”მონიტორინგი მიმდინარეობდა ზაფხულის განსაკუთრებით ცხელ პერიოდში, შესაბამისად, მონიტორინგის ჯგუფს საშუალება მიეცა, საკნებში არსებული აუტანელი უჰაერობა და სიცხე დაეფიქსირებინა, რაც პატიმრების ყოფას არაადამიანურს ხდის”- ასე აღწერს სახალხო დამცველი ზუგდიდის #4 საპყრობილის მდგომარეობას ზაფხულში.
ომბუდსმენმა ირაკლი კაკაბაძესთან დაკავშირებული მასალები საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა, რადგან მიაჩნია, რომ არსებული მასალებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება.
ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხოვრებოვი ვლადიკავკაზიდან ცხინვალში დაბრუნებას აპირებს. ის ვლადიკავკაზში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც ცხივნალში თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.
მელორ ვაჩნაძესა და ვახტანგ მაისაიას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ამ დღეებში მოინახულებენ. როგორც აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო ერემაშვილი ამბობს, მათ განცხადებით მიმართეს სახალხო დამცველი ოფისს, რომ 17 აგვისტოს შიმშილობის დაწყებას აპირებდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა 16-17 აგვისტოს დაკავებულთა– საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკის უფროსის ზურაბ ეცადაშვილის, სს „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის არჩილ გელოვანისა და რობერტ მნაცაკანოვის საქმე. ბიბლიოთეკის წიგნების მიტაცებასა და რეალიზებაში ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიებები შეუფარდეს.
ბათუმის დელფინარიუმის ხელმძღვანელობა და ქალაქის მერია რამდენიმე თვეა კატეგორიულად უარყოფენ დელფინარიუმში დელფინების არსებობას. ”ბათუმელებმა” მოიპოვა კადრები, რითაც დასტურდება, რომ დელფინარიუმში მართლაც ჰყავთ ზღვის ამ სახეობის ბინადრები. წყაროს ინფორმაციით, შავ ზღვაში დელფინები საქართველოს ხელისუფლების თანხმობით დაიჭირეს. შავ ზღვაში დელფინების დაჭერა, საერთაშორისო კონვენციებით, აკრძალულია.
”მოულოდნელად გავიგე, რომ სახლი, რომელშიც მთელი ბავშვობა გავატარე, რომელიც მამაჩემისგან მემკვიდრეობით მერგო და რომელშიც ნახევარ საუკუნეზე მეტია ვცხოვრობ, ჩემი აღარ არის”, -ამბობს ეკატერინე ნინიძე, რომელსაც კერძო საკუთრება - სახლი ეზოთი და მიწის ნაკვეთი – მერიამ ჩამოართვა
ირღვევა თუ არა მოზარდების უფლებები, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს იმ მოზარდების პერსონალურ ინფორმაციას, რომელთაც უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავს და როცა ამ ინფორმაციას ავრცელებს მედია?
7 ივლისის სპეცოპერაციის შემდეგ, მესტიის ცენტრში მოსახლეობა პირველად 11 ივლისს შეიკრიბა. შეკრებაზე ერთ-ერთი დაკავებულის, ნელი ნავერიანის თანასოფლელები სოფელ მულახიდან ჩამოვიდნენ. სვანეთის მოსახლეობამ იმ დღეს რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა მესტიის გამგებელს, მათ შორის იყო დაკავებულთა გათავისუფლება და მიწების დაკანონების საკითხები. კრებაზე მესტიელებთან შესახვედრად მისულმა გამგებელმა, გოჩა ჭელიძემ მოსახლეობას განუცხადა, რომ დაკავებულების განთავისუფლებას თავს შეაკლავს.
საქართველოში მოქმედი არასამთვარობო ორგანიზაციები: ”საია,” ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო,” ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და "ადამიანის უფლებათა ცენტრი" კორუფციის აღმოსაფხვრელ მუშობას ზედაპირულად ეკიდებიან, აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია,- ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი”, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო” და ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” შსს-ს 14 ივლისის განცხადებას პასუხობს, ხოლო პრეზიდენტს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებენ.
რუსი ადამიანის უფლებათა დამცველები ზეწოლის ქვეშ მუშაობენ, აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი. ორგანიზაციამ მოკლული უფლებადამცველის ნატალია ესტემიროვას გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე განცხადება გაავრცელა.
