Topics

ევროკავშირის წარმომადგენლობა კულუარულ ინფორმაციას ეხმაურება

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სააგენტო ”პირველის”  მიერ  გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ მასში უზუსტობაა  დაშვებული.  ელჩი პერ ეკლუნდი თინა ხიდაშელის გამონათქვამებსაც ეხმაურება.

რექტორის არჩევა თუ დანიშვნა?

2010 წლის 16 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებამ მაგისტრის ხარისხის მფლობელ ალექსანდრე კვიტაშვილს საშუალება მისცა, თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დაეკავებინა. ჯერ უცნობია, რექტორის არჩევნებზე მიიღებს თუ არა მონაწილეობას, თუმცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვიტაშვილს მთავრობის მხარდაჭერას უკვე დაჰპირდა.

თვითმმართველობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიამ პარლამენტს ცვლილებების   პროექტი ისე გაუგზავნა, რომ არ გაუთვალისწინებია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ადგილობრივ თვითმმართველობის კომპეტენციასთან დაკავშირებით.

შაშკინის გასაიდუმლოებული საჯარო ინფორმაცია

,,ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც სხვა მინისტრების ფინანსური დოკუმენტების შესწავლას სთხოვს პროკურატურას, თავად მალავს თავის მინისტრობის პერიოდში წარმოებულ საფინანსო-საბიუჯეტო დოკუმენტებს”- ამბობს თეა თუთბერიძე, რომელმაც 12 აგვისტოს მთავარ პროკურატურას მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

2010-08-13 | პოლიტიკა 

ნინო ბურჯანაძეს ხურვალეთში ქვები ესროლეს

დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე გუშინ ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში არ შეუშვეს. როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომერემ განაცხადა,  მას ეგრეთ წოდებული ზონდერ ბრიგადის წარმომადგენლები დაახვედრეს და დევნილებთან გასაუბრების საშუალება არ მისცეს. ნინო ბურჯანაძის ხურვალეთში ვიზიტის შესახებ არც ცენტრალური და არც  ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის არაფერი ცნობილი არ ყოფილა.

”კავკასიური სახლი” ხელმოწერებს აგროვებს

„კავკასიური სახლის“ წარმომადგენლობასთან ერთად მოქალაქეები შენობისთვის „სმირნოვების მუზეუმის“ სტატუსის მინიჭებას აპროტესტებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს „კავკასიურ სახლში“ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ორმოცდაათამდე მოქალაქე დაესწრო. დღესვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება კულტურული ურთიერთობების ცენტრის მხარდასაჭერადაც. 

ევროკავშირში დაცული ქართული პროდუქცია

ხვანჭკარა, ტვიში, ქინძმარაული, საფერავი, მუკუზანი, - ევროკავშირში საქართველოში წარმოებული 18 სახეობის ღვინის დასახელება იქნება დაცული. პროდუქციის  სახელწოდებებს და მათ გეოგრაფიულ წარმომავლობას გაყალბებისაგან საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ახალი შეთანხმება დაიცავს.  ,,გეოგრაფიული სახელწოდებების დაცვის შესახებ შეთანხმების“ პარაფირებას ხელს დღეს მოაწერენ.

“ამნესტი ინტერნეიშენალი” ცხოვრებოვის საქმეს ეხმაურება

“ამნესტი ინტერნეიშენალმა” სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებას  თემურ ცხოვრებოვზე თავდასხმის სრული და გადაუდებელი გამოძიებისკენ მოუწოდა.

ვინ დაიცავს ”კავკასიურ სახლს”

”ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე” - ასეთია ბოლო პუნქტი მიხეილ სააკაშვილის მიერ ივლისის შუა რიცხვებში გამოცემული ბრძანებისა, რომელიც ”კავკასიური სახლის” სამომავლო საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს. ნეტგაზეთთან საუბარში ნაირა გელაშვილი აცხადებს, რომ ”კავკასიურ სახლს” მთავრობა აღარ ელაპარაკება. 

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში

პოლიტიკური კრიზისის საფრთხეები

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ახალი კონსტიტუციის მოდელი შეიძლება პოლიტიკური კრიზისების მიზეზი გახდეს, აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. სადავო 81-ე მუხლზე შენიშვნები დაწერა ვენეციის კომისიამაც, რომლის რეკომენდაციაც  პროექტის საბოლოო ვარიანტში არ ასახულა.

2010-07-23 | პოლიტიკა 

მესამე შანსი სააკაშვილისთვის

საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო რედაქცია ამჟამინდელ პრეზიდენტ სააკაშილს არ უზღუდავს პრემიერობის შანსს. შეზღუდვის დაწესება, რომელსაც ირაკლი ალასანია და მისი პარტია ითხოვდა, ცვლილებების პროექტში გათვალისწინებული არ არის. იქნებოდა თუ არა შეზღუდვის დაწესება ამომრჩევლის უფლების შეზღუდვა?

