გეი მსვლელობის თემის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის და საქართველოში ჰომოსექსუალთა უფლებების შესახებ ნეტგაზეთი ეკა აღდგომელაშვილს ესაუბრა. ბოლო რამდენიმე წელია იგი ქალთა და ჰომოსექსუალთა უფლებების საკითხზე მუშაობს.
ქართული მედია ბათუმში გეიაღლუმის ჩატარებაზე სისტემატურად ავრცელებს ინფორმაციას. დღემდე არ არსებობს წყარო, რომელიც დაადასტურებს ამ ინფორმაციას. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე, ფაქტობრივად, გამორიცხავს გეიაღლუმის ბათუმში ჩატარებას. ჟურნალისტ ია ანთაძის აზრით კი, ეს აჟიოტაჟი უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემის - საკონსტიტუციო რეფორმისგან ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად. ჟურნალისტის აზრით, ამ ინფორმაციის წყარო, სავარაუდოდ, ხელისუფლებაა. არაოფიციალური ცნობით კი, გეიაღლუმი ხვალ უნდა გაიმართოს ბათუმის ახალ ბულვარში.
„ნგიახოლისა“ ზულუს ენაზე ბოდიშს ნიშნავს. ზულუ ერთ–ერთი უძველესი და უმსხვილესი აფრიკული ტომია, რომელიც სამხრეთ აფრიკაში თეთრების აპარტეიდული მმართველობის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა. თეთრკანიანთა მხრიდან შავკანიანებისადმი მიყენებულ დამცირებასა და ჩაგვრაში გუშინ თავისი წვლილი საქართველოს პრეზიდენტმაც შეიტანა.
მიუხედავად ექსპერტების რჩევებისა, რომ საქართველომ ამ გარიგების განხილვისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რადგანაც სასწორზე ქვეყნის უსაფრთხოებაა, საქართველოს ხელისუფლება კვლავ აგრძელებდა მცდელობას, ორმაგად ეთამაშა რუსეთსა და სტრატეგიულ პარტნიორს აშშ-ს შორის. კერძოდ, ხელისუფლება მუდმივად აფიქსირებდა პოზიციას: „განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“
ცალსახად დადებითი მოვლენაა საშემოსავლო გადასახადის შემცირების ტენდენცია 20 პროცენტიდან 15 პროცენტამდე. თუმცა არის ტენდენცია, რომ ერთგვარად უარესდება იმ ფიზიკური პირების მდგომარეობა, რომლებიც, შესაძლებელია, სრულებით არ ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას, თუმცა აპირებდნენ, ვთქვათ, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას.
რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ, რომელიც ღიაობასა და დემოკრატიაზე საუბრობს, სტალინის ძეგლის დემონტაჟი ღამე განეხორციელებინა და იყო თუ არა ეს უკმაყოფილო მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის თავის არიდება. ნეტგაზეთმა ამ საკითხებზე კითხვები პავლე კუბლაშვილს და ლევან ბერძენიშვილს დაუსვა.
სერტიფიცირების სისტემის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი სწორედ სხვადასხვა მხარის: მასწავლებლების, სკოლების მენეჯერული რგოლის, მშობლების, უმაღლესებისა და სახელმწიფოს ინტერესების თანხვედრა იქნება. ასევე მნიშვნელოვანი იქნება კონტექსტი, რომელშიც სასერტიფიკაციო სისტემა იმოქმედებს.
გია ნოდია: შემთხვევითი არ არის, რომ ბარაკ ობამა საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკეს შეერთებულ შტატებში მაკკეინმა და სხვებმაც. ობამას განცხადება არ ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები აღარ არის ჩვენი პარტნიორი და მისგან მხარდაჭერა არ გვაქვს. ეს ბუნებრივი ვითარებაა. უბრალოდ, ჩვენ ობამასგან მეტი მხარდაჭერა გვინდა, მაგრამ იმდენი არ გვაქვს, რამდენიც გვჭირდება.
სისტემის მიერ ნაკარნახევი, გადარჩენის საშუალების ერთ-ერთი მაგალითი გუშინ ვიხილეთ გადაცემა „სიმართლის დროში“, რომელშიც მიწვეული იყო „საიდუმლო სირობის“ ავტორი ერეკლე დეისაძე. წიგნის ავტორის, რომელიც ერთი თვის განმავლობაში ქართველთა მთავარ გასაკიცხ, საგინებელ, საწყევლ ობიექტად ქცვეულიყო, ეროვნული კლანის საშოში, პომპეზურად, ტელე-პროტესტანტი მწერლის იმიჯით დაბრუნდა.
”წმიდა სინოდმა მადლიერებით აღნიშნა, რომ, მართალია, კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს საპატრიარქოს მფლობელობაში არსებული ძირითადი ტერიტორიები და შენობა-ნაგებობები ეკლესიას დაუკანონდა და ახალი ობიექტებიც გადაეცა, მაგრამ გასაკეთებელი კვლავაც ბევრია, განსაკუთრებით, ეპარქიებთან მიმართებაში.
არიან თუ არა საარჩევნო უბნებთან, თეთრი ფურცლებითა და საწერი კალმებით ხელში მდგარი ადამიანები, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები? ამ კითხვას ჩუღურეთის რაიონის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი, ანდრო ალავიძე პასუხობს.
ასოციაცია ”სამართალი და თავისუფლება” არჩევნებს სპეცუბნებზე აკვირდება. ირაკლი სესიაშვილი, ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ უბნებზე ძალიან მაღალი აქტივობა ფიქსირდება. მისი აზრით, აქტივობის ერთ–ერთი მიზეზი უწყებათა მითითებებია:
საარჩევნო უბნებთან მოქალაქეთა ჯგუფების აქტივობას „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი, ეკა სირაძე ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლად უფრო მიიჩნევს, ვიდრე ხმის ფარულობის დარღვევად.
ავთანდილ სილაგაძე, რომელიც ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” მიერ ორგანიზებულ პოლიტიკური პარტიების ეკონომიკური პროგრამების პრეზენტაციაზე ეკონომიკის საკითხების ექსპერტის რანგში იყო მიწვეული, ნეტგაზეთთან საუბარში დასკვნით შეფასებას აკეთებს.
"... ყველა შემთხვევაში ერთ და იგივე სტანდარტი უნდა იყოს. როცა ადამიანი თავს უფლებას აძლევს, რომ სტატიის სათაურში გამოიტანოს სიტყვა ”ჩეჩმიაძინი”, ამაზე სამართლებრივი რეაგირების საშუალება უნდა იყოს, იმიტომ, რომ ეს არის რასიზმის გამოვლინება”.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ე.წ სამხრეთ ოსეთის და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანება რუსეთს არ უნდა აწყობდეს. თუმცა ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი, თეიმურაზ მამსუროვი აცხადებს, რომ გაერთიანება გარდაუვალია.
გუშინ, საღამოს 5 საათზე, დაწყებულ აქციაზე მდგომარეობის გამწვავებამდე ნეტგაზეთმა აქციის მონაწილეები და უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაწერა. მათი ნაწილი ილიას უნივერსიტეტთან ფაშიზმის დასაგმობად და გამოხატვის თავისუფლების იდეის მხარდასაჭერად შეიკრიბა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წინა დღის მოთხოვნებს იზიარებდნენ, ან უბრალოდ არ ეთანხმებოდნენ ერეკლე დეისაძის წიგნის „საიდუმლო სირობა“ უნივერსიტეტის წიგნების მაღაზიაში გაყიდვის და კაფე „ლიგამუსში“ 15 აპრილს წიგნის პრეზენტაციის გამართვის ფაქტს. აქციაზე აქტუალური იყო სასწავლო დაწესებულებაში სამლოცველოს გახსნის მოთხოვნაც.
”თუ ვინმეს უფლება შეილახა, სამართალდამცავების მხრიდან უნდა ყოფილიყო რეაგირება”,-ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში, გუშინ ილიას უნივერსიტეტთან გამართული აქციისას მომხდარ ინციდენტზე.
თქვენი ყურადღება გვინდა მივაპყროთ საქართველოში უპატრონო ცხოველების უმძიმეს მდგომარეობას. მიუხედავად თბილისის მუნიციპალური სამსახურების მიერ ბოლო წლების განმავლობაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად გატარებული ინტენსიური კამპანიებისა, პრობლემა არ გადაწყვეტილა;
როდესაც კავკასიას გადახედავ, მარტივად მიხვდები რომ სომხეთი რუსეთის მოკავშირეა, აზერბაიჯანი და საქართველო კი დასავლეთის. ამ მოცემულობაში, რუსეთი მაქსიმალურად რაციონალურად იქცევა: ის ცდილობს მისი მოკავშირის (სომხეთის) დაცვას და თავისი პატარა მოკავშირეების (აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი) სტატუსი სახელმწიფოებრიობამდე აჰყავს. რუსეთმა მოკავშირე ქვეყნების რიცხვი უკვე სამამდე გაზარდა. ახლა რიგში დანარჩენი საქართველო და აზერბაიჯანი
ნატო-საქართველოს ურთიერთობა უკრაინის გადაწყვეტილების და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში ქართული კონტიგენტის მონაწილეობის ფონზე - ამ საკითხზე ”ნეტგაზეთი” ექსპერტს ნატოს საკითხებში ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა. ჩიტაძე ამბობს, რომ ალიანსმა შესაძლოა თვალი დახუჭოს გასატარებელ რეფორმებზე საქართველოს მონაწილეობის გამო ავღანეთის ოპერაციაში .
