გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში, კედელთან მდგომი (თუმცა, “ფეისბუქის” კედლიდან შორს მყოფი) პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს შესახებ “დატვიტავს”, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა პირველად...
30 მაისს მსოფლიო ”სოციალური მედიის დღეს” აღნიშნავს. სოციალური მედიის 150-მდე მომხმარებელმა ეს დღე საქართველოშიც აღნიშნა. სოციალური მედიის დღე Mashable.com-ის ინიციატივით ეწყობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვებ-გვერდის მონაცემებით, 30 მაისს სოციალური მედიის დღე 92 ქვეყანაში 11 ათასზე მეტმა ადამიანმა იზეიმა. საქართველოში სოციალური მედიის დღე პირველად ჩატარდა.
თვეში მომხმარებლების მიერ ინტერნეტში დახარჯული დროის 22 % სოციალურია - აცხადებს მარკეტინგული კვლევის კომპანია Nielsen-ი. სოციალურ ქსელ facebook-ზე 400 ათასამდე მომხმარებელია დარეგისტრირებული საქართველოდან.
ერთი კვირის წინ ქართულ კიბერსივრცეში ახალი ფორუმი - www.forumge.ge - გაიხსნა. ის ძველი ფორუმის - www.forum.ge - იდენტურია. ახალი ფორუმის ავტორები აცხადებენ, რომ ინტელექტუალურ ფორუმს ქმნიან, რომელიც მომხმარებლებს პოლიტიკური ნიშნით არ შეზღუდავს.
„კარგი რა, ჰანა, ხომ გაგაფრთხილე, ორჯერ გაგიმეორე, ქოლგა როგორ დაგრჩა სახლში?! დაგავიწყდა დაგავიწყდა, კარგი, მაგრამ გაჩერებიდან სახლამდე 2 კილომეტრი ფეხით რომ არ გაგევლო, არ შეგეძლო?“ - არა, განსაკუთრებული არაფერია, უბრალოდ, „დედოფლის ბედნიერებისათვის მებრძოლი პაიკის ბლოგი“ დაბრუნდა განახლებული პოსტებით საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ. მაგრამ რა დროს ეგ არის, ის კი არა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი ბლოგერის, დოდკას ბლოგის გააქტიურებაც კი არ ყოფილა გასული დღეების მთავარი ამბავი.
კიბერდანაშაულის (დანაშაული, რომელიც კომპიუტერისა და ქსელური სივრცის მეშვეობით ხორციელდება) წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე თბილისში რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს. სასტუმრო ,,თბილისი მერიოტში” სხვადასხვა ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთს კიბერდანაშაულთან ბრძოლაში მიღწეულ შედეგებს უზიარებენ.
საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობა არის ემიგრაციაში, და მათ უმრავლესობას საშუალება აქვს ისარგებლოს ინტერნეტით. თუ ისინი მოისურვებენ ქართული მედია-კონტენტის ხილვას, მაშინ საქართველოში არსებულ სერვერებზე საკმაოდ დიდი დატვირთვა განხორციელდება
დღეში, საშუალოდ, 6 ათასზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს ქართულ-ესტონურ პროექტს face.ge-ს, რომელიც 2 წელია შეიქმნა.
კი და არა - ასე პასუხობს face.ge –ს ერთ– ერთი დამფუძნებელი კითხვაზე, გახდა თუ არა ქართული სოციალური ქსელი ქართველ მომხმარებელთა შორის ძალიან პოპულარული ქსელების, facebook-ის და odnoklasniki-ის, ალტერნატივა.
ბლოგების კითხვა ძალიან სასარგებლოა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვადასხვა ადამიანების, მათი ცხოვრების, სურვილებისა და შესაძლებლობების შესახებ კითხულობ. გარდა ამისა, უამრავ საჭირო ინფორმაციას იღებ. მაგალითად...
სტატისტიკის მიხედვით, Facebook - ზე 340, 800 ქართველი მომხმარებელია დარეგისტრირებული. მათგან უმრავლესობა – 192, 980 – მდედრობითი სქესისაა და დანარჩენი 147,680 – მამრობითი სქესის.
“გასულ კვირას ბლოგების მიმოხილვა ცუდი ინტერნეტის გამო ვერ დავწერე. მთელი კვირა დაძაბული იყო, ბლოგებისთვის დრო ცოტა მქონდა, კვირის ბოლოს კი რაღაც ჯანდაბად გრიპი ავიკიდე, თუმცა ლექსების გამოფენაზე მაინც წავედი, სადაც ორი ყოფილი შეყვარებული ვნახე, მაგრამ თავს გადასარევად ვგრძნობდი. დათო ტურაშვილი ჩავწერე, რომელმაც მითხრა, „ბათუმელები“ ყველაზე კარგი გაზეთიაო და ჩემი დიდი ხნის ოცნებაც გაახმიანა: „რა მაგარი იქნება ბათუმში ჯიპები კი არა ველოსიპედები დადიოდნენო“ - აი, დაახლოებით ასე გამოიყურება ერთი ჩვეულებრივი პოსტი ჩვეულებრივი პირადი ბლოგიდან. რა, არ არის საინტერესო?
