დღეს გალერეა ,,კოპალაში” მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიული სწავლების ცენტრმა, სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენის პარალელურად, ცენტრის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია მოაწყო.
იური მეჩითოვს წელს 60 წელი შეუსრულდა. თბილისის ისტორიის მუზეუმში გამართულ გამოფენაზე სახელწოდებით „წამებად ქცეული წლები“ ფოტოგრაფმა 1979 წლიდან მოყოლებული დღემდე შექმნილ ნამუშევრებს მოუყარა თავი. ვიდეოში იური მეჩითოვი სწორედ ამ გამოფენისთვის შერჩეული ფოტოების და ფოტოებზე ასახულ საქართველოს ისტორიასთან საკუთარი დამოკიდებულების შესახებ მოგვითხრობს.
28 ივლისიდან თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს გარდაცვლილი ორი ქართველი ჟურნალისტის, ალექსანდრე კლიმჩუკისა და გიგა ჩიხლაძის ნამუშევრების ფოტოგამოფენას უმასპინძლებს. გამოფენის ავტორი ხელოვნებათმცოდნე ნინო ზაალიშვილია. მუზეუმის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის პირველი აბზაცი გვამცნობს, რომ ჟურნალისტები ”საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის” დაიღუპნენ.
გვაქვს თუ არა მოდერნიზმი საქართველოში, როგორ იცვლება შენობების იდეოლოგია მათი ფუნქციის ცვლილების დროს და რატომ გვავიწყდება არქიტექტორ გიორგი ჩახავას უტოპისტური ნაგებობის ფასი თანამედროვე არქიტექტურის კონტექსტში? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა დამთვალიერებელს 22-25 ივლისს საავტომობილო გზების ყოფილი სამინისტროში ექნება, რომელიც ქართველი და უცხოელი კურატორების შემოქმედებითი ინსპირაციის საგანი გახდა და რომელიც სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს პროექტს სახელწოდებით – ”გაყინული მომენტები: არქიტექტურა გვპასუხობს”.
”ევროპის სახლში” აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა ნივთებია გამოფენილი. მოძიებულია 50-მდე ექსპონატი, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებმა საკუთარი სახლების დატოვებისას წამოიღეს.
დღეს, 6 საათზე, თბილისის გოეთეს ინსტიტუტში გაიხსნება ფოტოგამოფენა ”ძველი თბილისის იდენტობა და სული”. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ონლაინ ფოტო კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრები.
გიორგი ლეონიძის ლიტერატურის მუზეუმის ახალი დირექტორის, ლაშა ბაქრაძის სურვილია, გამოაცოცხლოს და თბილისის ცენტრში კულტურულ ცენტრად აქციოს ეს დაწესებულება. მუზეუმის გააქტიურებას ისახავს მიზნად გამოფენების ციკლიც, რომელიც ლაშა ბაქრაძეს კურატორ მაგდა გურულთან ერთად აქვს ჩაფიქრებული და რომლის პირველი მცდელობა ლიტერატურის მუზეუმში გასულ კვირას განხორციელდა.
„მუზეუმები სოციალური ჰარმონიისათვის“ მუზეუმების საერთაშორისო დღის წლევანდელი დევიზია. ეს დღე, 18 მაისი, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმმა გამოფენით „საქართველოში მცხოვრები დუხობორების ტანსაცმელი და ტექსტილი“ აღნიშნა. გამოფენა 30 მაისამდე გასტანს.
14- 17 მაისს თბილისში ფოტოგრაფიის სამდღიანი ფესტივალი Tbilisi Open Air Photo Fest გაიმართება, რომელიც ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული ასეთი მაშტაბური სახის პირველი ღონისძიებაა საქართველოში. ფესტივალი ევროპის სახლის ნათლობაცაა, რადგან ეს იქნება პირველი კულტურული პროგრამა, რომლითაც იგი გაიხსნება. ფესტივალის განხორციელებაში, თბილისის ფოტოგრაფიის სახლთან ერთად, არლის ფოტოგრაფიის ფესტივალი (Les Rencontres d'Arles) მონაწილეობს. სამი დღის განმავლობაში ორგანიზატორებს გამოფენები, ვიდეო-პროექციები, დებატები და დაჯილდოების ცერემონიალიც აქვთ დაგეგმილი.
დღეს, 29 იანვარს თბილისის მერიის ინიციატივით აღმაშენებლის გამზირზე, ყოფილი რკინიგზელთა სახლის შენობის წინ გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“. გამოფენა აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტის ნაწილია. პროექტის პრეზენტაციას დღეს ქვეყნის პრეზიდენტი და ქალაქ თბილისის მერი, გიგი უგულავა დაეწსრნენ.