Topics

ცხოვრებოვი ცხინვალში დაბრუნებას აპირებს

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხოვრებოვი ვლადიკავკაზიდან ცხინვალში დაბრუნებას აპირებს. ის ვლადიკავკაზში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ცხივნალში თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.

2010-08-02 | მედია 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა

დღეს, 13.00 საათზე, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს სხდომა დაიწყო. სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით, სხვა საკითხებთან ერთად, გაზეთ “ბათუმელების” სტატიასაც განიხილავენ.

საქალაქო სასამართლოში დღეს ნანა დევდარიანს დაკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლო, ტელეკომპანია «კავკასიის» შენობაში შეჭრის გამო, 7 ბრალდებულის საქმეს განიხილავს. სასამართლო პროცესი დღეს, 12 საათზე, განახლდება. მას მოსამართლე მილერი ხარებავა უძღვება.

“ამნესტი ინტერნეიშენალი” ცხოვრებოვის საქმეს ეხმაურება

“ამნესტი ინტერნეიშენალმა” სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებას  თემურ ცხოვრებოვზე თავდასხმის სრული და გადაუდებელი გამოძიებისკენ მოუწოდა.

ომის ჟურნალისტიკა ქარვასლაში

28 ივლისიდან თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს გარდაცვლილი ორი ქართველი ჟურნალისტის, ალექსანდრე კლიმჩუკისა და გიგა ჩიხლაძის ნამუშევრების ფოტოგამოფენას უმასპინძლებს. გამოფენის ავტორი ხელოვნებათმცოდნე ნინო ზაალიშვილია. მუზეუმის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის პირველი აბზაცი გვამცნობს, რომ ჟურნალისტები ”საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის” დაიღუპნენ. 

ტელევიზიის მფლობელი იუსტიციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია

პოლიციის „ზღაპრები“ რეალტივიზე

“დონაძის ტელევიზია”, “პოლიციის პროპაგანდისტული მანქანა”...  -ასე მოიხსენიებენ ტელეკომპანია “რეალ ტვ”-ის თბილისში, რომელიც მხოლოდ ამ ქალაქში მაუწყებლობს. “ბათუმელების” გამოძიებით დადგინდა, რომ ამ ტელევიზიის ლიცენზია მისმა ერთადერთმა მფლობელმა, ია პაიჭაძემ უკანონოდ მიიღო. დოკუმენტების მიხედვით, ია პაიჭაძე წლების განმავლობაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა. სწორედ ამიტომ არ ჰქონდა  მას  მაუწყებლობის ლიცენზიის მიღების უფლება.

"კავკასიის საქმე"

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომანია "კავკასიის" სტუდიაში შეჭრაში ბრალდებულების საქმეს თბილისის საქალაქო სასმართლო დღეს იხილვას.

თბილისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები ეწვივნენ

ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მაიკ იესენი და კასტრიოტ ისლამი თბილისში განთენიისას ჩამოფრინდნენ.

მედიისთვის დახურული სასამართლო

არის თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი და რა პრობლემები აქვს მედიას– ეს ის საკითხებია, რომლებიც თბილისში დღეს ჩამოსულ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს აინტერესებთ.  აი, მაგალითი:როგორ ფიქრობთ, წარმოადგენს თუ არა  საჯარო ინფორმაციის გაცემა სასამართლოსთვის კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციას?

2010-07-13 | მედია 

მაესტროს ხელმძღვანელის ჟურნალისტური სტანდარტი

ნინო ჟიჟილაშვილმა ”მაესტრო” დატოვა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიგა ბოკერიასთან ინტერვიუს ჩანაწერი ”მაესტროს” ეთერში არ გავიდა, რის გამოც გადაცემა ”პოლიტმეტრის” წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია დატოვა, გადაცემა კი დაიხურა.  არხის გენერალური დირექტორი  აცხადებს, რომ ფორმატის შეცვლა წამყვანმა არხის ხელმძღვანელობას არ შეუთანხმა, რაც კახა ბექაურის აზრით, ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევაა.