საფრანგეთის პარლამენტმა 2010 წლის სექტემბერში შესაძლოა თავსაბურავის ტარება აკრძალოს, რომელსაც მუსულმანი ქალები ატარებენ. საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 335 ხმით ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა კანონპროექტს. ახლა ზედა პალატამ (სენატმა) უნდა განიხილოს კანონპროექტი.
სახალხო დამცველის 2010 წლის პირველი ნახევრის ანგარიშს, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა პარლამენტს მარტში გაუგზავნა, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მომავალ კვირას განიხილავენ. სახალხო დამცველის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტით კი ომბუდსმენი ვალდებული იქნება, პარლამენტს წელიწადში ორი ანგარიშის ნაცვლად ერთი გაუგზავნოს.
დოკუმენტის გაყალბებაში ბრალდებულებს- ზურაბ ლობჟანიძესა და მის სიდედრს, ფატი ფერაძეს პოლიცია ეძებს. ძებნილი ლობჟანიძე, რომელსაც ”ბათუმელები” შვეიცარიაში დაუკავშირდა, საკუთრების უფლების ხელყოფაზე საუბრობს. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი, სახლის ”გადაფორმების” სანაცვლოდ, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ჰპირდებოდა. პროკურატურა ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.
დაკავებული ბიზნესმენის, თამაზ ელიზბარაშვილის საკუთრებაში არსებული ძაღლების თავშესაფრის თანამშრომლები 130 ძაღლის სასამართლო შენობასთან მიყვანას და შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების“ საჩივარი წარმოებაში განსახილველად მიიღო. საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დარეგისტრირებულია ნომრით 18135/10, სახელით– „ღურჭუმალიძე საქართველოს წინააღმდეგ.“
ყველა ადამიანს (უცხოელს და მოქალაქეობის არმქონე პირს, მისი ადგილსამყოფელის მიუხედავად), მათ შორის უცხო ქვეყნის იურიდიულ პირს, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, აქვს უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს - ესაა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სახალხო დამცველის სარჩელზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლო იმ ადამიანებს ასამართლებს, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, აჭარაში სარფი-ჩოლოქის ავტობანის მშენებლობის გეგმით სარგებლობდნენ და თაღლითობდნენ. საქმეში 300-მდე დაზარალებულია.
პატიმარმა მინდია კახიძემ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას საკანში არ სძინავს, რადგან ამის შესაძლებლობას მის საკანში მყოფი სხვა პატიმარი არ აძლევს. კახიძის თქმით, მასთან მყოფ პატიმარს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს - ხან მღერის, ხან ლექსს წერს და კითხულობს. მინდია კახიძე ქურდული სამყაროს მიმდევრობისთვის გაასამართლეს.
უკვე მესამე თვე დაიწყო, რაც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან ბათუმის #3 საპყრობილის ყოფილი დირექტორი და მისი მოადგილეები. პროკურატურის მტკიცებით, ისინი პატიმრებს ფულს სძალავდნენ.
ესპანურმა პოლიციამ შაქრო კალაშოვი დააკავა. ინფორმაცია გუშინ გაავრცელა ესპანურმა გაზეთმა ელ მუნდმა, სამართლამდაცავებზე დაყრდნობით. შაქრო კალაშოვი მას შემდეგ დააკავეს, რაც ესპანეთმა საქართველოსგან მისი ექსტრადირების მოთხოვნა მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხ თანამშრომელს მორალული ზიანის ანაზღაურება, კონკრეტულად კი 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მანამ მიიღო, სანამ გირგვლიანების სარჩელს სტრასბურგის სასამართლო განიხილავდა. ადვოკატ შალვა შავგულიძის აზრით, მოპასუხეებს გარკვეული თანხის გადახდა იმიტომ დააკისრეს, რომ სახელმწიფოს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ემოქმედა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი, დიომიდე კორძაძე 5 მაისს, დილის 11 საათსა და 20 წუთზე, მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ნათესავები დარწმუნებულნი არიან, რომ იგი მოკლეს. პროკურატურა საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს.
საკონსტიტუციო პროექტის თანახმად, რომელიც სამუშაო ვარიანტად კომისიამ აირჩია, აღმასრულებელი ხელისუფლება მთლიანად კონცენტრირებულია მთავრობაში და მას ხელმღვანელობს პრემიერ–მინისტრი. მთავრობის ფორმირებაში პრეზიდენტი არ მონაწილეობს.
