საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შესაძლო მიერთება, გარემოს დამცველების თქმით, კიდევ უფრო შეასუსტებს გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწინებას პროექტების დამტკიცებისას.
90-იანი წლების ბოლოდან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტყეებში ხანძრის პრევენციის ღონისძიებები არ ჩაუტარებია. მიზეზად ბიუჯეტის სიმცირე სახელდება. დაფინანსების საკუთარი წყაროების მოპოვების შესაძლებლობის მისაცემად, სამინისტრომ სატყეო დეპარტმანეტი სატყეო სააგენტოდ გადააქცია.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე არ გაურკვევიათ, არის თუ არა მდინარე მაშავერას მძიმე ლითონებით დაბინძურების მიზეზი სააქციო საზოგადოება ”მადნეულის” საქმიანობა. გარემოს დაცვის მინისტრი მაისში ნეტგაზეთთან საუბარში ამბობდა, რომ გარემოს დაცვის ინსპექცია საწარმოს შესამოწმებლად შევიდა, თუმცა ინსპექციის უფროსმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიის 70% სტიქიის საშიშროების არეალში იმყოფება, მათ შორის, 3000-მდე დასახლებული პუნქტი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მაისში მდინარე მაშავერაში სხვადასხვა მძიმე ლითონების კონცენტრაცია 4-ჯერ და მეტჯერ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას. მდინარე მაშავერას ადგილობრივი მოსახლეობა სარწყავად იყენებს, რამაც მძიმე ლითონების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებში გადატანა გამოიწვია, რაც დაადასტურეს გერმანელმა მეცნიერებმა. მაშავერას არხით მორწყული ხილი და ბოსტნეული თბილისის ბაზრობებშიც იყიდება, დაბინძურების წყარო კი, გარემოსდამცველებისა და გერმანელი მეცნიერების აზრით, მადნეულია.
ავარიების ან დივერსიული აქტების შემთხვევაში თბილისის 700 ათასი მცხოვრები სასმელი წყლის გარეშე დარჩება, თუკი ”საქართველოს რკინიგზა” არ შეიმუშავებს რისკების თავიდან აცილების დეტალურ გეგმას.
კომპანია Simizu Corporation-ის თბილისის ნაგავსაყრელზე 500 ათასი ტონა მეთანის გამოყოფას შეამცირებს, რაც მას საშუალებას აძლევს ამდენივე ტონა ნახშირორჟანგი გამოყოს იაპონიაში. ეს შესაძლებლობა მას თბილისის მუნიციპალიტეტმა მისცა. მსოფლიოს დიდი კომპანიების ნაწილი მსგავსი კრედიტების შესაძენად ნახშიროჟანგის ბირჟებს მიმართავს. ეს ბირჟები ქართული საბანკო სექტორისთვის ახალი გამოწვევა და შესაძლებლობაა.