კომენტარი

ენაზე მომდგარ სიტყვასა...

ეს რა უგემოვნოდ და  არაპოლიტიკურად უხუმრია გუშინ პრეზიდენტ სააკაშვილს ?! ამას ჰქვია სიტყვა გამოუსხლტაო :) ნეტავი  მტრედები უკვე აფრინეს ობამასთან, აი, ნახეთ , იმან თქვენზე რა თქვაო ? ალბათ,  მინიმუმ, ერთკვირიანი “საბლატაო” თემა გაჩნდა კავკასიაზე - ზაფხულის ხვატში მეტი რა უნდა ინატრო, ერთი ტელევიზია რომ ხარ კაცი ?! ...

 გამახსენდა ქართული დემოსანეგდოტური გამოთქმა, რომელიც დღესაც ძალაშია:" მე, რა, ზანგი ვარ, ტოო ?" ეს  იმდროინდელია ,აშშ მხოლოდ ბიძია თომას ადგილ-სამყოფელი რომ ეგონა ხალხს. გუშინდელი პრეზიდენტის დაუფიქრებელი ფორმით გადმოცემული ნათქვამია, აზრია, რომ  რითი ვართ სხვაზე ნაკლებიო - უვარგისი წინადადება, დრომოჭმული, უადგილო ხუმრობაა და კუდსაც რამდენსაც მოინდომებ, იმდენს გამოაბამ., სურვილისამებრ სხვადასხვას. მერე შევნიშნე, თვალებიც კი დახუჭა, ეს რა წამოვროშეო, მაგრამ რა ... მაგიტომაცაა პრეზიდენტი, რომ ასე დაუფიქრებლად არ ილაპარაკოს. 

 უფრო იმან დამაფიქრა, რომ ვერ ვხვდები რატომ არ უნდა ვთქვა, თუ ასე მომინდა, რა თქმა უნდა, შავკანიანის ნაცვლად  ზანგი ? რითია ეს მიუღებელი და რასობრივი კუთხით  გაუმართლებელი ? სპარსული რომაა ? არგუმენტად არ გამომადგება, რადგან თუ სხვა სპარსული წარმომავლობის სახელებს ვხმარობ “ქუჩას” , “ფანჯარას” და “რანგს” (სპარსულად ფერს ნიშნავს), “ზანგს” რაღას ვერჩი ?!  “ჟანგს” ნიშნავსო?! კი, მაგრამ სიტყვა "ჟანგიც" ხომ არსებობს , მართალია იმავე წარმომავლობის, მაგრამ სხვა ტევადობისაა, რომელიც არ იტევს "ზანგის" მნიშვნელობას.

 არასდროს მიფიქრია, რომ ამ სიტყვით ვინმეს ვაკნინებდი და ვიწუნებდი, თუმცა სუბიექტურობას აქაც არ გამოვრიცხავ : ზოგიერთი ზანგი გარეგნულად მომწონს და ზოგიერთი –არა, ისევე, როგორც ზოგიერთი იაპონელი მომწონს და ზოგიერთი ყაზახი-არა., ან გარეგნულად, ლამაზი შვედი ქალის ტიპი ტომ მირჩევნია ესპანელ ლამაზმანს..

 “ვეფხისტყაოსანში” ნესტან-დარეჯანის მამიდა დავარის ორი ზანგი მონა ჟანგიანები და ჭუჭყიანები იყვნენ ? თუ ტანად შავთა თვით პირიცა რომ შავი ედგათ, ამიტომ  იყვნენ ქაჯები ან იმიტომ დაახოცინა ისინი ფატმანმა, რომ შავკანიანები იყვნენ ? ფატმანი ხომ თეთრკანიანი საყვარლის მოსაკლავადაც უშვებს ავთანდილს.

 კიდევ კარგახანი დამჭირდება დასარწმუნებლად ვიხმარო თუ არა სიტყვა “ზანგი”. თუ მკითხავთ : ასე რამ გაგაწიწმატა, რაღა ახლა გაგახსენდა ეს სიტყვა თუ პრეზიდენტის ხუმრობა გეცა გულზე, ეს რამ ათქმევინაო, დიახ,  გულზეც მეცა, გულიც დამწყდა და გავგულისდი კიდეც.

 ვაი თუ პრეზიდენტს ის ანეკდოტური გამოთქმაც ახსოვს: “არიქა, რას გაჩუმებულხართ, ხმა ამოიღეთ, თორემ დაიბადა პოლიციელიო ” და ერთხელაც პოლიცია გაანაწყენოს, მაშინ ?!

 ოხერი რამაა სიტყვა, წამოგცდება და რა გინდა მერე, რომ ქნა.

 ერთი მამშვიდებს, რომ “უმსგავსო საქმე ყოველი, მოკლეა, მით ოხერია “ და ისიც ძალიან მეეჭვება, რომ პრეზიდენტის “ხუმრობამ” საერთაშორისო სკანდალი გამოიწვიოს, აფროამერიკული მოსახლეობა ააბუნტო. 

 

 

 

 

კომენტარი

E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

სტიქიიდან ფეხბურთამდე

რამდენად მიზანშეწონილია იმ ქვეყნის პირველი პირისგან, რომელმაც წინა ღამეს ხუთი ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვით დასრულებული ბუნებრივი სტიქია გადაიტანა, სლოვენიაში ფეხბურთის მატჩის საყურებლად გაფრენა?


ელ-მთავრობის შესახებ

“მე პატარა რობოტი ვარ,კავკასიის მთების შვილიდა განცხრომით სხვაგან ყოფნასმირჩევნია აქ ERROR ERROR”


უკან – შიშია !

ხელისუფლებაში მათი მოსვლის პირვალსავე წელს ცხარე კამათი გვქონდა მე და ნინო ზურიაშვილს გიგა ბოკერიასთან: ვეუბნებოდით, გამოძიებითი ჟურნალისტიკა უნდა დარჩეს ეთერში იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის სასარგებლოა. პასუხი იყო ასეთი: არც ერთ ხელისუფლებას არ სიამოვნებს გარედან კრიტიკა, და საერთოდაც გვირჩია, ჯობს, პროფესია  შეიცვალოთო.

წინა | შემდეგი
2012-05-18

"იდენტობა" მიმართავს მერაბიშვილს გამოიძიოს გუშინდელი ფაქტი

"იდენტობა" შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს საჩივრით მიმართავს.

2012-05-18

ამურის ისარი თუ გზის მანიშნებელი ჯოჯოხეთში?

“მშვენიერი ამინდია. ცა - უკიდეგანო. მე მყავს ორი მეგობარი, რომლებიც შეყვარებულნი არიან ჩემზე და ჩვენ სხვა საქმე არ გვაქვს, გარდა იმისა რომ ერთმანეთი გვიყვარდეს.”  

2012-05-18

კოალიცია ”ევროპული საქართველოსთვის” გმობს LGBT აქტივისტების დარბევას

კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის" წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები გამოთქვამენ უკიდურეს აღშფოთებას 17 მაისს, თბილისში, რელიგიური ექსტრემისტების მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისა და ძალადობის გამო. აღნიშნული განცხადება კოალიცია სოციალური ქსელით გაავრცელა.

წინა | შემდეგი