2010-07-09 | მედია 

„სიჩუმის დღე“ იტალიაში

დღეს იტალიაში არცერთი ბეჭდური და ელექტრონული გამოცემა არ გამოსულა. სატელევიზიო და რადიო ეთერში არ გადის საინფორმაციო გადაცემები. პროტესტს საინფორმაციო სააგენტოებიც შეუერთდნენ. 

2010-06-10 | მედია 

რუსულენოვანი პრესა საქართველოში

საქართველოში რუსულენოვანი ბეჭდური მედიის რედაქტორების ნაწილი მათი გამოცემების წინაშე არსებულ პრობლემებში სახელმწიფოს ადანაშაულებს. რედაქტორები  თვლიან, რომ ხელისუფლება  რუსულ ენასთან მიმართებაში არასწორ პოლიტიკას ატარებს. 

2010-06-02 | მედია 

ფეხბურთი გადაცემების ნაცვლად

11 ივნისიდან ოქტომბრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ გარდა არც ერთი გადაცემა გავა.

ობამას ღალატს საქართველოსადმი გარკვეული აზრი აქვს

ობამამ ცხადყო, რომ  მოსკოვთან უკეთესი ურთიერთობის გამო, ის საქართველოს ემიჯნება. იმ დღეს მან კონგრესს რუსეთთან ბირთვული ხელშეკრულების მხარდაჭერა  სთხოვა და განაცხადა, რომ  ”სიტუაცია საქართველოში  აღარ უნდა განიხილებოდეს ხელისშემშლელ ფაქტორად ამ ხელშეკრულებისათვის”

ნიღაბს ამოფარებული რეკლამირება

“მასკარადის დროს ნიღაბს ამოფარებული პიროვნების ნამდვილი სახე ყველაზე კარგად ჩანს. თქვენ (მაყურებლებს) გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა შეაფასოთ თითოეული მოთამაშის მაფიოზური პოტენციალი. მით უმეტეს... რომ დღევანდელი მოთაშეები დედაქალაქის პოტენციური თავკაცები არიან...”–  ასე დაიწყო  16 მაისის „მაფიის ღამე“ წამყვანმა მალხაზ ქვრივიშვილმა.

2010-05-20 | მედია 

პრესის ევროპული ჯილდო „ლიბერალს“

ჟურნალი ”ლიბერალი” ნორვეგიის „გამოხატვის თავისუფლების ფონდისა“ (Institusjonen Fritt Ord) და გერმანულ ფონდ „ცაიტის“ (Zeit-Stiftung) მიერ დაწესებული პრესის პრიზით დააჯილდოვეს.

2010-05-10 | მედია 

მსჯელობა 36 მილიონი ლარის ირგვლივ

36 მილიონი ლარი- ეს ქართული მედიის დავალიანებაა ბიუჯეტის მიმართ. მთავრობის ინიციატივა, აღნიშნული თანხის ჩამოწერასთან დაკავშირებით, პარასკევს მედიის წარმომადგენლების შეკრებაზე განხილვის მთავარი თემა იყო.

2010-04-30 | მედია 

საქართველოს პრეზიდენტის და Freedom House-ის შეხედულებები ქართულ მედიაზე

საქართველოში მედია კვლავ ნაწილობრივ თავისუფალია–ნათქვამია freedom house-ის ანგარიშში, რომელიც 2009 წლის პერიოდს მოიცავს.

ვინ არის ”მიშა”? - პრეზიდენტის იმპიჩმენტი

თუ წამალაშვილისა და არველაძის საუბარში ნახსენები „მიშა“ მართლა საქართველოს პრეზიდენტია, გამოდის, რომ მან დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლის მეორე  თავი, რომელიც ამბობს, რომ „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.“

ფასიანი პოლიტიკური რეკლამა და არათანაბარი საარჩევნო გარემო

30  წამიანი ერთჯერადი საარჩევნო რეკლამა ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ზე პოლიტიკურ პარტიებს 10–13 ათასი აშშ დოლარი დაუჯდებათ.  მიეცემათ თუ არა პოლიტიკურ პარტიებს და კანდიდატებს თანაბარი შესაძლებლობა ფასიანი პოლიტიკური რეკლამის წარმოებისას 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს?