ადვოკატთა ასოციაციმ ათი დღის წინ საქართველოს პარლამენტს მიმართა თხოვნით საარჩევნი კოდექსში ცვილების შეტანის თაობაზე. ადვოკატები, ასევე, მოითხოვენ ნაკვეთურიანი ბეჭდის შემღებას საარჩევნო უბანზე, ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის დროის დაფიქსირებას, არჩევნების შეჯამებას სიითი შემადგენლობის 2/3-ით.
იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცებული მანდატის მიხედვით დაკისრებულ მოვალეობებს საქართველო შეასრულებს, ქვეყანა, შესაძლოა, ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდეს.
ბათუმის საარჩევნო ოლქის 75-ე საუბნო კომისიის პირველივე სხდომაზე "კონსერვატორების" წარმომადგენელზე ზეწოლა განხორციელდა. მაია ფარტენაძე ოლქის წარმომადგენელმა - დავით გეგიაძემ შენობიდან გაიყვანა და კომისიის მდივნის ვაკანტურ თანამდებობაზე "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა მოსთხოვა - ამ შინაარსის საჩივრით პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა
თუ წამალაშვილისა და არველაძის საუბარში ნახსენები „მიშა“ მართლა საქართველოს პრეზიდენტია, გამოდის, რომ მან დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 24–ე მუხლის მეორე თავი, რომელიც ამბობს, რომ „მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.“
300 ათასი ევროს გადახდა მოუწევს საქართველოს გურამ გირგვლიანისთვის, თუკი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას. ერთ მილიონ ლარზე მეტია იმ თანხის ოდენობა, რომელიც უკვე დააკისრა ევროპის სასამართლომ საქართველოს სხვადასხვა საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების მიხედვით.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სარჩელი გაიგზავნა აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილი ჰოლანდიელი ოპერატორის ოჯახისა და დაჭრილი ჰოლანდიელი და ისრაელის ჟურნალისტების სახელით.
აჭარის სააღსრულებლო ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის - გელა თავდგირიძის და მისი თანამშრომლების მიმართ სასამართლო გამოძიება დაიწყო. ბიუროს აჭარის ხელმძღვანელი მიმალვაშია, ბათუმის სააღსრულებლო ბიუროს უფროსი მერაბ სანიკიძე კი დაპატიმრებულია. ორივეს ჯგუფურად 66 ათასი ლარის გაფლანგვა ბრალდება.
25 აპრილს „საქართველოს პრესის ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტს ახალ კანონპროექტს წარუდგენს. კანონპროექტის მიზანია პრესის გავრცელების მონოპოლიზაციისა და დისტრიბუციის ხელისშემშლელი პრობლემების გამოსწორება.
ციგაობის საერთაშორისო ფედერაცია აცხადებს, რომ მხოლოდ ერთი მიზეზი არ იყო ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების მიზეზი, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის დღეს.
დღეს, რუსულ მედიაში ქვეყნდება მასალები ტარიელ ონიანის სასამართლო პროცესის შესახებ. „კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი, რომელიც ადამიანის გატაცებაშია ბრალდებული, არ აღიარებს დანაშაულს.“–წერს გაზეტა.რუ
წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით უფრო ნაკლები რაოდენობის კამერებით გადაიღებენ. აღბეჭდილი ვიდომასალა კი საჯარო არც წელს იქნება.
საქართველოში მაუწყებლების უმრავლესობამ, რომელთა ეთერში ახალი ამბები დასპონსორებულია, ”ნეტგაზეთისგან” გაიგო საკანონმდებლო შეზღუდვის შესახებ. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, რომელიც ვალდებულია აკონტროლოს მაუწყებლები, სპონსორობასთან დაკავშირებით დარღვევები დაფიქსირებული არა აქვს.
ბოლო ორი წელია რელიგიური მოტივაციით ჩადენილ სამართალდარღვებს სულ უფრო იშვიათად ეძლევა სათანადო კვალიფიკაცია– ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში.
ტელეკომპანია "იმედის“ ყოფილი ჟურნალისტების სახელით ევროსასამართლოში შესატანად სარჩელი მზადდება. სარჩელი, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ მუშაობს, ჯერჯერობით თორმეტი ჟურნალისტის სახელზე მუშავდება. ჟურნალისტები საქართველოს პროკურატურის არაეფექტურ გამოძიებას გაასაჩივრებენ 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შესვლასთან და ჟურნალისტების უფლებებთან დაკავშირებით. გამოძიების დაწყების მოთხოვნით 2007 წლის ნოემბერში პროკურატურას "იმედის" 130–მდე თანამშრომელმა მიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას, მედიას და ომბუდსმენს თხოვენ შეისწავლონ გაზეთ "ვერსიაში" გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი არნოლდ სტეპანიანი დადანაშაულებულია რუსეთის სპეცსამსახურის აგენტობაში. დეპუტატ გია თორთლაძეს კი პარლამენტში ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტი შეაქვს. რა დოკუმენტაცია ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში?
