Topics

ოთხწლიანი პატიმრობის შედეგი

12 აგვისტოს ე.წ. “ხუდადოვის კლინიკაში” პატიმარი თემურ ტაპალოღლი გარდაიცვალა. პატიმრის სიკვდილის სავარაუდო მიზეზი ტუბერკულოზია. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ციხეებში გარდაცვლილი პატიმრებიდან ნახევარი სწორედ ტუბერკულოზითაა დაღუპული. გარდაცვლილი პატიმარი აფხაზეთში, სოფელ ბედიაში, ცხოვრობდა. მას 15 წელი ჰქონდა მისჯილი.

ინტერვიუ ეკა აღდგომელაშვილთან

ჰომოფობიის შესახებ

გეი მსვლელობის თემის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის და საქართველოში ჰომოსექსუალთა უფლებების შესახებ ნეტგაზეთი ეკა აღდგომელაშვილს ესაუბრა. ბოლო რამდენიმე წელია იგი ქალთა და ჰომოსექსუალთა უფლებების საკითხზე მუშაობს.

საპყრობილეები ზაფხულში

”მონიტორინგი მიმდინარეობდა ზაფხულის განსაკუთრებით ცხელ პერიოდში, შესაბამისად, მონიტორინგის ჯგუფს საშუალება მიეცა, საკნებში არსებული აუტანელი უჰაერობა და სიცხე დაეფიქსირებინა, რაც პატიმრების ყოფას არაადამიანურს ხდის”- ასე აღწერს სახალხო დამცველი ზუგდიდის #4 საპყრობილის მდგომარეობას ზაფხულში.

ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის და "ქართული ფილმის" დირექტორები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიმდინარე წლის 16-17 აგვისტოს ქალაქ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაკავებულ იქნენ საქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის დირექტორი ზურაბ ეცადაშვილი, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი რობერტ  მნაცაკანოვი და სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი არჩილ გელოვანი. 

თვითმმართველობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიამ პარლამენტს ცვლილებების   პროექტი ისე გაუგზავნა, რომ არ გაუთვალისწინებია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ადგილობრივ თვითმმართველობის კომპეტენციასთან დაკავშირებით.

შაშკინის გასაიდუმლოებული საჯარო ინფორმაცია

,,ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც სხვა მინისტრების ფინანსური დოკუმენტების შესწავლას სთხოვს პროკურატურას, თავად მალავს თავის მინისტრობის პერიოდში წარმოებულ საფინანსო-საბიუჯეტო დოკუმენტებს”- ამბობს თეა თუთბერიძე, რომელმაც 12 აგვისტოს მთავარ პროკურატურას მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

ცხოვრებოვი ცხინვალში დაბრუნებას აპირებს

ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხოვრებოვი ვლადიკავკაზიდან ცხინვალში დაბრუნებას აპირებს. ის ვლადიკავკაზში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ცხივნალში თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.

წიგნების მიტაცებაში ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიებები შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა 16-17 აგვისტოს დაკავებულთა– საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკის უფროსის ზურაბ ეცადაშვილის, სს „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის არჩილ გელოვანისა და რობერტ მნაცაკანოვის საქმე. ბიბლიოთეკის წიგნების მიტაცებასა და რეალიზებაში ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიებები შეუფარდეს.

ვინ მოხვდება სამოთხეში?

დღეს, როდესაც კინოთეატრების რიცხვი საბჭოთა აპოკალიფსის მომდევნო პერიოდიდან მოყოლებული არ გაზრდილა და ეროვნული ტელეარხები მეყურებლების ინტერესების სრულად დაკმაყოფილებისგან შორს არიან, ხოლო ძალიან მცირე რაოდენობის ლიცენზირებული DVD-ების ფასი საშუალოდ 35 ლარია, ინტერნეტი საქართველოში ყველაზე ხელმისაწვდომ და მდიდარ წყაროდ რჩება. კინოსა და მუსიკის მოყვარულებისთვის მას სასიცოცხლო მნიშვნელობაც კი აქვს. ისევე, როგორც ამ დარგებში მოღვაწე პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სარგებელთან ერთად ნეტი ზიანსაც აყენებს.

ქოქოლაძის წარმომადგენელთა განცხადება

”ელიტ ელექტრონიქსში  ყველა ინფორმაცია და ბიზნეს ხელშეკრულებები  გამჭვირვალე და კანონიერი იყო” - აცხადებენ  ანზორ ქოქოლაძის წარმომადგენლები და დარწმუნებულნი არიან, რომ  ყველა ინფორმაციის   სასამართლოში წარდგენის შემდეგ,   სასამართლო  სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს და ანზორ ქოქოლაძეს ეჭვმიტანილის სტატუსს მოუხსნის.  

ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ”ელიტ–ელექტრონიქსის”  ყოფილი დირექტორი დააკავა. სასამართლოს ქოქოლაძის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შეახებ საკითხი ჯერ არ განუხილავს. 

ტუალეტების ძიებაში

თბილისის ქუჩებში 15- ის ნაცვლად ცხრა საზოგადოებრივი ტუალეტი დგას, რომლებიც  მერიის მიერ ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული შპს ”ბიოკომის” საკუთრებაა.

მიბაძეთ თურქეთსა და ბრაზილიას

დღეს თბილისში საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფმა ირანელი ქალების მხარდასაჭერად მესამე საპროტესტო აქცია გამართა. აქცია ამჯერად კანცელარიასთან გაიმართა და მონაწილეებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, დააფისქიროს თავისი პოზიცია ირანში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.

”კავკასიური სახლი” ხელმოწერებს აგროვებს

„კავკასიური სახლის“ წარმომადგენლობასთან ერთად მოქალაქეები შენობისთვის „სმირნოვების მუზეუმის“ სტატუსის მინიჭებას აპროტესტებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს „კავკასიურ სახლში“ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ორმოცდაათამდე მოქალაქე დაესწრო. დღესვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება კულტურული ურთიერთობების ცენტრის მხარდასაჭერადაც. 

საქალაქო სასამართლოში დღეს ნანა დევდარიანს დაკითხავენ

თბილისის საქალაქო სასამართლო, ტელეკომპანია «კავკასიის» შენობაში შეჭრის გამო, 7 ბრალდებულის საქმეს განიხილავს. სასამართლო პროცესი დღეს, 12 საათზე, განახლდება. მას მოსამართლე მილერი ხარებავა უძღვება.

პატიმრები გათავისუფლების მოლოდინში

ვადაზე ადრე გათავისუფლების სახელმწიფო კომისიის სხდომა დღეს გაიმართება. კომისიაში 300 განაცხადია შესული. კომისიის წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, განხილვას 160 განაცხადი დაექვემდებარება.

“ამნესტი ინტერნეიშენალი” ცხოვრებოვის საქმეს ეხმაურება

“ამნესტი ინტერნეიშენალმა” სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებას  თემურ ცხოვრებოვზე თავდასხმის სრული და გადაუდებელი გამოძიებისკენ მოუწოდა.

სახლი, რომელიც ჩემია, ჩემი აღარ არის

”მოულოდნელად გავიგე, რომ სახლი, რომელშიც მთელი ბავშვობა გავატარე, რომელიც მამაჩემისგან მემკვიდრეობით მერგო და რომელშიც ნახევარ საუკუნეზე მეტია ვცხოვრობ, ჩემი აღარ არის”, -ამბობს ეკატერინე ნინიძე, რომელსაც  კერძო საკუთრება - სახლი ეზოთი და მიწის ნაკვეთი – მერიამ ჩამოართვა

ვინ დაიცავს ”კავკასიურ სახლს”

”ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე” - ასეთია ბოლო პუნქტი მიხეილ სააკაშვილის მიერ ივლისის შუა რიცხვებში გამოცემული ბრძანებისა, რომელიც ”კავკასიური სახლის” სამომავლო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს. ნეტგაზეთთან საუბარში ნაირა გელაშვილი აცხადებს, რომ ”კავკასიურ სახლს” მთავრობა აღარ ელაპარაკება. 

გაურკვეველი მომავლის მოლოდინით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ აუქციონზე გამოტანილი სპორტის აკადემიის ფიზკულტურის ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლის ყოფილი შენობა არ გაიყიდა. სამინისტროს პრესცენტრის განცხადებით, გუშინ გამართულ აუქციონზე ილია ჭავჭავაძის 49-სა და 49ა-ში დარეგისტრირებული ობიექტით, რომლის საერთო ფართობი 42 667 კვადრატული მეტრია, არავინ დაინტერესებულა. ობიექტის საწყისი ფასი 14 მილიონი დოლარია.  

