სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. ჩავარდნილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, იგი ეკონომიკურ გუნდს ადანაშაულებს. მისი აზრით, ამ გუნდის არაეფექტურმა მუშაობამ სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა.
ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხოვრებოვი ვლადიკავკაზიდან ცხინვალში დაბრუნებას აპირებს. ის ვლადიკავკაზში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ცხივნალში თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.
“კავკასიის უსაფრთხოების გააზრება” - ასე ეწოდება პროექტს, რომლის განხორციელებაც სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტმა (IISS) რუსეთ-საქართველოს ომიდან ორი წლის შემდეგ დაიწყო.პროექტს ევროკავშირი აფინანსებს და მისი მიზანი ვირტუალურ დიალოგში კონფლიქტის ყველა მხარის ჩართვაა - აზრების, ინფორმაციის და იდეების გაცვლისთვის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ აუქციონზე გამოტანილი სპორტის აკადემიის ფიზკულტურის ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლის ყოფილი შენობა არ გაიყიდა.
სამინისტროს პრესცენტრის განცხადებით, გუშინ გამართულ აუქციონზე ილია ჭავჭავაძის 49-სა და 49ა-ში დარეგისტრირებული ობიექტით, რომლის საერთო ფართობი 42 667 კვადრატული მეტრია, არავინ დაინტერესებულა. ობიექტის საწყისი ფასი 14 მილიონი დოლარია.
გამომცემლობა "სამშობლოს" ყოფილი შენობიდან დევნილებს ასახლებენ. შენობას გარს პოლიციის კორდონი აქვს შემორტყმული, გადაკეტილია თამარ ჭოველიძის ქუჩაც. დევნილებისთვის უცნობია, სამართალდამცავებს სად მიაქვთ მათი ნივთები.
როგორც საინფორმაციო სააგენტო იტარ-ტაასი იუწყება, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ლიდერები, კოკოითი და ბაღაფში ოფიციალური ვიზიტით ნიკარაგუას და ვენესუელას სტუმრობენ.
კონფლიქტში მყოფი ქვეყნების შერიგების საკუთარი მაგალითი წარმოუდგინა ბერნარ კუშნერმა ”ევროპის სახლში” შეკრებულ საზოგადოებას, თუ როგორ მეგობრობდა იგი ერთ-ერთ გერმანელ გენერალთან, გვარად კლაუსთან.
”მამაჩემი ვერ წარმოიდგენდა, რომ მე შემეძლო გერმანელთან მეგობრობა, მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის მტრები იყვნენ. ”
გორის და კასპის რაიონის სოფლებს ცხინვალმა სარწყავი და სასმელი წყლის მიწოდება შეუწყვიტა. ათობით სოფელში მოსავალი ხმება. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.
ბრიუსელში დაფუძნებულმა კვლევითმა ინსტიტუტმა “საერთაშორისო კრიზისების ჯგუფი“ (International Crisis Group), სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, ანგარიში წარმოადგინა და კონფლიქტში მონაწილე მხარეებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. რეკომენდაციების მიხედვით, ყველა მხარემ ადმინისტრაციულ საზღვარზე თავისუფლად გადაადგილება უნდა შეძლოს და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები გაითვალისწინოს.
ახალგორელებს კიეზას ფილმი "დამოუკიდებლობის გზა” ნაკლებად აინტერესებთ. ახლა ისინი იმას ფიქრობენ, როგორ შეფასდება მათ მიერ ოსური პასპორტების აღება დანარჩენ საქართველოში, ბევრი მათგანი დაბის დატოვებას არ აპირებს , რადგან მიიჩნევს, რომ საკუთარი სახლის დაცვით და შენერჩუნებით საქართველოსთვის სასიკეთო საქმეს აკეთებს. გუშინ ახალგორიდან კიდევ ერთი ახალი ამბავი გავრცელდა. ახალგორის რაიონში შესვლა შესაძლოა, ფასიანი გახდეს. ახალგორელების ინფორმაციით, რაიონში შესვლა და გამოსვლა, სავარაუდოდ, 250 რუბლი ეღირება.
სერგეი ბაღაფშიმ აფხაზეთში ახალი მთავრობა ჩამოაყალიბა - რეგიონის პერემიერ-მინისტრის პოსტი ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაიკავა, საგარეო პოლიტიკას კი მისი ყოფილი მოადგილე მაქსიმ ღვინჯია ჩაიბარებს, რომელიც ჟენევის დისკუსიებზე აფხაზეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა. ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ყოფილმა პრემიერმა ალექსანდრე ანქვაბმა გადაინაცვლა. არსებობს ვარაუდი, რომ ეს საკადრო პოლიტიკა რეგიონში ბაღაფშის და მისი გუნდის გაძლიერებას ისახავს მიზნად, ამიტომ ცვლილებები საქართველოსთვის, მოლაპარაკების დროს, ბევრს ვერაფეს შეცვლის. კონფლიქტურ რეგიონში სამთავრობო ცვლილებისა და აფხაზეთთან საქართველოს მთავრობის ურთიერთობაზე “ბათუმელებს” კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.
საქართველოს ხელისუფლებამ გუშინ სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებაში ახალი სტრატეგია წარმოადგინა. "ნეტგაზეთმა" ამ დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი თხოვა ანდრო ბარნოვს, სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელს, რომელიც მონაწილეობდა სტრატეგიის მომზადებაში როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი.