ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სააგენტო ”პირველის” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ მასში უზუსტობაა დაშვებული. ელჩი პერ ეკლუნდი თინა ხიდაშელის გამონათქვამებსაც ეხმაურება.
ორშაბათს საქართველოს სახალხო დამცველი იძულებით გადაადგილებულ პირებზე მომზადებულ 80- გვერდიან ანგარიშს პარლამენტს გაუგზავნის. გიორგი ტუღუშის თქმით, გამოკითხულ დევნილთა 60% ამჟამინდელი საცხოვლებელი პირობებით უკმაყოფილოა. ანგარიშის მიხედვით, საცხოვრებლად განსაკუთრებით გაუსაძლისი პირობებია ნუცუბიძის პლატოზე, ე.წ. ,,ავტოსადგომის“ ტერიტორიაზე არსებულ ჩასახლებაში, იმერეთის ტურბაზა ,, რიონის’’ ჩასახლებასა და ქუთაისის კოტეჯებში.
12 აგვისტოს ე.წ. “ხუდადოვის კლინიკაში” პატიმარი თემურ ტაპალოღლი გარდაიცვალა. პატიმრის სიკვდილის სავარაუდო მიზეზი ტუბერკულოზია. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ციხეებში გარდაცვლილი პატიმრებიდან ნახევარი სწორედ ტუბერკულოზითაა დაღუპული. გარდაცვლილი პატიმარი აფხაზეთში, სოფელ ბედიაში, ცხოვრობდა. მას 15 წელი ჰქონდა მისჯილი.
გეი მსვლელობის თემის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის და საქართველოში ჰომოსექსუალთა უფლებების შესახებ ნეტგაზეთი ეკა აღდგომელაშვილს ესაუბრა. ბოლო რამდენიმე წელია იგი ქალთა და ჰომოსექსუალთა უფლებების საკითხზე მუშაობს.
”მონიტორინგი მიმდინარეობდა ზაფხულის განსაკუთრებით ცხელ პერიოდში, შესაბამისად, მონიტორინგის ჯგუფს საშუალება მიეცა, საკნებში არსებული აუტანელი უჰაერობა და სიცხე დაეფიქსირებინა, რაც პატიმრების ყოფას არაადამიანურს ხდის”- ასე აღწერს სახალხო დამცველი ზუგდიდის #4 საპყრობილის მდგომარეობას ზაფხულში.
ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხოვრებოვი ვლადიკავკაზიდან ცხინვალში დაბრუნებას აპირებს. ის ვლადიკავკაზში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ცხივნალში თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.
დღეს თბილისში საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფმა ირანელი ქალების მხარდასაჭერად მესამე საპროტესტო აქცია გამართა. აქცია ამჯერად კანცელარიასთან გაიმართა და მონაწილეებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, დააფისქიროს თავისი პოზიცია ირანში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.
”მოულოდნელად გავიგე, რომ სახლი, რომელშიც მთელი ბავშვობა გავატარე, რომელიც მამაჩემისგან მემკვიდრეობით მერგო და რომელშიც ნახევარ საუკუნეზე მეტია ვცხოვრობ, ჩემი აღარ არის”, -ამბობს ეკატერინე ნინიძე, რომელსაც კერძო საკუთრება - სახლი ეზოთი და მიწის ნაკვეთი – მერიამ ჩამოართვა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ აუქციონზე გამოტანილი სპორტის აკადემიის ფიზკულტურის ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლის ყოფილი შენობა არ გაიყიდა.
სამინისტროს პრესცენტრის განცხადებით, გუშინ გამართულ აუქციონზე ილია ჭავჭავაძის 49-სა და 49ა-ში დარეგისტრირებული ობიექტით, რომლის საერთო ფართობი 42 667 კვადრატული მეტრია, არავინ დაინტერესებულა. ობიექტის საწყისი ფასი 14 მილიონი დოლარია.
გამომცემლობა "სამშობლოს" ყოფილი შენობიდან დევნილებს ასახლებენ. შენობას გარს პოლიციის კორდონი აქვს შემორტყმული, გადაკეტილია თამარ ჭოველიძის ქუჩაც. დევნილებისთვის უცნობია, სამართალდამცავებს სად მიაქვთ მათი ნივთები.
მე-14 სკოლის დირექტორის გათავისუფლების გამო პრემიერ-მინისტრის აპარატში საჩივარი შევა, აცხადებს სკოლის დირექტორის, ზვიად მიმინოშვილის ადვოკატი რევაზ რიჟამაძე.
ირღვევა თუ არა მოზარდების უფლებები, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს იმ მოზარდების პერსონალურ ინფორმაციას, რომელთაც უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავს და როცა ამ ინფორმაციას ავრცელებს მედია?
„ჩემთვის ყოფილა ეს აქცია, სამთვენახევრის ფეხმძიმეს ქმარმა მუცელში მირტყა“ - ამ სიტყვებით ახალგაზრდა ქალბატონმა დღეს ირანის საელჩოს წინ ქალთა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მიმართა. როგორც კი წარწერების შინაარსი ამოიკითხა, აქცია იმ ირანისტმაც დატოვა, რომელმაც განაცხადა, ირანელი ხომ არ ვარ, რომ გავაპროტესტოო.
საქინე მოჰამადი აშთიანის სიკვდილით დღეს დასჯიან. ირანში გაზეთებს, საინფორმაციო სააგენტოებსა და ტელევიზიებს მოჰამადი აშთიანის სასიკვდილო განაჩენის გაშუქება აკრძალული აქვთ.
