელია, რომ მან ისეთი ადამიანები დანიშნოს დირექტორებად, რომლებიც მას პოლიტიკურად ეთანხმებიან”- ამბობს ამერიკელი პროფესორი ოჯინ ტაკერი.

სამედიცინო მომსახურების გაძვირების პერსპექტივა

ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის სამუშაო ვარიანტში შესული ცვლილების თანახმად,  2011 წლის 1 იანვრიდან, შესაძლოა, სამედიცინო მომსახურება გაძვირდეს.

2010-06-25 | ეკოლოგია 

სტიქიის მიზეზები საქართველოში

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიის 70%  სტიქიის საშიშროების არეალში იმყოფება,  მათ შორის,  3000-მდე დასახლებული პუნქტი.

რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს მასწავლებლების სერტიფიცირებას

სერტიფიცირების სისტემის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი სწორედ სხვადასხვა მხარის: მასწავლებლების, სკოლების მენეჯერული რგოლის, მშობლების, უმაღლესებისა და სახელმწიფოს ინტერესების თანხვედრა იქნება. ასევე მნიშვნელოვანი იქნება კონტექსტი, რომელშიც სასერტიფიკაციო სისტემა იმოქმედებს.

გამომცემლობები განათლების სამინისტროს წინააღმდეგ

უალტერნატივო სახელმძღვანელოები

გამომცემლობები სასკოლო სახელმძღვანელოების კონკურსის შედეგებს აპროტესტებენ. მათი აღშფოთება, განსაკუთრებით მეხუთე და მერვე კლასში, კონკურსში ერთი სახელძღვანელოს  უალტერნატივოდ გამარჯვებამ  გამოიწვია. გამომცემლობებმა, - ,,დიოგენე”, ,,კლიო”, ,,პეგასი”, ,,შემეცნება”, ,,ქართული ბიოგრაფიული სახლი”, ,,მერიდიანი” განათლების სამინისტროში საჩივარი 25 მაისს შეიტანეს. საჩივარზე პასუხი სამინისტროსაგან მათ ჯერ არ მიუღიათ.

პენსია,რომელმაც დროს ვერ გაუძლო

საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ, უგზო–უკვლოდ დაკარგულ და ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ კანონი წლების მანძილზე ცვლილებებს განიცდიდა.

2010-06-02 | ეკოლოგია 

როგორ უმკლავდება „მადნეული“ კარიერში დაგროვილ ჭარბ წყალს

მადნეული - დაბინძურების წყარო

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მაისში მდინარე მაშავერაში სხვადასხვა  მძიმე ლითონების კონცენტრაცია 4-ჯერ და მეტჯერ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. მდინარე მაშავერას ადგილობრივი მოსახლეობა სარწყავად იყენებს, რამაც მძიმე ლითონების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებში გადატანა გამოიწვია, რაც დაადასტურეს გერმანელმა მეცნიერებმა.  მაშავერას არხით მორწყული ხილი და ბოსტნეული თბილისის ბაზრობებშიც იყიდება, დაბინძურების წყარო კი, გარემოსდამცველებისა და გერმანელი მეცნიერების აზრით, მადნეულია.

მასწავლებელი ეთიკის კოდექსის მიხედვით

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელთა ეთიკის კოდექსის სამუშაო ვერსია ძალაში შევა, სკოლის პედაგოგს  არ ექნება უფლება, მისივე მოსწავლე კერძოდ მოამზადოს, მიიღოს საჩუქარი , თავს მოახვიოს მოსაწავლეს  საკუთარი შეხედულებები, მოიხმაროს ალკოჰოლი ან სიგარეტი სკოლის ტერიტორიაზე.

აბიტურიენტები და კონკურენცია ეროვნული გამოცდების წინ

მიუხედავად იმისა, რომ  წელს აკრედიტებულ უნივერსიტეტებში მისაღები ადგილების რაოდენობა, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 9 ათასით გაიზარდა, ხოლო სტუდენტების რიცხვმა კი მხოლოდ 4 ათასით მოიმატა, პოპულარულ უნივერსიტეტების პოპულარულ ფაკულტეტებზე კონკურსი კვლავ მაღალია.