2010-07-21 | პოლიტიკა 

მინსკი VS მოსკოვი

ბოლო  დღეების განმავლობაში ბელორუსიული და რუსული პრესა მინსკსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების ნეგატიურ ფაზაში გადასვლას ეხმაურება და ქვეყნებს შორის საინფორმაციო ომზე საუბრობს. სააკაშვილის შემდეგ ბელორუსიის პირველი არხი  22 ივლისს პირდაპირ ეთერს ლატვიის პრეზიდენტს, ბალდის ზატლერს დაუთმობს.

კოკოითი და ბაღაფში ნიკარაგუაში

როგორც საინფორმაციო სააგენტო იტარ-ტაასი იუწყება, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ლიდერები, კოკოითი და ბაღაფში ოფიციალური ვიზიტით ნიკარაგუას და ვენესუელას სტუმრობენ.

საკონსიტუტციო კომისია კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტზე იმსჯელებს

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვარიანტს დღეს დაამტკიცებს. კომისიის სარედაქციო საბჭო სასტუმრო "რედისონში" შეიკრიბება და კანონპროექტის საბოლოო ვარიანტსა და ბერლინის კონფერენციის რეკომენდაციებზე იმსჯელებს. კომისიის წევრები ბერლინიდან  გუშინ დაბრუნდნენ.

ბერნარ კუშნერი საქართველოს რუსეთთან დიალოგს ურჩევს

კონფლიქტში მყოფი ქვეყნების შერიგების საკუთარი მაგალითი წარმოუდგინა ბერნარ კუშნერმა ”ევროპის სახლში” შეკრებულ საზოგადოებას, თუ როგორ მეგობრობდა იგი ერთ-ერთ გერმანელ გენერალთან, გვარად კლაუსთან. ”მამაჩემი ვერ წარმოიდგენდა, რომ მე შემეძლო გერმანელთან მეგობრობა, მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნები ერთმანეთის მტრები იყვნენ. ”

ქეთრინ ეშტონი საქართველოში პირველად ჩამოვა

15 ივლისს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი ქეთრინ ეშტონი ბათუმს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ”ასოცირების შესახებ შეთნხმების” პირველი ოფიციალური მოლაპარაკება გაიმართება. დაგეგმილია ეშტონის შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებთანაც.

მიხეილ სააკაშვილი: თუ არ შეგიძლია, უნდა გაიარო

პრეზიდენტმა  სააკაშვილმა გამგებლებთან და გუბერნატორებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ  მთავრობა ,,ლაყაფისტი” ხელისუფლების წარმომადგენლების შენახვას აღარ აპირებს.

ცხინვალი წყლის მიწოდებას წყვეტს

წყალი ბუნებრივი აირის სანაცვლოდ

გორის და კასპის რაიონის სოფლებს ცხინვალმა სარწყავი და სასმელი წყლის მიწოდება შეუწყვიტა. ათობით სოფელში მოსავალი ხმება. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.

2010-07-14 | პოლიტიკა 

ბერნარ კუშნერი თბილისში დღეს ჩამოვა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი თბილისში დღეს 22.00 საათზე ჩამოვა. ჩამოსვლისთანავე კუშნერი პრეზიდენტის რეზიდენციაში გაემართება, ხოლო ხვალიდან ოფიციალურ შეხვედრებს ოპოზიციის ლიდერებთან საუზმით დაიწყებს.

პასუხის პასუხი სვანეთის სპეცოპერაციის გამო

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია,- ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი”, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო” და ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” შსს-ს 14 ივლისის განცხადებას პასუხობს, ხოლო პრეზიდენტს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებენ.

თბილისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები ეწვივნენ

ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მაიკ იესენი და კასტრიოტ ისლამი თბილისში განთენიისას ჩამოფრინდნენ.

2010-07-08 | პოლიტიკა 

კოკოითი პრეზიდენტობას აღარ აპირებს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი კონსტიტუციის შეცვლას და საპრეზიდენტო პოსტზე მესამე ვადით კენჭისყრას აღარ აპირებს. ეს მან ჯერ დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტიის „ედინსტვოს“ მე-7 ყრილობაზე განაცხადა, შემდეგ კი მთავრობის სხდომაზე გაიმეორა. დე ფაქტო რესპუბლიკაში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები 2011 წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს. როგორც კოკოითიმ აღნიშნა, მომავალი პრეზიდენტი გარედან მოსული კაცი ვერ იქნება.

2010-07-05 | პოლიტიკა 

ოპოზიციის სელექცია ამერიკულად

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თბილისში პირისპირ მხოლოდ ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს შეხვდა.  საქართველოში აშშ-ს საელჩოში აცხადებენ, რომ შეხვედრების შესახებ გადაწყვეტილება საელჩომ მიიღო. 

