JSI-ის (ჯონ სნოუს კვლევისა და სწავლების ინსტიტუტი) კვლევის თანახმად, საქართველოში 15-49 წლის ასაკის ქალების სიკვდილიანობის ორი მთავარი მიზეზი საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოა. კვლევის თანახმად, გარდაცვლილი ქალბატონების 45% ავთვისებიანი სიმსივნით იყო დაავადებული, მათ შორის ყველაზე დიდი წილი სწორედ საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოზე მოდის. სტატისტიკა JSI-ის წელიწადნახევრიანი პროექტის ,,გადარჩენა” ფარგლებში მომზადდა.
ივლისის თვის ჟურნალ “საიენსში” (Science) ახალი აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნდა, რაც იძლევა იმედს, რომ მეცნიერები შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას შეძლებენ.
24 ათას 311 აბორტი დაფიქსირდა 2009 წელს საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით. ქალთა რეპროდუქციის საკითხებზე ჩატარებულმა ბოლო კვლევამ კი აჩვენა, რომ ქვეყანში აბორტების რეალური ციფრი დაახლოებით 7 –ჯერ აღემატება ოფიციალურ მონაცემებს.
პაპილომა ვირუსის ვაქცინაცია ცამეტი წლის ასაკის გოგნებისთვის 21 ივლისს დაიწყება. ვაქცინაციის ჩასატარებლად დონორმა ორგანიზაციებმა 3.5 მილიონი აშშ დოლარი გამოყვეს, რაც 19 200 დოზისთვისაა საკმარისი და 6 400 გოგონას ეყოფა. ადამიანის პაპილომა ვირუსი(HPV) რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი მთავარი მიზეზია, გერმანელმა მეცნიერმა ჰარალდ ცურ ჰუსენმა აღმოაჩინა და ამისათვის 2008 წელს მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიიღო.
აგვისტოს ომის შემდეგ ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა შიდა ქართლში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, მომხმარებელთა რაოდენობა ამჟამად რეგიონის მოსახლეობის 1%-ს შეადგენს.
ოპოზიციის კანდიდატები, ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდის ხარჯზე, ამომრჩეველს თითქმის სრულყოფილ ჯანდაცვას პირდებიან. ჯანდაცვის ამჟამინდელ მინისტრს კი ბიუჯეტის თუნდაც გაორმაგება, მომდევნო 2-3 წელიწადის განმავლობაში, შეუძლებლად მიაჩნია. კონკრეტულად რას პირდებიან პარტიები, როგორ აპირებენ დაპირების რეალობად ქცევას გამარჯვების შემთხვევაში და რამდენად რეალურად გამოიყურება ეს პროგრამები?
რუსეთმა თავის ტერიტორიაზე „ნესტლეს“ წარმოების ბავშვთა კვების პროდუქცია აკრძალა. ამის შესახებ, რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ფედერალური სამსახურის უფროსმა, გენადი ონიშჩენკომ განაცხადა. რუსეთის მთავარმა სანიტარმა იმ ტექნოლოგიურ დისციპლინის ნომრების შესუსტებაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, „ნესტლეს“ ბავშვთა პროდუქციის წარმოებაში შეინიშნება.
ნამცხვარი “პრიჩუდა“ , ”ეკლერი“, „რულეტი“ და სხვა ტკბილეული საფუარი სოკოებისა და სტაფილოკოკების დასაშვებ ნორმაზე ბევრად მეტი რაოდენობას შეიცავს, რომელიც ადამიანებში სხვადასხვა სახის დაავადებას და მოშხამვას იწვევს - აცხადებს საქართველოს მომხმარებელთა ასოციაცია.
საქართველო C ჰეპატიტით დაინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. დაინფიცირებულს მკურნალობა კვირაში, დაახლოებით, 500 ლარი უჯდება. მკურნალობის ხარჯებს არც სახელმწიფო აფინანსებს და არც სადაზღვევო კომპანიები.
56 დღეში შიდსის ვირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ორი ბავშვია, რომელთაც ვერტიკალური გზით, (დედიდან შვილზე) გადაეცათ დაავადება. ასეთია საქართველოს შიდსის ცენტრის ოფიციალური სტატისტიკა.
H1N1 ინფექციური ვირუსი, რომელმაც 31 ადამიანი უკვე იმსხვერპლა, თებერვლის ბოლოს ახალი მასშტაბებით გავრცელდება. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ვირუსის ახალ ტალღას თებერვლის ბოლოსთვის ელიან. თუმცა სანამ ახალ ტალღასთან ექიმებისა და პაციენტების ბრძოლა დაიწყებოდეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ დრომდე არსებულ სტატისტიკას აჯამებს.
არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა,პირობები, რომელიც პაციენტებს ელემენტარულ უნარ-ჩვევებსაც აკარგვინებს,არ არსებული პირადი სივრცე და მისჯილი სტაციონარი მხოლოდ იმიტომ, რომ წასასვლელი არ არსებობს- ასეთია დასკვნა იმ მონიტორინგისა, სახალხო დამცველის აპარატმა ფსიქიატრიული საავადმყოფოების მდგომარეობაზე საქართველოში, რომელიც განახორციელა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ავთვისებიანი სიმსივნით ავადობის მაჩვენებლები 2020 წლისათვის 20 მილიონს გადააჭარბებს. ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებლები მიაღწევს 12 მილიონ ადამიანს.
დღეს, რუსთავი 2–ის დილის კურიერში გადაცემულ ინფორმაციას 18 წლის გოგონას H1N1 ვირუსით გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღუდუშაურის კლინიკაში არ ადასტურებენ.