დევნილების გასახლება პოლიციის თანხლებით

გამომცემლობა "სამშობლოს" ყოფილი შენობიდან დევნილებს ასახლებენ. შენობას გარს პოლიციის კორდონი აქვს შემორტყმული, გადაკეტილია თამარ ჭოველიძის ქუჩაც. დევნილებისთვის უცნობია, სამართალდამცავებს სად მიაქვთ მათი ნივთები.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში

პოლიტიკური კრიზისის საფრთხეები

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ახალი კონსტიტუციის მოდელი შეიძლება პოლიტიკური კრიზისების მიზეზი გახდეს, აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. სადავო 81-ე მუხლზე შენიშვნები დაწერა ვენეციის კომისიამაც, რომლის რეკომენდაციაც  პროექტის საბოლოო ვარიანტში არ ასახულა.

მე-14 სკოლის დირექტორი შაშკინის წინააღმდეგ

მე-14 სკოლის დირექტორის გათავისუფლების გამო პრემიერ-მინისტრის აპარატში საჩივარი შევა, აცხადებს სკოლის დირექტორის, ზვიად მიმინოშვილის ადვოკატი რევაზ რიჟამაძე.

ტარიელ ონიანს ათწლიანი პატიმრობა შეუფარდეს

ტარიელ ონიანს, ქურდული სამყაროს ავტორიტეტს, მოსკოვის სასამართლომ ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი ადამიანების გატაცებასა და ფულის გამოძალვაშია დადანაშაულებული.

საკონსიტუტციო კომისია კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტზე იმსჯელებს

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვარიანტს დღეს დაამტკიცებს. კომისიის სარედაქციო საბჭო სასტუმრო "რედისონში" შეიკრიბება და კანონპროექტის საბოლოო ვარიანტსა და ბერლინის კონფერენციის რეკომენდაციებზე იმსჯელებს. კომისიის წევრები ბერლინიდან  გუშინ დაბრუნდნენ.

შსს, ნაციონალური ტელეარხები და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია

ირღვევა თუ არა მოზარდების უფლებები, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს იმ მოზარდების პერსონალურ ინფორმაციას, რომელთაც უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავს და როცა ამ ინფორმაციას ავრცელებს მედია?

"კავკასიის საქმე"

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომანია "კავკასიის" სტუდიაში შეჭრაში ბრალდებულების საქმეს თბილისის საქალაქო სასმართლო დღეს იხილვას.

„თითო ქვა რამდენი თუმანი ღირს?“

„ჩემთვის ყოფილა ეს აქცია, სამთვენახევრის ფეხმძიმეს ქმარმა მუცელში მირტყა“ - ამ სიტყვებით ახალგაზრდა ქალბატონმა  დღეს ირანის საელჩოს წინ ქალთა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მიმართა. როგორც კი წარწერების შინაარსი ამოიკითხა, აქცია იმ ირანისტმაც დატოვა, რომელმაც განაცხადა, ირანელი ხომ არ ვარ, რომ გავაპროტესტოო. 

დასავლეთის აქციები შარიათის წინააღმდეგ

საქინე მოჰამადი აშთიანის სიკვდილით დღეს დასჯიან. ირანში გაზეთებს, საინფორმაციო სააგენტოებსა და ტელევიზიებს მოჰამადი აშთიანის სასიკვდილო განაჩენის გაშუქება აკრძალული აქვთ. 

გამომცემლობა "სამშობლოს" ყოფილი შენობიდან დევნილებს ასახლებენ

კოსტავას 14 ნომერში მდებარე გამომცემლობა "სამშობლოს" ყოფილი შენობიდან დევნილებს ასახლებენ. დევნილების თქმით, შენობაში მცხოვრები 380-მდე ოჯახი აგვისტოს ომის შემდეგ შესახლდა.

წყალმომარაგების სისტემების პრივატიზების გასაიდუმლოებული დოკუმენტები

2010 წლის 9 ივლისს, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივას” სარჩელი, რომელიც ეხებოდა  შპს “რუსთავწყალკანალის,” შპს “მცხეთაწყალკანალის,” შპს “საქწყალკანალის”, შპს “თბილისის წყლის” 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულების დამატებით განმარტებასა და ცვლილებებზე ინფორმაციის მიწოდებას. ეს განმარტებები და ცვლილებები საქართველოს მთავრობამ 2009 წლის 22 დეკემბერს მიიღო.

ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულთა დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრობაში ეჭვმიტანილი პირები დააკავა. ხონში მცხოვრებ ათ ბრალდებულს ადგილობრივი ბიზნესმენის დაშანტაჟებაშიც ედება ბრალი.