აშშ და საქართველოს პოლიტიკა მაგისტრალურ გაზსადენზე

საქართველო აპირებს იმ ობიექტების სიიდან, რომელთა პრივატიზებაც დაუშვებელია, ამოიღოს მაგისტრალური გაზსადენი, რომლის რეაბილიტაციაზეც აშშ-მ 35 მილიონი დოლარი დახარჯა. კანონპროექტი  პარლამენტმა  6 ივლისს, ჰილარი კლინტონის ვიზიტის მეორე დღეს, პირველი მოსმენით მიიღო. გაზსადენის  რეაბილიტაციის კონტრაქტით, ობიექტის გასხვისება 2011 წლამდე ნებადართული არ არის.

ევროპაში მიმოსვლა შესაძლოა გამარტივდეს

ევროკავშირის ქვეყნებში ვიზების მიღება საქართველოს მოქალაქეებს შეიძლება გაუმარტივდეთ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრი მოაწერენ შეთანხმებას,  რომლის დამტკიცების შემდეგ საქართველოში გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს ევროპაში მიმოსვლა გაუადვილდებათ.

2010-06-17 | პოლიტიკა 

თბილისის ახალი საკრებულო

თბილისის საკრებულოს დღევანდელი სხდომა სამი საათი გრძელდებოდა. აირჩიეს კომისიის თამჯდომარე, ასევე ექვსი მუდმივმოქმედი და  ექვსი დროებითი კომისიის წევრი.

2010-06-16 | პოლიტიკა 

ერთი წელი, სამი თვე, 10 დღე

2009 წლის თებერვალში შექმნილი ალიანსი, რომელმაც მოღვაწეობა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით დაიწყო და 2010 წლის თვითთმართველობის არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ხმების 9.19 % მოიპოვა, დაიშალა.  ყოფილი მოძრაობა ”ალიანსი საქართველოსათვის”  ლიდერმა დაშლის შესახებ განცხადება 15 ივნისს გააკეთა.

გამარტივებული ვიზები და არალეგალური მიგრანტები

ევროპული ფასდაკლება საქართველოსთვის

ბრუსელში, მიგრაციასთან დაკავშირებით, ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრები ადასტურებს, რომ ევროპა საქართველოსთვის გარკვეული შეღავათების დაწესებაზე ფიქრობს და, ამავდროულად, რიგ საკითხებთან მიმართებაში, მისგან პასუხისმგებლობების აღებას და აქტივობას ელის.  

მიხეილ სააკაშვილი: „ჩემი ვიზიტი ჩვენი ქვეყნის იზოლაციისკენ მიმართულ რუსეთის ძალისხმევას მარხავს”

"პოლიტიკურად, სამწუხაროდ, არსებობს საერთაშორისო სიტუაციით გამოწვეული დისტანცია. ჩვენს ქვეყნებს შორის შედგა საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები. გვაქვს ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროები, კერძოდ კი, ენერგეტიკის მიმართულება. მაგრამ თუკი ირანის წინააღმდეგ სანქციებს მიიღებენ, რა თქმა უნდა, საქართველო მათ დაიცავს. მე მიკვირს, რომ ამდენი საუბარია ირანთან დაახლოებაზე. სინამდვილეში ეს ჩვეულებრივი საქმეა".

2010-06-04 | პოლიტიკა 

საქართველოს საგარეო პოლიტიკა

სად გაჩერდება ფლუგერი

ალექსანდრე რონდელი ფიქრობს, რომ  საქართველო-ირანის ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლამ ამერიკის შეერთებული შტატები არ უნდა გააღიზიანოს. მისი თქმით,   საქართველო თავის პოლიტიკას დამოუკიდებლად ატარებს და თვლის, რომ ”არ უნდა დავეკითხოთ ყველას, რა გავაკეთოთ”.

2010-06-04 | პოლიტიკა 

სოზარ სუბარი ალიანსიდან ალიანსში?

სოზარ სუბარი  გაჩეჩილაძე-ოქრუაშვილი-ბურჯანაძის  ალიანსში  გაერთიანებას, ჯერჯერობით, არ გეგმავს, მაგრამ ამბობს, რომ მათთთან კონსულტაციები მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ ალიანსი შეიქმნება, სუბარს გადაწყვეტილი არ აქვს, რა სახით ითანამშრომლებს მათთან.

ემილ სულეიმანოვი: ირანი საქართველოსთვის დასავლეთს ვერ შეცვლის

რას ნიშნავს ბოლო დროს საქართველო- ირანის ურთიერთობის “ახალი ეტაპზე” გადასვლა? რა  პოლიტიკური თამაშებს იწყებს საქართველო და ირანი? და  ვის არ აძლევს ხელს ამ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება? ამ კითხვებს ნეტგაზეთთან ინტერვიუში ექსპერტი კავკასიის საკითხებში, პოლიტოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პრაღის კარლოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი  ემილ სულეიმანოვი პასუხობს.