მედიასამართალში „მყინავი ეფექტი“ გამოხატავს ისეთ ვითარებას, როდესაც მასალის გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტისთვის პასუხისმგებლობის შეფარდება ხდება. სახელმწიფოს მიერ ასეთი ღონისძიებების გატარებას შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს შემდგომი ინფორმაციის გამოქვეყნებაზე, რამაც თავის მხრივ შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს შემდგომ სარედაქციო საქმიანობაზე.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ უოლტ უიტმენის გამო დამიჭერდნენ, ისიც ბუშის ქუჩაზე. ასეთი ფრაზით შეიძლება დაიწყოს ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობა ამერიკელმა მწერალმა. მაგრამ როცა ამ ფრაზით ქართველი პოეტი იწყებს სტატიას, რომელშიც რეალურ ფაქტებზე საუბრობს, გვიჩნდება კითხვები, რომლებიც ამავე დროს შეიძლება პასუხებიც იყოს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უზენაესი სასამართლოს 2010 წლის ბოლოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად (www.geostat.ge), ქვეყანაში საკმაოდ მძიმე ვითარებაა შექმნილი დანაშაულთან და ადიქტურ ქცევასთან მიმართებაში. ამ მონაცემების გარეშე, „შეუიარაღებელი თვალითაც“ ყველა ვხედავთ, რომ არასრულწლოვანთა დანაშაულმა, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარებამ, აზარტულმა თამაშებმა, რომელიც ხშირად მოზარდების თვითმკველობებით მთავრდება და, რომელსაც ამ ბოლო ხანებში აქტიურად აშუქებს საინფორმაციო საშუალებები, უკიდურეს წერტილს მიაღწია.
ხალხური გადმოცემები იმის თაობაზე, რომ ქართული პენ-კლუბი დიდი ხანია არსებობს, ადრეც მსმენოდა, მაგრამ დადასტურებული ინფორმაციით მხოლოდ ახლახანს გავიგე, რომ თურმე საქართველოში პენ-კლუბი ჯერ კიდევ 1997 წელს დაფუძნებულა.
ეს რა უგემოვნოდ და არაპოლიტიკურად უხუმრია გუშინ პრეზიდენტ სააკაშვილს ?! ამას ჰქვია სიტყვა გამოუსხლტაო :) ნეტავი მტრედები უკვე აფრინეს ობამასთან, აი, ნახეთ , იმან თქვენზე რა თქვაო ? ალბათ, მინიმუმ, ერთკვირიანი “საბლატაო” თემა გაჩნდა კავკასიაზე - ზაფხულის ხვატში მეტი რა უნდა ინატრო, ერთი ტელევიზია რომ ხარ კაცი ?! ...
ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ნოდარ ლადარია პრეზიდენტის გამოსვლაში რასისტულს ვერაფერს ხედავს. პროფესორი ამბობს, რომ ჟურნალისტებმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთეს.
Nodar Ladaria by netgazeti.ge-1
სერტიფიცირების სისტემის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი სწორედ სხვადასხვა მხარის: მასწავლებლების, სკოლების მენეჯერული რგოლის, მშობლების, უმაღლესებისა და სახელმწიფოს ინტერესების თანხვედრა იქნება. ასევე მნიშვნელოვანი იქნება კონტექსტი, რომელშიც სასერტიფიკაციო სისტემა იმოქმედებს.
წელს არა, მაგრამ გაისად განვაცვიფრებთ ტურისტებს მშენებარე ციხე-სიმაგრით და ე.წ. პიაცათი! არა მგონია, საპატიმროს გარდა, დღეს ვინმე დიდ ციხე-სასახლეს აშენებდეს, მაგრამ ამით კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, რომ ჩვენ ბებერი ერი ვართ, ჯერ კიდევ ბევრი მტერი გვყავს. მშვიდობიან პერიოდში, სასტუმრო, კაფე-მაღაზიები, ომის შემთხვევაში კი ჩავაყენებთ სარაკეტო კომპლექსებს!