სამართალი

სახლი, რომელიც ჩემია, ჩემი აღარ არის

”მოულოდნელად გავიგე, რომ სახლი, რომელშიც მთელი ბავშვობა გავატარე, რომელიც მამაჩემისგან მემკვიდრეობით მერგო და რომელშიც ნახევარ საუკუნეზე მეტია ვცხოვრობ, ჩემი აღარ არის”, -ამბობს ეკატერინე ნინიძე, რომელსაც  კერძო საკუთრება - სახლი ეზოთი და მიწის ნაკვეთი – მერიამ ჩამოართვა.

ბულვარის გაგრძელებისა და ახალი გზის მშენებლობისთვის, კომპენსაციის სანაცვლოდ საკუთრების დათმობის თაობაზე, მერიამ მოლაპარაკება სულ 101 ოჯახთან  აწარმოა. აქედან 39 ოჯახს ექსპროპრიაცია შეეხო, ანუ მათ ქონება ჩამოართვეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ხიმშიაშვილის ქუჩა აეროპორტის გზატკეცილს უნდა შეუერთდეს, აქედან გამომდინარე, ბათუმის მერიამ ქონების ჩამორთმევაზე თანხმობა ჯერ საქართველოს პრეზიდენტისგან, შემდეგ კი სასამართლოსგან მიიღო. შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ, კანონი მერიას მესაკუთრესთან მოლაპარაკებასა და კომპენსაციის თაობაზე შეთანხმებას ავალდებულებდა.

ეკატერინე ნინიძის განცხადებით, მასთან, როგორც მესაკუთრესთან, მსგავსი შეთანხმება არც წერილობით და არც სიტყვიერად მიღწეული არ ყოფილა:  ”მოულოდნელად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მოგვაყენეს ეზოში ტრაქტორი და ”ზაბორის” დანგრევა დაიწყეს. სახლში მხოლოდ ჩემი მოხუცი და იმყოფებოდა. მეზობლებმა დაგვირეკეს და მოვედით, ამას მოჰყვა შეხლა-შემოხლა მერიის წარმომადგენლებსა და ჩემს მეუღლეს შორის”.

კაკო ნინიძეს მერიის თანამშრომლებმა საჯარო რეესტრის ამონაწერი წარუდგინეს, რომლითაც ირკვევა, რომ მისი სახლი და ნაკვეთი 2010 წლის 15 თებერვლიდან მერიის საკუთრებაა:  ”მოულოდნელად გავიგე, რომ ჩემი და ჩემი მეუღლის დის სახლი და ნაკვეთი, რომელიც აქვე ჩემი სახლის გვერდით მდებარეობს,  მერიის საკუთრებაში გადავიდა”. 

ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსის  გელა მახარაძის განცხადებით, ეკატერინე ნინიძესთან და მის დასთან ლუბა კორუბკინასთან მოლაპარაკებას დიდ ხანს აწარმოებდნენ: ”ჩვენ ორივეს იმდენივე კვადრატული მეტრი ბინა შევთავაზეთ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მშენებარე სახლში (მშენებელი ”გუმბათი-1”), რამდენსაც ისინი ფლობენ -  ერთ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთში 67 ლარს ვუხდიდით, გარკვეული თანხა შევთავაზეთ ნარგავებსა და სხვა დამხმარე ნაგებობების სანაცვლოდაც, მაგრამ ისინი არ წამოვიდნენ მოლაპარაკებაზე”.

გელა მახარაძის თქმით, ეკატერინე კორუბკინამ საკუთრების სანაცვლოდ გაცილებით მეტი მოითხოვა, ვიდრე მისი ქონება რეალურად ღირს და რადგან მათ შორის მოლაპარაკება ვერ შედგა, ”შესაბამისი, ანუ ქონების ჩამორთმევის გადაწყვეტილება მივიღეთ”.

ბათუმის მერია, ნინიძისა და მისი დის ლუბა კორუბკინას გარდა, კიდევ ხუთ ოჯახს ვერ შეუთანხმდა. ისინი ”ბათუმელებთან” არაოფიციალურ საუბარში აცხადებენ, რომ საკუთარი ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე არ შეუშვეს. მახარაძის თქმით, "მათი ქონებაც მერიის საკუთრებაა”.

კანონის თანახმად, ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე, მესაკუთრის ქონება ექსპროპრიატორმა მოწვეულ ექსპერტს უნდა შეაფასებინოს, ქონება საბაზრო ღირებულების შესაბამისად უნდა შეფასდეს. საკუთარი ქონება ცოტა ხნის წინათ ნინიძეების ოჯახმა დამოუკიდებელ კომპანიას –”ბზას”– შეაფასებინა და დოკუმენტი მერიას სხვა დოკუმენტებთან ერთად წარუდგინა. გელა მახარაძის თქმით: "ამ  შეფასებაში მითითებული საკომპენსაციო თანხა - 5 მილიონი დოლარი– გზის გაგრძელებისთვის დახარჯულ თანხას აღემატება, შესაბამისად, მოთხოვნაც არარეალურია”.

