კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის" წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები გამოთქვამენ უკიდურეს აღშფოთებას 17 მაისს, თბილისში, რელიგიური ექსტრემისტების მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისა და ძალადობის გამო. აღნიშნული განცხადება კოალიცია სოციალური ქსელით გაავრცელა.
საპატრიარქოს შობადობის პოლიტიკის შედეგი ათასობით ადამიანის ასეთ ოჯახში და დაწესებულებაში გატარებული მწარე ბავშვობაა. ამის თავიდან აცილება კი ეკლესიის მიერ მრევლისთვის კონტრაცეპტივების გამოყენებაზე ნების დართვა და ‘’ოჯახის დაგეგმვაა’’, რაც იმას ნიშნავს, რომ იმდენი შვილი უნდა იყოლიო, რამდენის მოვლასაც შეძლებ.
"ერთი წინადადებით რომ ეთქვათ, რომ საქართველოს კონსტიტუციით ბიძინა ივანიშვილს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და დაიკავოს ნებისმიერი თანამდებობა და დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. რად უნდოდათ, ასე რომ გაირთულეს ცხოვრება და ამდენი პრობლემები შეიქმნეს?!” – აცხადებს თინა ხიდაშელი.
რამდენად მიზანშეწონილია იმ ქვეყნის პირველი პირისგან, რომელმაც წინა ღამეს ხუთი ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვით დასრულებული ბუნებრივი სტიქია გადაიტანა, სლოვენიაში ფეხბურთის მატჩის საყურებლად გაფრენა?
ხელისუფლებაში მათი მოსვლის პირვალსავე წელს ცხარე კამათი გვქონდა მე და ნინო ზურიაშვილს გიგა ბოკერიასთან: ვეუბნებოდით, გამოძიებითი ჟურნალისტიკა უნდა დარჩეს ეთერში იმიტომ, რომ ხელისუფლებისთვის სასარგებლოა. პასუხი იყო ასეთი: არც ერთ ხელისუფლებას არ სიამოვნებს გარედან კრიტიკა, და საერთოდაც გვირჩია, ჯობს, პროფესია შეიცვალოთო.
თბილისში ჰიდროგეოლოგიურ პროცესებზე მონიტორინგის სამსახურის არსებობის შემთხვევაში, სტიქიისა და, შესაბამისად, ხუთი ადამიანის სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.