ყველაზე საქმიანი, ყველაზე ემოციური, ყველაზე ეროვნული და ..

თბილისის მერობის კანდიდატებმა საკუთარ საარჩევნო პლაკატებსა და სლოგანებს  თავი ერთად მოუყარეს. „აირჩიე საქართველოს მომავალი“ – ამ სახელწოდებით „თბილისი მარიოტში“ „ბიზნეს ტრენინგების ასოციაციამ“  ფესტივალი მოაწყო.

2010-05-17 | პოლიტიკა 

საქართველო და ჯავახეთის დიასპორა რუსეთში

ჯავახეთის დიასპორამ რუსეთში  საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის მიმართ შემუშავებული სტრატეგია,   სამცხე –ჯავახეთისა და წალკის სომხებით დასახლებული ტერიტორიაზე განახორციელოს.

ობამა, ბაიდენი, პუტინი და დამცირება რომელიც არ ყოფილა

პრეზიდენტისთვის, რომელმაც მიზნად დაისახა რუსეთთან ურთიერთობების „გადატვირთვა“, მას შემდეგ, რაც ბუში-პუტინის შეუდარებელმა დუეტმა ორმხრივი თანამშრომლობის ყველანაირი ფორმა მოსპო, ეს ძალიან უცნაური ნაბიჯი იყო

რელიგიური კონფესიების სამართლებრივი სტატუსი

სამართლებრივი სტატუსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა დღეს რელიგიურ კონფესიებს სთავაზობს, არასამეწარმეო იურიდიული პირია. საქართველოში არსებულ რელიგიურ ერთობებს ამ სტატუსის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ.  

პირველი საჩივარი აჭარიდან

ბათუმის საარჩევნო ოლქის 75-ე საუბნო კომისიის პირველივე სხდომაზე "კონსერვატორების" წარმომადგენელზე ზეწოლა განხორციელდა. მაია ფარტენაძე ოლქის წარმომადგენელმა - დავით გეგიაძემ შენობიდან გაიყვანა და კომისიის მდივნის ვაკანტურ თანამდებობაზე "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა მოსთხოვა - ამ შინაარსის საჩივრით პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა

მოდელირებული ახალი ამბავი

„კონსერვატორების“ მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ სარაჯიშვილის 15 ნომერში დევნილებს 2 წელიწადი ელექტროენეგრია არ მიეწოდებათ, სიმართლე არ აღმოჩნდა.

"ჭეშმარიტების სახელით ჭეშმარიტების წინააღმდეგ"

მშკ– მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი

მართლმადიდებელ  მშობელთა კავშირის ოფისი ორი პატარა ოთახია. პირველი, რაც თვალში მოგხვდება, კედელზე გაკრული ხატებია. აქ მისალმების შემდეგ, რომელიც, როგორც წესი, სიტყვა „მშვიდობით“ შემოიფარგლება, ხატებს ეამბორებიან. თუმცა, სანამ ოფისში მიხვალ, თბილისის ერთ არც თუ ისე პატარა ქუჩაზე, ჭიშკარი უნდა შეაღო, რომელსაც რატომღაც ფეხსაცმელები ახატია. დღეს კი ეზოში ავი ძაღლია, მართალია, დაბმული, მაგრამ მაინც ავი. ოფისის კარამდე გასავლელი გზა კი, აქ პირველად მყოფს გაფიქრებინებს, რომ სხვაგან მოხვდი.

შეთანხმება კვერცხების ფონზე

„ბიბისის“ ცნობით, საპარლამენტო ქაოსის მიუხედავად, უკრაინის პარლამენტში დებატები გაგრძელდა და პარლამენტის 450 წევრიდან შეთანხმებას მხარი 236 დეპუტატმა დაუჭირა. შეთანხმების მიხედვით, რუსეთის ჯარებს სევასტოპოლში ყოფნის ვადა 25 წლით გაუხანგრძლივა.

ღამის ბურუსის პატიმრები

“პოლიტიკური პატიმარი” იურიდიული ტერმინი არ არის. არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობა ასეთი სახის ტერმინს სამართლებრივად არ განმარტავს.