ჯანდაცვა წინასაარჩევნო კამპანიაში

ოპოზიციის კანდიდატები, ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდის ხარჯზე, ამომრჩეველს თითქმის სრულყოფილ  ჯანდაცვას პირდებიან.  ჯანდაცვის ამჟამინდელ მინისტრს კი ბიუჯეტის თუნდაც გაორმაგება,  მომდევნო 2-3 წელიწადის  განმავლობაში, შეუძლებლად მიაჩნია.  კონკრეტულად რას პირდებიან პარტიები, როგორ აპირებენ დაპირების რეალობად ქცევას გამარჯვების შემთხვევაში და რამდენად რეალურად გამოიყურება ეს პროგრამები?

2010-05-14 | რელიგია 

კიდევ ერთი „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“

„სახალხო მართმადიდებლური მოძრაობის“ დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი, კიდევ ერთ „სახალხო მართლამდიდებლურ მოძრაობას“ აფუძნებს.

სანდროს წიგნები

ის, რაც თამარას, მფრინავ გოჭს და კალიას აერთიანებს

არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ, თუ შენში ჯერ კიდევ ცხოვრობს ბავშვი, ეს სამყარო შენთვის ნაცნობი და ახლობელია.

შიდსი საქართველოში

დღეში მინიმუმ ერთი ადამიანი ინფიცირდება აივ ვირუსით საქართველოში. შიდსის ცენტრის მონაცემებით, მხოლოდ 2010 წელს 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დაჯილდოებული მამა დავით ისაკაძე

„ეს არის ჯილდო ეკლესიაში მსახურებისთვის“,–ასე განმარტავს მამა მიქაელ ბოტკოველი ილია მეორის მიერ მამა დავით ისაკაძისთვის მიტრის ტარების უფლების და დამშვენებული ჯვრის მინიჭების ფაქტს.

საპროტესტო აქციის ფინალი

დაპირისპირება ილიას უნივერსიტეტთან

4 მაისს, ხუთ საათზე, ილიას უნივერსიტეტის წინ სოციალურ ქსელ ფეისბუქში დღის პირველ ნახევარში დაგეგმილი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები გუშინ ამავე უნივესტიტეტთან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და  სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის მიერ მოწყობილ აქციას აპროტესტებდნენ. დროის მცირე მონაკვეთის გასვლის შემდეგ ილიაუნის წინ გუშინდელი შეკრების მონაწილეებმაც დაიწყეს თავმოყრა. თანდათანობით შეკრებილთა შორის დაძაბულობამ იმატა და ცოტა ხანში მძაფრ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. 

შეხვედრა უკეთესი სატრანსპორტო სისტემისთვის

სასტუმრო  «თბილისი მარიოტში» მსოფლიო  ბანკის ორგანიზებით დონორების  მეოთხე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო სახრეთ კავკასიის  რეგიონში ტრანსორტის განვითარების პერსპექტივების განხილვა.

სადავო მილსადენი

უკვე 15 წელია, რაც კონიაკის დასახლებაში მცხოვრებ 16 ოჯახს, ადგილის ტენიანობის მომატების გამო, პრობლემები აქვთ. მათი საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისი-ჟინვალის მილსადენი გაედინება.  

დემოკრატიის ზღვარზე

მოახლოვებული ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ,  საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობის გამო, აქციები ხან ,,უკანონო პატიმრების” უფლებების დაცვისთვის, ხან კი- სიტყვისა და რელიგიური მრწამსის თავისუფლებისთვის იმართება. არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებაში არსებულ ტენდენციებს იკვლევენ.

სამუშაო საათების გავლენა ჯანმრთელობაზე

თუ თქვენ უფროსის მისამართით ხშირად ამბობთ, რომ ხანგრძლივი სამუშაო საათები გკლავთ, გადაუგზავნეთ ეს სტატია თქვენ უფროსს.

მოდელირებული ახალი ამბავი

„კონსერვატორების“ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ სარაჯიშვილის 15 ნომერში დევნილებს 2 წელიწადი ელექტროენეგრია არ მიეწოდებათ, სიმართლე არ აღმოჩნდა.

"ჭეშმარიტების სახელით ჭეშმარიტების წინააღმდეგ"

მშკ– მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი

მართლმადიდებელ  მშობელთა კავშირის ოფისი ორი პატარა ოთახია. პირველი, რაც თვალში მოგხვდება, კედელზე გაკრული ხატებია. აქ მისალმების შემდეგ, რომელიც, როგორც წესი, სიტყვა „მშვიდობით“ შემოიფარგლება, ხატებს ეამბორებიან. თუმცა, სანამ ოფისში მიხვალ, თბილისის ერთ არც თუ ისე პატარა ქუჩაზე, ჭიშკარი უნდა შეაღო, რომელსაც რატომღაც ფეხსაცმელები ახატია. დღეს კი ეზოში ავი ძაღლია, მართალია, დაბმული, მაგრამ მაინც ავი. ოფისის კარამდე გასავლელი გზა კი, აქ პირველად მყოფს გაფიქრებინებს, რომ სხვაგან მოხვდი.