შსს არასამთავრობოებს პასუხობს

საქართველოში მოქმედი არასამთვარობო ორგანიზაციები: ”საია,” ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო,” ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და "ადამიანის უფლებათა ცენტრი" კორუფციის აღმოსაფხვრელ მუშობას ზედაპირულად ეკიდებიან, აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

პასუხის პასუხი სვანეთის სპეცოპერაციის გამო

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია,- ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი”, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო” და ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” შსს-ს 14 ივლისის განცხადებას პასუხობს, ხოლო პრეზიდენტს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებენ.

არგენტინამ ჰომოსექსუალთა ქორწინება დააკანონა

არგენტინა პირველი ქვეყანაა სამხრეთ ამერიკაში და მეათე მსოფლიოში, რომელმაც ჰომოსექსუალთა ქორწინება დააკანონა.

თბილისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები ეწვივნენ

ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მაიკ იესენი და კასტრიოტ ისლამი თბილისში განთენიისას ჩამოფრინდნენ.

ნანული ვახანიამ შიმშილობა შეწყვიტა

თბილისის ნომერ პირველ (არამიანცის) საავადმყოფოში მოთავსებული ნანული ვახანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ვახანია ევროსაბჭოს მისიის შენობასთან  პატიმარი ძმის გათავისუფლების მოთხოვნით 27 დღე შიმშილობდა

მედიისთვის დახურული სასამართლო

არის თუ არა სასამართლო დამოუკიდებელი და რა პრობლემები აქვს მედიას– ეს ის საკითხებია, რომლებიც თბილისში დღეს ჩამოსულ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს აინტერესებთ.  აი, მაგალითი:როგორ ფიქრობთ, წარმოადგენს თუ არა  საჯარო ინფორმაციის გაცემა სასამართლოსთვის კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციას?

სამეურვეო საბჭოს სხდომა მე-14 სკოლაში

მე–14 სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომა, რომელსაც სკოლის დირექტორ ზვიად მიმინოშვილის გადაყენების საკითხი უნდა განეხილა, გაურკვეველი დროით  გადაიდო. საბჭოს გადაწყვეტილება არ გამოუტანია.

ევროსასამართლოს მითითება საქართველოს ხელისუფლებას

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას ადვოკატ ქეთი ბექაურის განცხადებაზე რეაგირება მოახდინა. ევროსასამართლოს გამოხმაურება საქართველოს ხელისუფლებისა და ცოტნე გამსახურდიას მიმართ რამდენიმე მითითებას მოიცავს.

გადაწყვეტილება საქმეზე ”სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ”

ყველა ადამიანს (უცხოელს და მოქალაქეობის არმქონე პირს, მისი ადგილსამყოფელის მიუხედავად), მათ შორის უცხო ქვეყნის იურიდიულ პირს, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, აქვს უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს - ესაა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სახალხო დამცველის სარჩელზე.

არასრულწლოვნები „ვა-ბანკში“

არასრულწლოვნებს მავნე ზეგავლენისგან (ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს მოხმარება, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა) კანონმდებლობა იცავს. გადაცემა „ვა-ბანკში“ „ნიჭიერის“ მონაწილე უკვე მეორედ მიიწვიეს. 

ძალადობისკენ მოწოდებას სასამართლო ძალაში ტოვებს

როგორ დაასაბუთა სასამართლომ, რომ არ უნდა გაეუქმებინა ცესკოს გადაწყვეტილება მოძრაობა „თავისუფლების“ მაჟორიტარი კანდიდატის, ლადო სადღობელაშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ?  აპირებს თუ არა საია ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას? ინტერვიუ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატ თამარ კორძაიასთან: Tamar kordzaia by netgazeti.ge

თითქმის თანაბარი გარემო არჩევანისთვის

ათეულობით შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირი,  არჩევნებში მონაწილეობას, მობილური ჯგუფების დახმარებით მიიღებს. ცესკომ არასამთავრობო ორგანიზაციებს გრანტის სახით თანხა გამოუყო, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მონაწილეობა არჩევნებში ხელმისაწვდომი გამხდარიყო.

საპროტესტო აქციის ფინალი

დაპირისპირება ილიას უნივერსიტეტთან

4 მაისს, ხუთ საათზე, ილიას უნივერსიტეტის წინ სოციალურ ქსელ ფეისბუქში დღის პირველ ნახევარში დაგეგმილი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები გუშინ ამავე უნივესტიტეტთან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა და  სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის მიერ მოწყობილ აქციას აპროტესტებდნენ. დროის მცირე მონაკვეთის გასვლის შემდეგ ილიაუნის წინ გუშინდელი შეკრების მონაწილეებმაც დაიწყეს თავმოყრა. თანდათანობით შეკრებილთა შორის დაძაბულობამ იმატა და ცოტა ხანში მძაფრ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. 