ვინ არის ”მიშა”? - პრეზიდენტის იმპიჩმენტი

თუ წამალაშვილისა და არველაძის საუბარში ნახსენები „მიშა“ მართლა საქართველოს პრეზიდენტია, გამოდის, რომ მან დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლის მეორე  თავი, რომელიც ამბობს, რომ „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.“

2010-04-22 | პოლიტიკა 

მოსახლეობის პოლიტიკური სიმპათიები

რესპონდენტებში ყველაზე ნაკლები სიმპათიებით სარგებლობენ ზურაბ  ნოღაიდელი, გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია, ნინო ბურჯანაძე და ჯონდი ბაღათურია – ეს საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვის “ბარომეტრი 2009” ერთერთი შედეგია. კვლევის პრეზენტაცია დღეს გაიმართება.

ფასიანი პოლიტიკური რეკლამა და არათანაბარი საარჩევნო გარემო

30  წამიანი ერთჯერადი საარჩევნო რეკლამა ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ზე პოლიტიკურ პარტიებს 10–13 ათასი აშშ დოლარი დაუჯდებათ.  მიეცემათ თუ არა პოლიტიკურ პარტიებს და კანდიდატებს თანაბარი შესაძლებლობა ფასიანი პოლიტიკური რეკლამის წარმოებისას 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს?

ერთი ინტერვიუს ორი მხარე

შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარების კომენტირება ”ბათუმელებმა” ორ პოლიტიკოსს - პარლამენტარ დავით დარჩიაშვილსა და ”რესპუბლიკელ” პაატა ზაქარეიშვილს სთხოვა. ისინი ერთსა და იმავე კითხვებს პასუხობენ. პასუხები სტილის დაცვით იბეჭდება.

2010-04-14 | პოლიტიკა 

აჭარის მთავრობის კონკრეტული მოთხოვნები პრემიერ-მინისტრს

ქონების განკარგვა, სკოლის დირექტორების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნა და  კულტურულ ძეგლებზე სტატუსის მოხსნა-მინიჭების უფლება - ეს ის საკითხებია, რომელთა გამოც ლევან ვარშალომიძემ პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკა.

2010-04-13 | პოლიტიკა 

რას ითხოვს სომხების სათვისტომო

წუთიერი დუმილი თუ გენოციდის აღიარება

საქართველოში სომეხთა სათვისტომო, რომელიც დაახლოებით 500-მდე წევრს აერთიანებს, საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართვას უგზავნის და  ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარების თხოვს.  დეპუტატების ნაწილი ფიქრობს, რომ სომხების გენოციდის აღიარება ნაადრევია.  

2010-04-06 | პოლიტიკა 

რუსეთი ამერიკის რთულ პარტნიორად დარჩება

„რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობის სრული გაფუჭების მიზეზი, მოგეხსენებათ რუსეთ-საქართველოს ომი იყო 2008 წლის აგვისტოში, რომლის შემდეგაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.  შეერთებული შტატების რეაქცია რუსეთის მოქმედებებზე იყო ის, რომ პენტაგონმა ყველანაირი ურთიერთობა შეწყვიტა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან,“ განაცხადა  ამერიკული პროგრესის ცენტრის, რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ასოცირებულმა დირექტორმა, პროფესორმა ჩარაპმა.

სტროუბ ტელბოტი უკრაინას საქართველოსთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებას ურჩევს

 სტროუბ ტელბოტი, რომელიც კიევში, პინჩუკის ფონდის მიწვევით ჩავიდა, აცხადებს, რომ უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან ახლო ურთიერთობა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე, 53 წლის, ამბობს, რომ უკრაინას შეუძლია საქართველოს და რუსეთს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა გააუმჯობესოს.

უკრაინამ გააუქმა ნატოს საკითხებზე მომუშავე კომისია

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გააუქმა ნატოში გაწევრიანების საკითხებზე მომუშავე ეროვნული კომისია. შესაბამისი ბრაძანებულება (496/2010) უკრაინის პრეზიდენტმა  2 აპრილს გამოსცა.

არჩევანი დავითაშვილსა და ძიძიგურს შორის

”ეროვნული საბჭოს” პრაიმერი

პრაიმერი, რომლითაც ”ეროვნულმა საბჭომ” 6-8 აპრილს თბილისის მერობის კანდიდატი უნდა გამოავლინოს,  ოპოზიციურ პარტიებში ერთიან კანდიდატზე კონსულტაციების ალბათობას ამცირებს.

რას მიიღებს საქართველო ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის

ნატო-საქართველოს ურთიერთობა  უკრაინის გადაწყვეტილების და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში ქართული კონტიგენტის მონაწილეობის  ფონზე - ამ საკითხზე ”ნეტგაზეთი” ექსპერტს ნატოს საკითხებში ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა. ჩიტაძე ამბობს, რომ ალიანსმა შესაძლოა თვალი დახუჭოს გასატარებელ რეფორმებზე საქართველოს მონაწილეობის გამო ავღანეთის ოპერაციაში .