დიდი ხუთშაბათის საღამოს, ბლოგების ტრადიციულ შემოვლაზე, ნამდვილ სენსაციას წავაწყდი. 18 წლის ბლოგერი წერდა, რომ გამომცემლობა „ასომთავარმა“ მისი პირველი, ეროტიკული წიგნი ERO - ვნება გამოსცა. სასინჯი ეგზემპლარები ჟურნალისტებმა დაიტაცესო და „24 საათიც“ დაიმოწმა: „ქართულ კულტურულ საზოგადოებას ნამდვილად მოელის შოკი. 18 წლის ავტორისგან შეუძლებელია ასეთ თამამ ექსპერიმენტს ელოდე. წიგნი სავსეა ეროტიკული სცენებით...
რაზე წერენ ქართველი ბლოგერები კვირიდან კვირამდე? ბლოგების ყოველკვირეული მიმოხილვის იდეა ერთი კვირის წინ გაჩნდა. მას შემდეგ ქართულ ბლოგებს ცოტა უფრო კრიტიკულად ვათვალიერებ, მაგრამ ყველაზე გესლიანი კრიტიკოსებიც დამეთანხმებიან ალბათ - ქართული ბლოგოსფერო გაცილებით უფრო შემოქმედებითი, მრავალფეროვანი და საინტერესოა, ვიდრე მთელი ქართული ბეჭდური და სატელევიზიო მედია ერთად აღებული.
ჩეთრულეტი - ეს ახალი საიტია, რომელიც 17 წლის რუსმა სტუდენტმა შექმნა. ვინ იფიქრებდა, რომ ვებკამერით და ფლეშით კიდევ იყო დარჩენილი რაიმე ინოვაციური იდეა. ამ საიტის პრინციპი კი ძალიან მარტივია:
რა მოხდა ინტერნეტში 2009 წელს? რამდენი ვებ გვერდი შეიქმნა? რამდენი იყო ინტერნეტის მომხმარებელი? რამდენი მილიარდი იყო მხოლოდ სპამ იმეილების რაოდენობა დღეში?
ინფორმაცია, Entireweb–მა გაავრცელა ამ და სხვა კითხვებს პასუხობს.
ვებგვერდებზე Forum.ge და Top.ge დღეს ვირუსი გავრცელდა, რომელიც მომხმარებლებს საფრთხეს უქმნის. ყველა საიტზე, სადაც top.ge-ს მთვლელია განთავსებული, გამაფრთხილებელი წითელი ეკრანი ჩნდება.
როგორც „რკინიგზის ტელეკომის“ქსელის მართვის ადმინისტრაციის უფროსმა, დავით ცერცვაძემ ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნა, სამუშაო ჯგუფს აღდგენითი სამუშაოები დღეს, დილის 5 საათზე, უნდა დაეწყო, თუმცა გარკვეული ტექნიკური შეფერხების გამო, დრომ გადაიწია და „კავკასუს ონლაინის“ აბონენტებსა და სომხეთს ინტერნეტის მიწოდება დაახლოებით 4 საათში აღუდგება.
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში მეტად საინტერესო ვიდეო აღმოვაჩინე. ამ მოკლე სიუჟეტში გუგლის ახალ სერვისზე იყო საუბარი, რომლის საშუალებითაც ცხოველთა ენიდან ადამიანთა ენაზე გადმოთარგმნაა შესაძლებელი. ვიდეოდან ჩანდა, რომ ყველაფერი ძალიან მარტივად არის. მობილურზე ჩაიწერთ ცხოველის ხმას, მერე ამ ჩანაწერს აგზავნით სერვერზე, იქიდან კი შესაბამისი თარგმანი მოგდით. დაუჯერებელია არა?
„21 საუკუნეში ინფორმაცია გეძებეს შენ და არა შენ მას“- ამბობს მედიის განვითარების ფონდის ახალი მედიის კონსულტანტი, რომელიც სხვა ტრენერებთან ერთად თბილისში ახალი მედიის შესახებ ცოდნას ჟურნალისტებს უზიარებს.
დენ მაქქუილანი, სოციალური ინოვაციების ბანაკის იდეის ერთ-ერთი ავტორი, დიდი ბრიტანეთიდანაა - ქვეყნიდან, სადაც, მისივე თქმით, ხალხის ნაწილი ჯერ კიდევ ”აღმერთებს” მონარქიას - ძალაუფლების სიმბოლოს.
ღია კოსმოსში გასვლა მისიის მსველობისას სამი დაგეგმილიდან მეორეა. კოსმოსში ასტრონავტთა ყოფნის დრო დაახლოებით 5–6 საათს გაგრძელდა. მისი ამოცანა იყო მოდულის „ტრანკვილიტის“ ჩართვა კოსმოსური სადგურის საერთო გასაგრილებელ სისტემაში
ვიყენებთ კომპიუტერებს, ვსარგებლობთ მობილური კავშირით და ინტერნეტით... ყველა ეს სერვისი შეიძლება გაცილებით უფრო სწრაფი იყოს, თუ გამოვიყენებთ ოპტიკურ კომპიუტერებს ე.წ ფოტონურ მიკროსქემებზე (Photonic). ნანო–ოპტიკური ტექნოლოგია არის ელექტრონიკა მეტამასალების საფუძველზე, სადაც ინფორმაციის გადაცემა და შენახვა არა დენის, არამედ სინათლის ხარჯზე ხორციელდება.
shpioni-ge-სერვისი სისხლის სამართლის დანაშაულია და სამართალდამცავებმა აუცილებლად უნდა გამოიძიონ ეს საქმე – აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. პროკურატურაში ამ საქმესთან დაკავშირებით საქმე აღძრული ჯერ არ არის. "ნეტგაზეთმა" საიტის მფლობელს მიაკვლია.