სტიპენდიანტთა რაოდენობა შემცირდა

მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პრეზიდენტის სტიპენდიანტთა რაოდენობა 517-დან 280–მდე შემცირდა.საერთო ჯამში კი 16 უნივერსიტეტში 1080 სტუდენტი იღებს, კუთვნილ 150 ლარს. 2008 წელს კი წარჩინებული სტიპენდიანტი 1375 სტუდენტი იყო.

რუსეთმა "ნესტლეს" ბავშთა კვების პროდუქცია აკრძალა

რუსეთმა თავის ტერიტორიაზე „ნესტლეს“ წარმოების ბავშვთა კვების პროდუქცია აკრძალა. ამის შესახებ,  რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ფედერალური სამსახურის უფროსმა, გენადი ონიშჩენკომ განაცხადა.  რუსეთის მთავარმა სანიტარმა იმ ტექნოლოგიურ დისციპლინის ნომრების შესუსტებაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, „ნესტლეს“ ბავშვთა პროდუქციის წარმოებაში შეინიშნება.

2010-04-22 | ჯანდაცვა 

ინსულინის დეფიციტი

1172 დიაბეტით დაავადებული ადამიანი, ინსულინ აპიდრას და ლანტუსის გარეშე დარჩა.

2010-04-22 | რელიგია 

ეკლესია და მოქალაქეები საბჭოთა პერიოდში

პოლკოვნიკი და მეუფე

    „არრა არს დაფარული, რომელიც არ გამოჩნდეს. დროზე ვამხილოთ ისინი, ვინც არის სამხელი, თორემ როგორც აქ (ჟურნალში) მოხსენებული უღმერთონი ეზიზღება ხალხს, ისე შეეზიზღებათ თანამედროვე უღმერთონი მომავალ თაობას ”, – მიმართა საზოგადოებას მეუფე ელისემ სამების საკათედრო ტაძარში შსს-ს და საპატრიარქოს ერთობლივი გამოცემის პრეზენტაციაზე.მას ტაში დაუკრეს.

2010-04-19 | ჯანდაცვა 

საშიში ტკბილეული

ნამცხვარი “პრიჩუდა“ , ”ეკლერი“, „რულეტი“ და სხვა ტკბილეული საფუარი სოკოებისა და სტაფილოკოკების დასაშვებ ნორმაზე ბევრად მეტი რაოდენობას შეიცავს, რომელიც ადამიანებში სხვადასხვა სახის დაავადებას და მოშხამვას იწვევს - აცხადებს საქართველოს მომხმარებელთა ასოციაცია.  

2010-04-16 | ეკოლოგია 

შემოვლითი რკინიგზის პროექტი- საფრთხე #1

ავარიების ან დივერსიული აქტების შემთხვევაში თბილისის 700 ათასი მცხოვრები  სასმელი წყლის გარეშე დარჩება, თუკი ”საქართველოს რკინიგზა”  არ შეიმუშავებს რისკების თავიდან აცილების დეტალურ გეგმას.

2010-04-08 | ჯანდაცვა 

საქართველო მესამე ადგილზე

საქართველო C ჰეპატიტით დაინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. დაინფიცირებულს მკურნალობა კვირაში, დაახლოებით, 500 ლარი უჯდება. მკურნალობის  ხარჯებს არც სახელმწიფო  აფინანსებს და არც სადაზღვევო კომპანიები.

ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად

უცნობია, ვინ დააფინანსებს საგანმანათლებლო პროგრამას „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად,“  რომლის მიზანი ქართველ მოსწავლეებში ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლებაა. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით სექტემბრიდან საქართველოს ყველა სკოლაში იმუშავებს ინგლისური ენის მაწავლებელი, რომელიც ინგლისურენოვანი ქვეყნიდან იქნება.

ნატურალური რძის პროდუქტი თუ პროდუქტი სოიოს მინარევებით

რძის მწარმოებელი 6 კომპანიიდან, მხოლოდ სამის წარმოებული პროდუქტის ეტიკეტი შეესაბამება სინამდვილეს. დანარჩენი სამის ეტიკეტზე ინფორმაცია ინგრედიენტებზე, რომლისგანაც კომპანიები რძის პროდუქტებს ამზადებენ ან არ არის მითითებული, ან ეს ინფორმაცია არასწორია.