კოსტავას 14 ნომერში მდებარე გამომცემლობა "სამშობლოს" ყოფილი შენობიდან დევნილებს ასახლებენ. დევნილების თქმით, შენობაში მცხოვრები 380-მდე ოჯახი აგვისტოს ომის შემდეგ შესახლდა.
ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია,- ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი”, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო” და ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” შსს-ს 14 ივლისის განცხადებას პასუხობს, ხოლო პრეზიდენტს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებენ.
მე–14 სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომელსაც სკოლის დირექტორ ზვიად მიმინოშვილის გადაყენების საკითხი უნდა განეხილა, გაურკვეველი დროით გადაიდო. საბჭოს გადაწყვეტილება არ გამოუტანია.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას ადვოკატ ქეთი ბექაურის განცხადებაზე რეაგირება მოახდინა. ევროსასამართლოს გამოხმაურება საქართველოს ხელისუფლებისა და ცოტნე გამსახურდიას მიმართ რამდენიმე მითითებას მოიცავს.
ყველა ადამიანს (უცხოელს და მოქალაქეობის არმქონე პირს, მისი ადგილსამყოფელის მიუხედავად), მათ შორის უცხო ქვეყნის იურიდიულ პირს, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, აქვს უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს - ესაა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სახალხო დამცველის სარჩელზე.
არასრულწლოვნებს მავნე ზეგავლენისგან (ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს მოხმარება, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა) კანონმდებლობა იცავს. გადაცემა „ვა-ბანკში“ „ნიჭიერის“ მონაწილე უკვე მეორედ მიიწვიეს.
როგორ დაასაბუთა სასამართლომ, რომ არ უნდა გაეუქმებინა ცესკოს გადაწყვეტილება მოძრაობა „თავისუფლების“ მაჟორიტარი კანდიდატის, ლადო სადღობელაშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ? აპირებს თუ არა საია ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას? ინტერვიუ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატ თამარ კორძაიასთან:
Tamar kordzaia by netgazeti.ge
ათეულობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, არჩევნებში მონაწილეობას, მობილური ჯგუფების დახმარებით მიიღებს. ცესკომ არასამთავრობო ორგანიზაციებს გრანტის სახით თანხა გამოუყო, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მონაწილეობა არჩევნებში ხელმისაწვდომი გამხდარიყო.
4 მაისს, ხუთ საათზე, ილიას უნივერსიტეტის წინ სოციალურ ქსელ ფეისბუქში დღის პირველ ნახევარში დაგეგმილი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები გუშინ ამავე უნივესტიტეტთან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის მიერ მოწყობილ აქციას აპროტესტებდნენ. დროის მცირე მონაკვეთის გასვლის შემდეგ ილიაუნის წინ გუშინდელი შეკრების მონაწილეებმაც დაიწყეს თავმოყრა. თანდათანობით შეკრებილთა შორის დაძაბულობამ იმატა და ცოტა ხანში მძაფრ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.
”თუ ვინმეს უფლება შეილახა, სამართალდამცავების მხრიდან უნდა ყოფილიყო რეაგირება”,-ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, გუშინ ილიას უნივერსიტეტთან გამართული აქციისას მომხდარ ინციდენტზე.
300 ათასი ევროს გადახდა მოუწევს საქართველოს გურამ გირგვლიანისთვის, თუკი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას. ერთ მილიონ ლარზე მეტია იმ თანხის ოდენობა, რომელიც უკვე დააკისრა ევროპის სასამართლომ საქართველოს სხვადასხვა საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების მიხედვით.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სარჩელი გაიგზავნა აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილი ჰოლანდიელი ოპერატორის ოჯახისა და დაჭრილი ჰოლანდიელი და ისრაელის ჟურნალისტების სახელით.
გეგუთის ციხეში პატიმრების შიმშილობის დაწყების შემდეგ ვითარება დამძიმდა- აცხადებს სახალხო დამცველის ოფისი. ომბუდსმენის ოფისმა გეგუთის ნომერ მერვე საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაშიკიდევ ერთი მონიტორინგი განახორციელა .
ბოლო ორი წელია რელიგიური მოტივაციით ჩადენილ სამართალდარღვებს სულ უფრო იშვიათად ეძლევა სათანადო კვალიფიკაცია– ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში.
პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ჯერჯერობით არ არის შესული კანონპროექტი საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა ქოენებრივი უზრუნველყოფის შესახებ.
ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარაში, პოლიგონებზე დატოვებული ნაღმების აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ამ ფაქტების შესახებ გამოძიებას დღემდე არაფერი დაუდგენია. იურისტის შეფასებით, დაუდევრობისთვის თავდაცვის სამინისტროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.
shpioni-ge-სერვისი სისხლის სამართლის დანაშაულია და სამართალდამცავებმა აუცილებლად უნდა გამოიძიონ ეს საქმე – აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. პროკურატურაში ამ საქმესთან დაკავშირებით საქმე აღძრული ჯერ არ არის. "ნეტგაზეთმა" საიტის მფლობელს მიაკვლია.
"ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა 19 თებერვალს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. აღნიშნული სარჩელი შეეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, კობა დავითაშვილის გატაცებას ელიავას ბაზრიდან.
არასწრულწოვანთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკად დღეს პარლამენტის სხდომაზე თოთხმეტი წელი განისაზღვრება. საქართველომ ეს ზღვარი 14-დან 12-წლამდე 2008 წელს დასწია, რის გამოც მუდმივად აკრიტიკებდნენ უფლებადამცველი ორგანიზაციები. ამ თემას ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 2008 წლის ანგარიშში რამდენიმე გვერდი მიუძღვნა.