2010-03-08 | პოლიტიკა 

ავიამიმოსვლა საქართველო–რუსეთს შორის

„რიგი ტექნიკური პრობლემების მოგვარების შემდეგ, რუსეთი მზად იქნება საქართველოსთან პირდაპირი ავია მიმოსვლის შესახებ ილაპარაკოს“,–განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს, 8 მარტს, ამ თემაზე საქართველოს განცხადების შემდეგ.

ლევან გაჩეჩილაძე ალასანიას ინიციატივას უერთდება

ლევან გაჩეჩილაძე დღეს, საღამოს 6 საათზე გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ ის მთელი მისი რესურსით უერთდება ირაკლი ალასანიას ინიციატივას.

ფასიანი პოლიტიკური რეკლამა და არათანაბარი საარჩევნო გარემო

30  წამიანი ერთჯერადი საარჩევნო რეკლამა ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ზე პოლიტიკურ პარტიებს 10–13 ათასი აშშ დოლარი დაუჯდებათ.  მიეცემათ თუ არა პოლიტიკურ პარტიებს და კანდიდატებს თანაბარი შესაძლებლობა ფასიანი პოლიტიკური რეკლამის წარმოებისას 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს?

ხმაურის შემდეგ ცესკოს სხდომა ჟურნალისტებისთვის დაიხურა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სიებთან დაკავშირებით შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან ხმაურში გადაიზარდა, რის შემდეგაც სხდომა ჟურნალისტებისთვის დაიხურა.

ოპოზიცია თბილისის მერობის ერთიან კანდიდატზე ვერ თანხმდება

ოპოზიციური პარტიები თბილისი მერობის ერთიან კანდიდატზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.  პარტიების წარმომადგენელბი უკვე გამოხმაურნენ „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებას,  რომ ერთიანობის შემთხვევაში ოპოზიციის გამარჯვება ადგილობრივ არჩევნებში ”გარდაუვალი იქნება”.

ამომრჩეველთა რაოდენობა მცირდება

ამომრჩეველთა სიის მხოლოდ ორკვირიანი მონიტორინგის შედეგად სიიდან 90 ათასზე მეტი მოქალაქეა ამოღებული. რესპუბლიკური პარტია  მთავარ პროკურორს მიმართავს გამოიძიოს  7 ათასი მოქალაქის ირგვლივ არსებული გარემოებები და დაადგინოს ის მოხელეები,  ვინც ”გააყალბა მოქალაქეების სარეგისტრაციო მონაცემები და ვის პოლიტიკურ მითითებებს ასრულებდნენ ისინი".

აბაშიძის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს 14 წელი მიუსაჯეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.  გასამართლებული არიან აჭარის ავტონომიის ყოფილი შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები.

შეასრულებს თუ არა საქართველო ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში ჯერჯერობით არ არის შესული კანონპროექტი საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლთა ქოენებრივი უზრუნველყოფის შესახებ.

2010-02-11 | პოლიტიკა 

ვენეციის კომისია და საქართველო

უნდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას ევროპა

საქართველოს ხელისუფლება  აჯილდოვებს ავტორიტეტული ვენეციის კომისიის  პრეზიდენტს,  უხარია ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტი თბილისში, თუმცა კომისიის რეკომენდაციების მნიშვნელოვან  ნაწილს 2004 წლიდან არ ითვალისწინებს. "ნეტგაზეთმა" კომისიის რეკომენდაციების შესრულება სწორედ ამ დროიდან გადაამოწმა.

გია ჭანტურია– თბილისის მერობის კანდიდატი

“ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ” თბილისის მერობის კანდიდატად გია ჭანტურია დაასახელა. “ჩვენ გია ჭანტურიას მოვიაზრებთ, როგორც XXI საუკუნის თბილისის არჩეულ მერს"–  განაცხადა “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ

ექსპერტები პრეზიდენტის ინიციატივის წინააღმდეგ

გადასახადების ცვლილება უმრავლესობის გადაწყვეტილებით

"მსოფლიოში ვერ ნახავთ ვერც ერთ ქვეყანას, რომლის კონსტიტუციაში წერია,  რომ გადასახადების გაზრდა შეიძლება რეფერენდუმის გზით", – ამბობს კონსტიტუციური სამართლის პროფესორი ვახტანგ ხმალაძე, პრეზიდენტის ახალი ინიციატივის კომენტირებისას. პრეზიდენტის ინიციატივა - გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებში ცვლილებების შეტანა რეფერენდუმის გზით, პარლამენტმა განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო.

ინიციატივა ამომრჩეველთა სიების გადამოწმებაზე

ქრისტიან დემოკრატიული პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე საარჩევნო სიების გადამოწმების ახალი ინიციატივით გამოვიდა. მისი აზრით პოლიტიკურმა პარტიებმა სიები ერთობლივად უნდა გადაამოწმონ და თითოეული პარტიისათვის გამოყოფილი თანხაც უნდა გაერთიანდეს. პოლიტიკური პარტიები ამ ინიციატივას არ იზიარებენ.