ნახშირორჟანგის ბირჟა საქართველოსთვის

კომპანია Simizu Corporation-ის  თბილისის ნაგავსაყრელზე 500 ათასი ტონა მეთანის გამოყოფას შეამცირებს, რაც მას საშუალებას  აძლევს ამდენივე ტონა ნახშირორჟანგი გამოყოს იაპონიაში.  ეს შესაძლებლობა მას თბილისის მუნიციპალიტეტმა მისცა. მსოფლიოს დიდი კომპანიების ნაწილი მსგავსი კრედიტების შესაძენად ნახშიროჟანგის ბირჟებს მიმართავს.  ეს ბირჟები ქართული საბანკო სექტორისთვის ახალი გამოწვევა და შესაძლებლობაა.

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები ივლისში ჩატარდება

გამოცდების ერთიანი ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის თქმით, პედაგოგები, რომლებიც სასერტიფიკაციო გამოცდაში კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავენ,  გამოცდის გადაბარება 8–ჯერ შეეძლებათ.

თადარიგის ოფიცრები სკოლაში

ბრჭყალებში ჩასმული პატრიოტიზმი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველი ქვეყანა საქართველოა, რომელიც ცივი ომის დროინდელ საგანს "სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება" ჩვენს დროში აბრუნებს, თანაც სკოლის მერხებზე.  „ჩვენ ეს (სამხედრო პატრიოტული აღზრდა) ნაჩქარევად გავაუქმეთ“– განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 12 იანვარს ბათუმში.

განათლების სამინისტროს კიდევ ერთი ინიციატივა

განთლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთ ახალ პროექტს გეგმავს. პროექტი ითვალისწინებს სკოლებში უცხო ენების სწავლების გაძლიერების მიზნით საქართვეოში უცხოელი მასწავლებლების ჩამოყვანას. ”ჩვენი მიზანია ყველა ქართულ სკოლას საზღვარგარეთ მეგობარი სკოლა ჰყავდეს. დაგეგმილია საზღვარგარეთიდან მასწავლებლების ჩამოყვანა, რომლებიც ჩვენს პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებს უცხო ენას შეასწავლიან,” განაცხადა განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა. მინისტრმა ახალი ინიციატივა, დღეს აკრედიტირებულ დიპლომატთა კორპუსს გააცნო.

"მაშინ მილიტარისტი იყო დავით აღმაშენებელი და ყველა დიდი ქართველი პატრიოტი”

ზაალ ანდრონიკაშვილი: "...პრეზიდენტმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა სამხედრო-პატრიოტულ აღზრდასთან დაკავშირებით. მეც გადავწყვიტე რამდენიმე კომენტარი გამეკეთებინა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ინიციატივის მხარდამჭერებს მისი სიტყვების "კონტენტ-ანალიზი" რატომღაც აღიზიანებთ".

რას უნდა ნიშნავდეს საქართველოს დაწინაურება იუნესკოს რეიტინგში?

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) ერთ-ერთი ინდექსის მიხედვით საქართველომ წელს  22-ე ადგილზე გადაინაცვლა და ბევრ ისეთ ევროპულ ქვეყანას გაუსწრო, ჯერ რომ ვერაფერში დასწევია. რას უნდა ნიშნავდეს ეს დაწინაურება? იუნესკოს ამ ანგარიშის ცალი თვალით გადახედვაც საკმარისია, რომ მიხვდე - არც არაფერს!

ყველა ფიქრობს, რომ განათლებაში სიტყვა ეთქმის...

2004 წლიდან დღემდე რამდენიმე მინისტრი გამოიცვალა. რომელი იყო ყველაზე წარმატებული, ამას დრო და საზოგადოება შეაფასებს. მე მიმაჩნია, რომ რაც კახა ლომაიამ გააკეთა _ ცვლილებები, მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო. 

ქართული ენა არაქართულენოვან სკოლებში

განათლების კანონში შესული ცვლილების შემდეგ, არაქართულენოვან სკოლებში უკვე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებიან.  ამიერიდან სომეხ და აზერბაიჯანელ მოსწავლეებს უკვე მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის საფუძველზე შეეძლებათ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა, რის შემდეგაც ისინი ქართული ენის ერთწლიან კურსს გაივლიან. თუ რა მდგომარეობაა ქართული ენის სწავლების მხრივ არაქართულენოვან სკოლებში, ამის გასარკვევად "ნეტგაზეთი" თბილისის სომხურ და აზერბაიჯანულ სკოლებს ესტუმრა.  