პოლიციელის მკვლელობა - ოჯახის ვერსია

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი, დიომიდე კორძაძე 5 მაისს, დილის 11 საათსა და 20 წუთზე, მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ნათესავები დარწმუნებულნი არიან, რომ იგი მოკლეს. პროკურატურა საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.

ახალი საკონსტიტუციო პროექტი

საკონსტიტუციო პროექტის თანახმად, რომელიც სამუშაო ვარიანტად კომისიამ აირჩია, აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად კონცენტრირებულია მთავრობაში  და მას ხელმღვანელობს პრემიერ–მინისტრი. მთავრობის ფორმირებაში პრეზიდენტი არ მონაწილეობს.

პირველი საჩივარი აჭარიდან

ბათუმის საარჩევნო ოლქის 75-ე საუბნო კომისიის პირველივე სხდომაზე "კონსერვატორების" წარმომადგენელზე ზეწოლა განხორციელდა. მაია ფარტენაძე ოლქის წარმომადგენელმა - დავით გეგიაძემ შენობიდან გაიყვანა და კომისიის მდივნის ვაკანტურ თანამდებობაზე "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა მოსთხოვა - ამ შინაარსის საჩივრით პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა

ბავშთა სოფელში გარდაცვლილ აღსაზრდელზე

შესაძლებელია, თავიდან ყოფილიყო აცილებული ინციდენტი, რომელსაც ბავშთა სოფელში აღსაზრდელის დაღუპვა მოჰყვა, რომ არა ჯანდაცვის სამინისტროს უმოქმედობა.  

სახალხო დამცველი 4 მაისის აქციაზე

”თუ ვინმეს უფლება შეილახა, სამართალდამცავების მხრიდან უნდა ყოფილიყო რეაგირება”,-ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, გუშინ ილიას უნივერსიტეტთან გამართული აქციისას მომხდარ ინციდენტზე.

მოდელირებული ახალი ამბავი

„კონსერვატორების“ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ სარაჯიშვილის 15 ნომერში დევნილებს 2 წელიწადი ელექტროენეგრია არ მიეწოდებათ, სიმართლე არ აღმოჩნდა.

ღამის ბურუსის პატიმრები

“პოლიტიკური პატიმარი” იურიდიული ტერმინი არ არის. არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობა ასეთი სახის ტერმინს სამართლებრივად არ განმარტავს.

ადამიანის უფლებების ფასი სტრასბურგიდან

300 ათასი ევროს გადახდა მოუწევს საქართველოს გურამ გირგვლიანისთვის, თუკი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას.  ერთ მილიონ ლარზე მეტია იმ თანხის ოდენობა, რომელიც უკვე დააკისრა ევროპის სასამართლომ საქართველოს სხვადასხვა საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების  მიხედვით.

ჟურნალისტები რუსეთის წინააღმდეგ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სარჩელი გაიგზავნა აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილი ჰოლანდიელი ოპერატორის ოჯახისა და დაჭრილი ჰოლანდიელი და ისრაელის ჟურნალისტების სახელით.

მიმართვა ქალაქის მერიას და მუნიციპალიტეტს

იხსენით უპატრონო ცხოველები!

თქვენი ყურადღება გვინდა მივაპყროთ საქართველოში უპატრონო ცხოველების უმძიმეს მდგომარეობას. მიუხედავად თბილისის მუნიციპალური სამსახურების მიერ ბოლო წლების განმავლობაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად გატარებული ინტენსიური კამპანიებისა, პრობლემა არ გადაწყვეტილა;

ტარიელ ონიანის სასამართლო პროცესი

დღეს, რუსულ მედიაში ქვეყნდება მასალები ტარიელ ონიანის სასამართლო პროცესის შესახებ. „კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი, რომელიც ადამიანის გატაცებაშია ბრალდებული, არ აღიარებს დანაშაულს.“–წერს გაზეტა.რუ

ცოტნე გამსახურდიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლევან ჯორბენაძემ, ცოტნე გამსახურდიას 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სისხლის სამართლის კოდექსის მე–19/108–ე მუხლით, მკვლელობის მცდელობასა და 236–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც  იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა მოხმარებას ითვალისწინებს.  