კანონით,  ”თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან საკომპენსაციო თანხაზე, ან შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, თითოეულ მხარეს უფლება აქვს, სარჩელი სასამართლოში შეიტანოს... სასამართლო მოიწვევს დამოუკიდებელ ექსპერტს ქონების საბოლოოდ შესაფასებლად”.

ამ შემთხვევაში მერიამ შვიდ ოჯახს საკუთრება ისე ჩამოართვა, რომ არათუ კომპენსაცია გადაუხადა, არამედ კომპენსაციის მიღებაზეც კი ვერ დაითანხმა.

ნინიძეების ოჯახი, საკუთრების ჩამორთმევასთან დაკავშირებით, სასამართლოში ჩივილს აპირებს.

ადვოკატი დავით გაბაიძე, რომელიც მსგავს საქმეებზე ხშირად მუშაობს, აცხადებს, რომ ”ყველა ნაკვეთი, რომელიც ექსპროპრიაციის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებაში მოხვდა, მერიამ მანამდე დაირეგისტრირა, ვიდრე მესაკუთრეს შეუთანხმდებოდა, ან სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას. ჩამორთმევა მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე არ უნდა ხდებოდეს. ამ შემთხვევაში, თუ სამართლიანი ანაზღაურება იქნება, წარმატების მიღწევა შესაძლებელია”.

”სახლი რომელიც ჩემია, ჩემი აღარ არის”

”სახლი რომელიც ჩემია, ჩემი აღარ არის”

კომენტარი

სათაური:
tornike
ვისგან:
შიგთავსი:
saubedurod es arc pirveli shemtxvevaa da arc saboloo,signagshi vinc ki kartveli cxovrobda kvela aseti gzit gamokares sakutari saxlebidan. normalur saxelmciposhi,magalitat izraelshi erti mosaxle ver daitanxmes mamapapiseuli saxlidan gamoesaxlebinat da scraplmaval gzaze mosaxvevi gaaketes magram ukanonot ver gamoasaxles. ik adamianebs adamianebad tvlian da saxelmcipo ar argvevs tviton kanonebs da xalxisganac igives moitxoven.
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:

ქართული ოცნება სინგაპურზე და სინგაპურის დაღმავალი დემოკრატია

საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია მიზანი - საქართველო გახდეს სინგაპურის მსგავსად წარმატებული ქვეყანა, თუმცა, მისი ყურადღების მიღმა ყოველთვის რჩებოდა სინგაპურში ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია. ამ მხრივ სინგაპური სხვადასხვა რეიტინგებში საქართველოს ათეულობით პუნქტით ჩამორჩება.

ომბუდსმენი: გვაეჭვებს, რომ პატიმრები ნაკლებად საუბრობენ ციხეებში პრობლემებზე

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში დღეს ქუთაისში არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს ადამიანის უფლებების შესახებ წლიური ანგარიშის თაობაზე ესაუბრა, რომლითაც ის ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის წინაშე წარსდგა.


ყველაზე დახურული სახელმწიფო უწყება

დღეს, 12 აპრილს, თბილისში გამართულ პრეზენტაციაზე ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” ბოლო ერთი წლის მანძილზე საჯარო უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის ანალიზის შედეგები წარმოადგინა. ყველაზე დახურულ უწყებად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დასახელდა.

წინა | შემდეგი
2012-05-14

ამომრჩევლის მოსყიდვა, თუ უანგარო ქველმოქმედება

რა კავშირი აქვს ”ქართულ ოცნებას” ახალშექმნილ ფონდთან, რომელიც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დახმარებას 1500-დან 5000 ლარამდე თანხით აპირებს და ცდილობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ამ ფორმით ამომრჩევლის მოსყიდვას?

2012-05-14

სომხური ეკლესიის გაქურდვის მცდელობა

თბილისში, ავლაბარში მდებარე ეჩმიაძინის სახელობის სომხური ეკლესიის წინამძღვრის, ნარეკ კუშიანის თქმით, ეკლესიის გაქურდვას დღეს, გამთენიისას აპირებდნენ.

2012-05-14

ომბუდსმენი პატიმრის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვს

საქრთველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს, პატიმარი პ.კ. დაუყონებლივ გადაიყვანონ გლდანის #18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, ვინაიდან გლდანის #8 დაწესებულებაში არსებული პირობები არ არის ადეკვატური მისი სათანადო მკურნალობისა და მოვლისათვის.

წინა | შემდეგი