2010-02-10 | პოლიტიკა 

უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო მიუნხენის კონფერენციაზე ”უდიდეს ინტერესს იწვევდა”

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ შექმნილ ვითარებას და ევროკავშირის ხელშეწყობით ხელმოწერილი 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების  აუცილებლობას.

ნდობის მანდატი: უკრაინულ არჩევნებში რეალურად დემოკრატიამ გაიმარჯვა

ერთი შეხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში პრომოსკოვური ოპოზიციური ლიდერის საბოლოო გამარჯვება პრემიერ–მინისტრ იულია ტიმოშენკოზე, თითქოს იმ დემოკრატიული პროდასავლური „ფერადი რევოლუციების“ ანულირებაზე მიუთითებს, რომლებმაც გასული ათწლეულის განმავლობაში ყოფილი საბჭოთა სივრცე მოიცვა

2010-02-10 | პოლიტიკა 

"ჭყინტი" მოვლენები და ნოღაიდელი

“სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერის მოქმედებას რისკად აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე: “ნოღაიდელი საკმაოდ დიდ რისკზე წავიდა, როგორც პოლიტიკოსი, როცა ეს ნაბიჯები გადადგა. დღეს რუსეთთან პარტნიორობა პოპულარული არ არის. შეიძლება ნოღაიდელის რეიტინგი ნულიდან დაიძრა და რაღაც ზღვარს მიაღწია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ექნება რაიმე შანსი ქართულ ელექტორატში”.

"სამართლიანი არჩევნები" უკრაინაში დამკვირვებლებს გააგზავნის

არასამთავრობიო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე დამკვირვებლებს აგზავნის. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკა სირაძე " ნეტგაზეთთან " საუბარში აცხადებს, " სამართლიანი არჩევნები" საერთაშორისო ორგანიზაცია ENEM0 -ს ( არჩევნების მონიტორინგის ევროპული ქსელი) წევრია და უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებზე 26 მოკლევადიანი დამკვირვებლის გაგზავნის ვალდებულება აქვს აღებული.

პარტიების გადამოწმებულ სიებს ცსკ–ო გადაამოწმებს

5 თებერვალიდან, ამომრჩეველთა სიების “კარდაკარ” გადამოწმების პროცესი დავით უსუფაშვილის თქმით ვერ დაიწყება. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის თქმით თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარტიებისთვის ამომრჩეველთა სიები 5 თებერვლისთვის უნდა მიეწოდებინა: "როგორც ჩანს 15 თებერვლამდეც ვერ მოხერხდება. ამბობენ რომ კომპიუტერულ დამუშავებას მეტი დრო სჭირდება.”

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი უკარაინის არჩევნებს დააკვირდება

უკრაინულ არჩევნებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის უფროსი თორნიკე კილანავაც დააკვირდება. თუმცა წყაროს არ დაუკონკრეტებია კილანავა დარეგისტრირდა თუ არა, როგორც დამკვირვებელი.

2010-01-29 | პოლიტიკა 

სააკაშვილი აშშ-ს ავღანეთის ტვირთებისთვის საქართველოს მარშრუტს სთავაზობს

  საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეერთებულ შტატებს ავღანეთში იარაღის ტრანსპორტირებისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენებას სთავაზობს.  

2010-01-27 | პოლიტიკა 

ბრიუსელის შეხვედრის შედეგები და ჟენევის მოლაპარაკებები

საქართველოს მიერ ნატო საქართველოს სხოდომაზე წარდგენილი 2010 წლის ეროვნულია გეგმა დადებითად შეფასდა შეხვედრა ბრიუსელში ნატოს შტაბ ბინაში გაიმართა. მას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში აკრედიტებული საელჩიოების პოლიტიკური მდივნები ესწრებოდნენ. გამოითქვა გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები. გეგმის საბოლოო ვარიანტს თებერვლის თვეში ნატო საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოზე დასამტკიცებლად სახელმწიფო მინსიტრი გიორგი ბარამიძე წარადგენს. ნატოს გენერალურ მდივანს დღეს თბილისის დროით 5 საათზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება

2010-01-26 | პოლიტიკა 

ბრუსელში ნატოსადმი საქართველოს წლევანდელ ვალდებულებებს განიხილავენ

ბრიუსელში დღეს  ნატო–საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელზეც მხარეები საქართველოსთვის 2010 წლის ეროვნულ პროგრამაზე შეთანხმდებიან. ექსპერტი ნატოს საკითხებში ნიკა ჩიტიძე ამბობს რომ საქართველოს გასული წლის ეროვნული გეგმის შესრულება ძირითადად დადებითად შეფასდება, თუმცა კვლავ რჩება მოთხოვნად საარჩევნო კანონმდებლო და  სასამართლოს რეფორმა.