2010-03-02 | ჯანდაცვა 

შიდსის ვირუსის ახალი სტატისტიკა საქართველოში

შიდსის ვირუსის 61 ახალი შემთხევა

56 დღეში შიდსის ვირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ორი ბავშვია, რომელთაც ვერტიკალური გზით, (დედიდან შვილზე) გადაეცათ დაავადება. ასეთია საქართველოს შიდსის ცენტრის ოფიციალური სტატისტიკა.

გამკაცრებული გრიფირების წესები

გრიფირებულ სახელმძღვანელოს სკოლა 5 წლის მანძილზე ვერ შეცვლის, აცხადებს განათლების და მეცნიერების სამინისტრო.

სახელმწიფო დიპლომი აკრედიტაციის გაუქმების შემდეგ

რა ელით სტუდენტებს

სახელმწიფო დიპლომებს მიიღებენ ის სტუდენტები, რომლებიც არააკრედიტირებულ  უნივერსიტეტეტებში სწავლობენ. ეს მხოლოდ იმ სასწავლებლებს ეხებათ, რომლებსაც აკრედიტაციის ცენტრმა აკრედიტაცი ახლახანს გაუუქმა. 

2010-02-15 | ჯანდაცვა  H1N1 

ვირუსული ინფექცია ციფრებით

H1N1 ვირუსის სტატისტიკა და პროგნოზები

H1N1 ინფექციური ვირუსი, რომელმაც 31 ადამიანი უკვე იმსხვერპლა, თებერვლის ბოლოს ახალი მასშტაბებით გავრცელდება. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ვირუსის ახალ ტალღას თებერვლის ბოლოსთვის ელიან. თუმცა სანამ ახალ ტალღასთან ექიმებისა და პაციენტების ბრძოლა დაიწყებოდეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ დრომდე არსებულ სტატისტიკას აჯამებს.

2010-02-15 | ჯანდაცვა 

ბოტულიზმის 8 შემთხვევა 1 ოჯახში

ბოტულიზმის მსხვერპლნი

ოჯახში დაკონსერვებული პომიდორი 8 ადამიანის ბოტულიზმით დაავადების მიზეზი გახდა.

2010-02-11 | ჯანდაცვა 

არაადამიანური და დამამცირებელი ყოფა ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში

არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა,პირობები, რომელიც პაციენტებს ელემენტარულ უნარ-ჩვევებსაც აკარგვინებს,არ არსებული პირადი სივრცე და მისჯილი სტაციონარი მხოლოდ იმიტომ, რომ წასასვლელი არ არსებობს- ასეთია დასკვნა იმ მონიტორინგისა, სახალხო დამცველის აპარატმა ფსიქიატრიული საავადმყოფოების მდგომარეობაზე საქართველოში, რომელიც   განახორციელა.

წარმატებული რეფორმის წარუმატებელი დეტალები

ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს სასწავლებელში

900 ზე მეტი პირის ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით და უკანონოდ ჩარიცხვის გამო აკრედიტაცია გაუუქმდა ორ უმაღლეს სასწავლებელს. გადაწყვეტილება აკრედიტაციის ცენტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდი) გამოძიების დასრულებამდე მიიღო. ცენტრის ექსპერტებმა სასწავლებლების დოკუმენტაცია სოდშიც შეისწავლეს.

2010-02-05 | ჯანდაცვა 

მოწევა მართლაც კლავს ადამიანებს

12 მილიონი ადამიანი სიმსივნით მოკვდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ავთვისებიანი სიმსივნით ავადობის მაჩვენებლები 2020 წლისათვის 20 მილიონს გადააჭარბებს. ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლები მიაღწევს 12 მილიონ ადამიანს.  

"დაინახე ჩემში ადამიანი"

დღეს, კინოთეატრ ამირანში ორგანიზაცია „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ პროექტის „ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებულ სტიგმასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლა“ ფარგლებში რამდენიმე ღონისძიებას გამართავს.

2010-02-04 | ჯანდაცვა 

33 ათას ადამიანს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს

4 თებერვალი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ყოველწლიურად კიბოს 7 ათასი ახალი შემთხვევა ვლინდება.