2010-04-09 | მედია 

ახალი ამბები სპონსორებისგან

საქართველოში მაუწყებლების უმრავლესობამ, რომელთა ეთერში ახალი ამბები დასპონსორებულია, ”ნეტგაზეთისგან” გაიგო საკანონმდებლო შეზღუდვის შესახებ. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, რომელიც ვალდებულია აკონტროლოს მაუწყებლები, სპონსორობასთან დაკავშირებით დარღვევები დაფიქსირებული არა აქვს.

„მყინავი ეფექტი“

მედიასამართალში „მყინავი ეფექტი“ გამოხატავს ისეთ ვითარებას, როდესაც მასალის გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტისთვის პასუხისმგებლობის შეფარდება ხდება. სახელმწიფოს მიერ ასეთი ღონისძიებების გატარებას შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს შემდგომი ინფორმაციის გამოქვეყნებაზე, რამაც თავის მხრივ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს შემდგომ სარედაქციო საქმიანობაზე.

2010-02-12 | მედია 

საიამ რუსთავი 2–ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ტელეკომპანია რუსთავი 2 ის თვითრეგულირების კომისიის გადაწყვეტილება სააპელაციო ორგანოში გაასაჩივრა.

2010-02-11 | მედია 

ვახტანგ კომახიძე დასავლეთ შვეიცარიაში იმყოფება

”შვეიცარიის მთავრობა ადასტურებს რომ ვახტანგ კომახიძემ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით მიმართა” – განაცხადა შვეიცარიის ელჩმა საქართველოში "ნეტგაზეთთან" საუბრისას.

2010-02-09 | მედია 

ჟურნალისტი მიმართვას უცხოეთიდან აგზავნის

ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

მე, ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე, პოლიტიკურ თავშესაფარს ვთხოვ დემოკრატიულ სახელმწიფოს, რადგან დღევანდელ საქართველოში ჩემი პროფესიული საქმიანობა იზღუდება და საფრთხე ექმნება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების თავისუფლებას, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.

2010-02-04 | მედია 

სასამართლომ არ დააკმაყოფილა გაზეთ "ბათუმელების" ხელმძღვანელის სარჩელი

დღეს, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გაზეთ "ბათუმელების" დირექტორის - მზია ამაღლობელისა და მთავარი რედაქტორის -  ეთერ თურაძის სარჩელი, რომლითაც სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მათი დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად  ცნობას ითხოვდნენ.

2010-02-01 | მედია 

წაიყვანს თუ არა კვლავ სანაია "სპეციალურ რეპორტაჟს"?

"ვახო სანაია არ წასულა გადაცემიდან" – განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "სპეციალური რეპორტაჟის" პროდიუსერმა ირმა ლორიამ ნეტგაზეთთან 1 თებერვალს.

2010-03-03 | მედია 

"იმედის" ყოფილი ჟურნალისტების საქმე

  ტელეკომპანია "იმედის“ ყოფილი ჟურნალისტების სახელით ევროსასამართლოში შესატანად სარჩელი მზადდება. სარჩელი, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ მუშაობს, ჯერჯერობით თორმეტი ჟურნალისტის სახელზე მუშავდება. ჟურნალისტები საქართველოს პროკურატურის არაეფექტურ გამოძიებას გაასაჩივრებენ 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შესვლასთან და ჟურნალისტების უფლებებთან დაკავშირებით. გამოძიების დაწყების მოთხოვნით 2007 წლის ნოემბერში პროკურატურას "იმედის" 130–მდე თანამშრომელმა მიმართა.

2010-02-20 | მედია 

სისხლის სამართლის საქმე ჟურნალისტის მიმართვიდან 2 თვის შემდეგ აღძრეს

პროკურატურა ჟურნალისტის საქმით დაინტერესდა

“გაზეთ ბათუმელების” საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელის მიმართ, გასული წლის 25 ნოემბერს, ქართული სპეცსამსახურების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლის ფაქტზე, აჭარის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე 2010 წლის 18 თებერვალს აღძრა. საქმეს აჭარის პროკურატურის გამომძიებელი გელა მახარაძე იძიებს.

2010-02-05 | მედია 

"ბათუმელების" თანამშრომლები სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

ჟურნალისტების დაჯარიმება

საია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების დაჯარიმებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიტყვის თავისუფლების მოთხოვნებს – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 5 თებერვალს გაავრცელა გაზეთ "ბათუმელების" საქმესთან დაკავშირებით.