2 მილიონი (+..) ლარი უკრაინის არჩევნებისთვის

საქართველოს უცნაური და არშემდგარი მისია

მაშინ, როცა უკრაინაში ჩასული საპრეზიდენტო არჩევნების დამკვირვებლების საერთო რაოდენობა სხვადასხვა ქვეყნიდან 276, ხოლო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან სულ 2.873     ადამიანს შეადგენდა, საქართველოდან მისავლინებელი დამკვირვებლების რიცხვი სხვადასხვა მონაცემით 1055-დან 2500-მდე მერყეობს.

ტიმოშენკო არჩევნების ფალსიფიკაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს

იულია ტიმოშენკო, უკრაინის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ვიქტორ იანუკოვიჩს, რომელიც არჩენების მეორე ტურში მისი მთავარი კონკურენტია, არჩევნების ფალსიფიცირებაში ადანაშაულებს.

2010-01-27 | პოლიტიკა 

ახალი სტრატეგია კონფლიქტურ რეგიონებზე

საქართველოს მთავრობამ კონფლიქტურ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგია დაამტკიცა. სტრატეგიის სახელწოდებაა - “ჩართულობა თანამშრომლობის გზით”.  

ოპოზიციის ნაწილი კი პრაიმერისთვის ემზადება

ამომრჩეველთა სიების გადამოწმება იწყება

საჯარო რეესტრის სააგენტო  ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ამომრჩეველთა სიებს დღეს წარუდგენს. კანონის შესაბამისად ამომარჩეველთა სიები ცესკო-ს საჯარო რეესტრმა წელიწადში ოთხჯერ უნდა წარუდგინოს.

2010-02-05 | პოლიტიკა 

ახალი ბარიერები სომხურ–თურქულ ურთიერთობებში

საკონსტიტუციო სასამართლომ სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციასთან სომხურ-თურქული პროტოკოლების შესაბამისობა დაამტკიცა, თუმცა, თურქული მხარე დოკუმენტების დამტკიცებას არ ჩქარობს და ახალ ბარიერებს ქმნის.

კანონპროექტი ბიზნესისთვის თუ ბიზნესის წინააღმდეგ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდება. დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ  შემოსავლების სამსახური კერძო ბიზნესის კონკურენტი გახდება, ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაიას აზრით კი ეს ცვლილება ბიზნესზე ცუდად აისახება.

2010-01-26 | პოლიტიკა 

დეპუტატთა ნაწილი “ფრიდომ ჰაუსის” დასკვნას აპროტესტებს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები “ფრიდომ ჰაუსის” 2009 წლის დასკვნასთან დაკავშირებით საპროტესტო მიმართვას ამზადებენ.საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ “ფრიდომ ჰაუსის” დასკვნაში, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოხსენებულია,  როგორც სადაო ტერიტორიები და აფხაზეთს ნახევრად თავისუფალი ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ინტერვიუ ლაშა ბაქრაძესთან

"რუსეთისა და აფხაზეთის გაერთიანების 200 წლისთავი"

რუსეთის სათათბირო საბჭომ, “რუსეთისა და აფხაზეთის გაერთიანების 200 წლისთავთან დაკავშირებით” განცხადება ყოველგვარი კენჭისყრის გარეშე განიხილა. განცხადების ავტორები ამ ორ ქვეყანას შორის იმდენად მჭიდრო კავშირებს ხედავენ, რომ რუს და აფხაზ ხალხს ერთ ერად მოიხსენიებენ. ამ ინიციატივის კომენტირებისას ინტერნეტ გაზეთ GZT.RU -სთან დეფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 200 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. "ბათუმელებმა" ამ საკითხზე ინტერვიუ  ისტორიკოს ლაშა ბაქრაძესთან ჩაწერა:.

ლევან ბერძენიშვილი უკრაიანის და არჩევნების შესახებ

როგორ შეიძლება გაგრძელდეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ვიქტორ იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემდეგ, რა ერთიანი ხედვის შენარჩუნებას შესძლებს საქართველო უკრაინასთან? ამ საკითხზე ბლიც ინტერვიუ “ბათუმელებმა” რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილთან მოამზადა.

"მაშინ მილიტარისტი იყო დავით აღმაშენებელი და ყველა დიდი ქართველი პატრიოტი”

ზაალ ანდრონიკაშვილი: "...პრეზიდენტმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა სამხედრო-პატრიოტულ აღზრდასთან დაკავშირებით. მეც გადავწყვიტე რამდენიმე კომენტარი გამეკეთებინა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ინიციატივის მხარდამჭერებს მისი სიტყვების "კონტენტ-ანალიზი" რატომღაც აღიზიანებთ".