სოდის თანამშომლებმა ექიმ–ნარკოლოგები დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერნეტ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა რამდენიმე ექიმ–ნარკოლოგი დააკავეს.

კარცერი სვირინგის გამო-გეგუთის ციხეში დამძიმებული სიტუაცია

გეგუთის ციხეში პატიმრების  შიმშილობის დაწყების შემდეგ ვითარება დამძიმდა- აცხადებს სახალხო დამცველის ოფისი. ომბუდსმენის ოფისმა გეგუთის ნომერ მერვე საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაშიკიდევ ერთი მონიტორინგი განახორციელა .

რელიგია სახალხო დამცველის ანგარიშში

რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებული თავდასხმები

ბოლო ორი წელია რელიგიური მოტივაციით ჩადენილ სამართალდარღვებს სულ უფრო იშვიათად ეძლევა სათანადო კვალიფიკაცია– ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის  ანგარიშში.

„მყინავი ეფექტი“

მედიასამართალში „მყინავი ეფექტი“ გამოხატავს ისეთ ვითარებას, როდესაც მასალის გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტისთვის პასუხისმგებლობის შეფარდება ხდება. სახელმწიფოს მიერ ასეთი ღონისძიებების გატარებას შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს შემდგომი ინფორმაციის გამოქვეყნებაზე, რამაც თავის მხრივ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს შემდგომ სარედაქციო საქმიანობაზე.

პირადი ინფორმაცია საჯაროდ

საბჭოთა მემკვიდრეობა

იურისტებს მიაჩნიათ, რომ საინფორმაციო ცენტრები, რომლებიც მოქალაქეების ტელეფონის ნომრებს ნებისმიერ მსურველს აწვდიან, ადამიანის უფლებებს არღვევენ.

აბაშიძის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს 14 წელი მიუსაჯეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.  გასამართლებული არიან აჭარის ავტონომიის ყოფილი შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები.

შეასრულებს თუ არა საქართველო ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ჯერჯერობით არ არის შესული კანონპროექტი საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა ქოენებრივი უზრუნველყოფის შესახებ.

ვინ უნდა აგოს პასუხი

გონიოს საბედისწერო პოლიგონი

ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარაში, პოლიგონებზე დატოვებული ნაღმების აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ამ ფაქტების შესახებ გამოძიებას დღემდე არაფერი დაუდგენია. იურისტის შეფასებით, დაუდევრობისთვის თავდაცვის სამინისტროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

sms თვალთვალი ვებგვერდიდან

shpioni-ge-სერვისი  სისხლის სამართლის დანაშაულია და სამართალდამცავებმა აუცილებლად უნდა გამოიძიონ ეს საქმე – აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.  პროკურატურაში  ამ საქმესთან დაკავშირებით საქმე აღძრული ჯერ არ არის. "ნეტგაზეთმა"  საიტის მფლობელს მიაკვლია.

კანონიერ ქურდობაში ბრალდებული პატიმრის გარდაცვალების დეტალები

ექსპერტიზის დასკვნით პატიმარ უშანგი გოდელაძის "სიკვდილის მიზეზია სხეულის ბლაგვი ტრამვის შედეგად განვითარებული მასიური სისხლჩაქცევა  თავის ტვინში".  კანონიერ ქურდობაში ბრალდებულ გოდელაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა.

გვჭირდება თუ არა კანონი ლუსტრაციის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას, მედიას და ომბუდსმენს თხოვენ შეისწავლონ გაზეთ "ვერსიაში" გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი არნოლდ სტეპანიანი დადანაშაულებულია რუსეთის სპეცსამსახურის აგენტობაში. დეპუტატ გია თორთლაძეს კი პარლამენტში ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტი შეაქვს. რა დოკუმენტაცია ინახება  შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში?

კობა დავითაშვილი VS საქართველო

"ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა 19 თებერვალს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. აღნიშნული სარჩელი შეეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, კობა დავითაშვილის გატაცებას ელიავას ბაზრიდან.

პარლამენტი დღეს ყოფილი ომბუდსმენის რეკომენდაციას ითვალისწინებს

არასწრულწოვანთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკად  დღეს პარლამენტის სხდომაზე თოთხმეტი წელი განისაზღვრება.  საქართველომ  ეს ზღვარი 14-დან 12-წლამდე 2008 წელს დასწია, რის გამოც მუდმივად აკრიტიკებდნენ   უფლებადამცველი ორგანიზაციები. ამ თემას ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 2008 წლის ანგარიშში რამდენიმე გვერდი მიუძღვნა.