სააკაშვილის პირველი საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში კოორდინატორად იმუშავა. ”100%-იანი ხმები მთელ სოფელში მხოლოდ ჩემი კარგად მუშაობის შედეგად აიღო სააკაშვილმა, ახლა კი მაგის მთავრობა მეუბნება, შევარდნაძის დევნილი ხარ, ჩვენი -არა და სადაც გინდა, იქ იცხოვრეო”.
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ოფისი ორი პატარა ოთახია. პირველი, რაც თვალში მოგხვდება, კედელზე გაკრული ხატებია. აქ მისალმების შემდეგ, რომელიც, როგორც წესი, სიტყვა „მშვიდობით“ შემოიფარგლება, ხატებს ეამბორებიან. თუმცა, სანამ ოფისში მიხვალ, თბილისის ერთ არც თუ ისე პატარა ქუჩაზე, ჭიშკარი უნდა შეაღო, რომელსაც რატომღაც ფეხსაცმელები ახატია. დღეს კი ეზოში ავი ძაღლია, მართალია, დაბმული, მაგრამ მაინც ავი. ოფისის კარამდე გასავლელი გზა კი, აქ პირველად მყოფს გაფიქრებინებს, რომ სხვაგან მოხვდი.