Topics

იური მეჩითოვის წამებად ქცეული წლები

იური მეჩითოვს წელს 60 წელი შეუსრულდა. თბილისის ისტორიის მუზეუმში გამართულ გამოფენაზე სახელწოდებით „წამებად ქცეული წლები“ ფოტოგრაფმა 1979 წლიდან მოყოლებული დღემდე შექმნილ ნამუშევრებს მოუყარა თავი. ვიდეოში იური მეჩითოვი სწორედ ამ გამოფენისთვის შერჩეული ფოტოების და ფოტოებზე ასახულ საქართველოს ისტორიასთან საკუთარი დამოკიდებულების შესახებ მოგვითხრობს.   

ომის ჟურნალისტიკა ქარვასლაში

28 ივლისიდან თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს გარდაცვლილი ორი ქართველი ჟურნალისტის, ალექსანდრე კლიმჩუკისა და გიგა ჩიხლაძის ნამუშევრების ფოტოგამოფენას უმასპინძლებს. გამოფენის ავტორი ხელოვნებათმცოდნე ნინო ზაალიშვილია. მუზეუმის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის პირველი აბზაცი გვამცნობს, რომ ჟურნალისტები ”საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის” დაიღუპნენ. 

ფოტოგამოფენა ”ძველი თბილისის იდენტობა და სული”

დღეს, 6 საათზე, თბილისის გოეთეს ინსტიტუტში გაიხსნება ფოტოგამოფენა ”ძველი თბილისის იდენტობა და სული”. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ონლაინ ფოტო კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრები.

ახალი ბათუმი ფოტოობიექტივში

ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე პატარა ქუჩაზე, სადაც დღემდე დგას მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული ბელგიის საკონსულოს შენობა, 26 მაისს ფოტოკონკურსის შემაჯამებელი გამოფენა - „ახალი ძველი ბათუმი“ გაიმართა. კონკურსი ყოველწლიურად იმართება და ორგანიზატორების განცხადებით, მისი მიზანია ბათუმი ერთი თვის  განმავლობაში  ფოტომოყვარულთა და პროფესიონალთა ობიექტივში მოექცეს. 

თბილისში ფოტოგრაფიის პირველი ფესტივალი იწყება

ბევრი ფოტო, ბევრი სტუმარი და ღამის პრომენადი

14- 17 მაისს თბილისში ფოტოგრაფიის სამდღიანი ფესტივალი Tbilisi Open Air Photo Fest გაიმართება, რომელიც ფოტოგრაფიასთან დაკავშირებული ასეთი მაშტაბური სახის პირველი ღონისძიებაა საქართველოში. ფესტივალი ევროპის სახლის ნათლობაცაა, რადგან ეს იქნება პირველი კულტურული პროგრამა, რომლითაც იგი გაიხსნება. ფესტივალის განხორციელებაში, თბილისის ფოტოგრაფიის სახლთან ერთად, არლის ფოტოგრაფიის ფესტივალი (Les Rencontres d'Arles) მონაწილეობს. სამი დღის განმავლობაში ორგანიზატორებს გამოფენები, ვიდეო-პროექციები, დებატები და დაჯილდოების ცერემონიალიც აქვთ დაგეგმილი. 

ქართული გაზაფხული - მაგნუმის დღიურები

სასიამოვნო გაუგებრობა

წიგნმა სახელწოდებით „ქართული გაზაფხული – მაგნუმის დღიურები“არ შეუწყო ხელი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მთავარ ამოცანას – უცხოეთში ქვეყნის პოზიტიური იმიჯის შექმნას. უნდა განვიხილოთ თუ არა ეს ფაქტი როგორც სამინისტროს მიერ თანხების არამიზნობრივი ხარჯვა თუ მას შეიძლება შევხედოთ როგორც სასიამოვნო შეცდომას, რომლის შედეგადაც ალბომის ფურცლებზე  გაუპრანჭავი საქართველო ვიხილეთ, საქართველო, რომლის საზღვრებშიც წიგნის მიხედვით სამაჩაბლოს რეგიონი არ იმყოფება?