,,საპროცესო შეთანხმებები საქართველოში უკიდურესად ლიბერალური და თითქმის შეუზღუდავია”- არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, რომელიც ამ თემაზე სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2009 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში სახელმწიფო ხაზინაში საპროცესო შეთანხმებებიდან 32 760 994 ლარი შევიდა. თუმცა აქვე აღნიშნულია ისიც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში საპროცესო შეთანხმებიდან მიღებული თანხების შესახებ ცალკე პუნქტი არ არსებობს.
“გაზეთ ბათუმელების” საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელის მიმართ, გასული წლის 25 ნოემბერს, ქართული სპეცსამსახურების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლის ფაქტზე, აჭარის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე 2010 წლის 18 თებერვალს აღძრა. საქმეს აჭარის პროკურატურის გამომძიებელი გელა მახარაძე იძიებს.
იურისტების აზრით , მანანა არჩვაძის მცდელობა – გადაესვენებინა ექსპრეზიდენტის ცხედარი მთაწმინდის პანთეონიდან, სამართალდამცავი ორგანოების მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო. საქართველოს პროკურატურის პრესცენტრის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით საქმე აღძრული არ არის.
არასწრულწოვანთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკად დღეს პარლამენტის სხდომაზე თოთხმეტი წელი განისაზღვრება. საქართველომ ეს ზღვარი 14-დან 12-წლამდე 2008 წელს დასწია, რის გამოც მუდმივად აკრიტიკებდნენ უფლებადამცველი ორგანიზაციები. ამ თემას ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 2008 წლის ანგარიშში რამდენიმე გვერდი მიუძღვნა.
shpioni-ge-სერვისი სისხლის სამართლის დანაშაულია და სამართალდამცავებმა აუცილებლად უნდა გამოიძიონ ეს საქმე – აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. პროკურატურაში ამ საქმესთან დაკავშირებით საქმე აღძრული ჯერ არ არის. "ნეტგაზეთმა" საიტის მფლობელს მიაკვლია.
12 აგვისტოს ე.წ. “ხუდადოვის კლინიკაში” პატიმარი თემურ ტაპალოღლი გარდაიცვალა. პატიმრის სიკვდილის სავარაუდო მიზეზი ტუბერკულოზია. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ციხეებში გარდაცვლილი პატიმრებიდან ნახევარი სწორედ ტუბერკულოზითაა დაღუპული. გარდაცვლილი პატიმარი აფხაზეთში, სოფელ ბედიაში, ცხოვრობდა. მას 15 წელი ჰქონდა მისჯილი.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიამ პარლამენტს ცვლილებების პროექტი ისე გაუგზავნა, რომ არ გაუთვალისწინებია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ადგილობრივ თვითმმართველობის კომპეტენციასთან დაკავშირებით.
,,ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ადამიანი, რომელიც სხვა მინისტრების ფინანსური დოკუმენტების შესწავლას სთხოვს პროკურატურას, თავად მალავს თავის მინისტრობის პერიოდში წარმოებულ საფინანსო-საბიუჯეტო დოკუმენტებს”- ამბობს თეა თუთბერიძე, რომელმაც 12 აგვისტოს მთავარ პროკურატურას მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით.
ჯაფარიძეების შეწყალების წერილს საქართველოს პრეზიდენტი არ მიიღებს, ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გუბერნატორებთან და გამგებლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
გაუმჭვირვალობა, საჯარო ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობა, პოლიტიკური ნიშნით დევნა და შევიწროება, მედიის დაუბალანსებლობა -ეს ის ფრაზები იყო, რომლებსაც ევროპის საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მომხსენებლები მაიკ იენსენი და კასტრიოტ ისლამი საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგელებისგან ისმენდნენ.
17 წლის ნიკა ხურციძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დაკავებულია. მათ ჯგუფურად დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად. კიდევ ერთ პიროვნებას დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრობაში ეჭვმიტანილი პირები დააკავა. ხონში მცხოვრებ ათ ბრალდებულს ადგილობრივი ბიზნესმენის დაშანტაჟებაშიც ედება ბრალი.