დიმიტრი შაშკინი კახა ბენდუქიძეს შეხვდება

დღეს, 12 საათზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი “თავისუფალ უნივერსიტეტში” გამართავს შეხვედრას უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე კახა ბენდუქიძესთან ერთად.

თადარიგის ოფიცრები სკოლაში

ბრჭყალებში ჩასმული პატრიოტიზმი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველი ქვეყანა საქართველოა, რომელიც ცივი ომის დროინდელ საგანს "სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება" ჩვენს დროში აბრუნებს, თანაც სკოლის მერხებზე.  „ჩვენ ეს (სამხედრო პატრიოტული აღზრდა) ნაჩქარევად გავაუქმეთ“– განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 12 იანვარს ბათუმში.

კომპიუტერისა და ინგლისურის კურსები ახლა უკვე დევნილებისთვის

დაეხმარება თუ არა თბილისის მოსახლეობას მერიის ახალი ინიციატივა უფასო ინგლისურისა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსების სახით, ჯერ უცნობია, რადგან პროგრამა ახლა დაიწყო და თუ რა შედეგებს მოუტანს ის თბილისის მაცხოვრებლებს, უცნობია.

1992 წლიდან 2002 წლამდე, ანუ სულ რაღაც 10 წლის ინტერვალში საქართველოში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 1 მილიონ 96 ათასით შემცირდა.

50 წელი საქართველოში – გენდერული ბალანსი და მოსახლეობა.

საქართველოში სტატისტიკური მონაცემების მიხედვით გენდერული ბალანსი არასოდეს ყოფილა დაცული. ყოველშემთხევაში იმ დროიდან, როცა სტატიკის დეპარტამენტი იწყებს ათვლას და მონაცემების შეგროვებას. ეს დრო კი შორეული 1959 წელია, რომლის შემდეგაც უკვე 50 წელია ნებით თუ უნებლიედ ვარღვევთ ბალანსს.

დიმიტრი შაშკინი პროექტით ALUMNI

სკოლა, რომელშიც განათლებისა და მეცნირების მინისტრი,დიმიტრი შაშკინი 11 წლის მანძილზე სწავლობდა, მისი ფინანსური მხარდაჭერით გარემონტდა. კონკრეტულად კი სკოლის ერთი ოთახი, რომლის რეაბილიტაციაც მოხდა. შაშკინი ოთახს ოფიციალურად პირადად გახსნის. და ამასთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ახალ პროექტს ჩაუყრის საფუძველს.

განათლების სამინისტროს კიდევ ერთი ინიციატივა

განთლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთ ახალ პროექტს გეგმავს. პროექტი ითვალისწინებს სკოლებში უცხო ენების სწავლების გაძლიერების მიზნით საქართვეოში უცხოელი მასწავლებლების ჩამოყვანას. ”ჩვენი მიზანია ყველა ქართულ სკოლას საზღვარგარეთ მეგობარი სკოლა ჰყავდეს. დაგეგმილია საზღვარგარეთიდან მასწავლებლების ჩამოყვანა, რომლებიც ჩვენს პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებს უცხო ენას შეასწავლიან,” განაცხადა განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა. მინისტრმა ახალი ინიციატივა, დღეს აკრედიტირებულ დიპლომატთა კორპუსს გააცნო.

2010-01-25 | ჯანდაცვა  H1N1 

H1N1 – ით გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ დადასტურდა

დღეს, რუსთავი 2–ის დილის კურიერში გადაცემულ ინფორმაციას 18 წლის გოგონას  H1N1 ვირუსით გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღუდუშაურის კლინიკაში არ ადასტურებენ.  

ახალი მინისტრის გეგმების შესახებ

განათლების სამინისტროს ახალმა მენეჯერმა _ დიმიტრი შაშკინმა განათლების რეფორმის მისეული ხედვა 15 იანვარს გაახმაურა, საქართველოს პრეზიდენტმა კი _ 12 იანვარს. შაშკინი მანამდე სასჯელაღსრულების, იურიდიული დახმარებისა და პრობაციის მინისტრი იყო.

2010-03-12 | ჯანდაცვა  H1N1 

H1N1 ვირუსის ახალი შემთხვევა

იაშვილის კლინიკაში თვენახევრის ბავშვი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. H1N1 ინფექციური ვირუსის დიაგნოზით ბავშვი ქუთაისიდან იქნა გადმოყვანილი.