სამართალი

ბათუმის დელფინარიუმის საიდუმლო

ბათუმის დელფინარიუმის ხელმძღვანელობა და ქალაქის მერია რამდენიმე თვეა კატეგორიულად უარყოფენ დელფინარიუმში დელფინების არსებობას. ”ბათუმელებმა” მოიპოვა კადრები, რითაც დასტურდება, რომ დელფინარიუმში მართლაც ჰყავთ ზღვის ამ სახეობის ბინადრები. წყაროს ინფორმაციით, შავ ზღვაში დელფინები საქართველოს ხელისუფლების თანხმობით დაიჭირეს. შავ ზღვაში დელფინების დაჭერა, საერთაშორისო კონვენციებით, აკრძალულია.

”ბათუმელებისთვის”  მოწოდებული ვიდეოკადრებით დასტურდება, რომ ბათუმის დელფინარიუმში რამდენიმე დელფინი ბინადრობს, რომლებსაც ამჟამად წვრთნიან. ეს ინფორმაცია "ბათუმელებს" სანდო წყარომ მოაწოდა. ის ასევე ირწმუნება, რომ დელფინები, საერთაშორისო კონვენციების დარღვევით, სწორედ შავ ზღვაში დაიჭირეს. ამ ინფორმაციას დელფინარიუმის ხელმძღვანელობა და ბათუმის მერია -  იურიდიული მესაკუთრე, კატეგორიულად უარყოფენ.

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი (ვინაობა ამ შემთხვევაშიც კონფიდენციალურია) ”ბათუმელებს” დელფინების დაჭერის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას აწვდის. მისი თქმით, ბათუმის დელფინარიუმისთვის 20-მდე აფალინას სახეობის დელფინი გასულ წელს შავ ზღვაში დაიჭირეს: ”2009 წლის მაის-ივნისში, როცა თევზაობა აკრძალულია, შპს ”მადაის” თევზსაჭერი სეინერი დელფინების დასაჭერად გავიდა ფოთი-ყულევის მონაკვეთზე, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ანუ აკრძალულ ზონაში. მათ აფალინას სახეობის 20 დელფინი დაიჭირეს. აფალინები ჯერ ურეკში გადაიყვანეს, ცნობილი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის დასასვენებელ სახლში, სადაც მას სპეციალური, ზღვის წყლის აუზი აქვს. ბათუმში ჩამოყვანილი დელფინებიდან ექვსი დაიღუპა. დარჩენილ 14 დელფინს დაემატა ორი ახალშობილი. ამჟამად დელფინარიუმში 16 ერთეული დელფინი ჰყავთ”.

”მადაიმ”  სამი ახალი თევზსაჭერი სეინერის მიღების პრეზენტაცია 2009 წლის 19 მაისს მოაწყო, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო. წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ პრეზენტაციის შემდეგ დაიწყო დელფინებზე ნადირობა კოლხეთის ეროვნული პარკის დაცულ ტერიტორიაზე, სადაც არათუ თევზაობა, არამედ მოტორიანი ნავით შესვლაც კი აკრძალულია.

რატომ მალავენ დელფინების ყოლას ბათუმის მერიასა და დელფინარიუმში? -  წყაროს ცნობით, დარღვეულია რამდენიმე საერთაშორისო კონვენცია: შავ ზღვაში სამი სახეობის დელფინი ბინადრობს. საქართველოს კანონმდებლობით, სამივე მათგანის დაჭერა აკრძალულია. რაც შეეხება შავი ზღვის აფალინას, ის გადაშენების პირას იმყოფება და მას საქართველოს კანონმდებლობასთან ერთად რამდენიმე საერთაშორისო CITES-ის, CMS-ის და  ACCOBAM) კონვენცია იცავს. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია ACCOBAM -ის (შავი და ხმელთაშუა ზღვებისა და ატლანტიკის ოკეანის ვეშაპისებრთა დაცვის შესახებ) კონვენცია, რომელიც მონაკოს პრინცის პატრონაჟით 1979 წელს შეიქმნა.

შავი ზღვის კონვენციური დაცვის ინსპექციის ფოთის უბნის ხელმძღვანელი - გოჩა გუჯაბიძე დაცულ ზონაში დელფინების დაჭერის შესაძლებლობას გამორიცხავს: "მაგ უბანს ჩვენ ვაკონტროლებთ, შეუძელებელია ვინმეს მაქ დელფინი დაეჭიროს. "მადაის" აქვს სასეირნო გემი, რომლითაც ხალხს ასეირნებს. მაგ პერიოდში ნამდვილად არ გასულან ისინი სათევზაოდ".

ირინა ლომაშვილი, ACCOBAM -ის კონვენციის წარმომადგენელი საქართველოში "ბათუმელებთან" აცხადებს, რომ ბათუმის დელფინარიუმში დელფინების არსებობის შესახებ მისთვის ცნობილია, მაგრამ მას ინფორმაციის გადამოწმების საშუალება არ მიეცა: ”ჩვენ გვეუბნებიან, რომ არ ჰყავთ. ეს განცხადება ბათუმის მერის დონეზე კეთდება. შიგნით არ გვიშვებენ. არ ვიცი, როგორ გადავამოწმო”.

ლომაშვილის თქმით, დელფინარიუმის მოწყობა და ფუნქციონირება არც ერთი კონვენციით არ არის აკრძალული, თუმცა სპეციალური ნებართვებია საჭირო: "დელფინარიუმს შეუძლია შეიძინოს დელფინები და გამოიყენოს კომერციული მიზნებისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს არა შავი ზღვის დელფინი (მათ დაჭერას ACCOBAM -ის კონვენცია კრძალავს), არამედ შესაბამის წყლებში ან ტყვეობაში გამრავლებული სახეობა. ასევე საჭიროა ამ დელფინების ლეგალურად შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც.

ლომაშვილის თქმით, შავ ზღვაში დელფინების დაჭერის გამო, საქართველო საერთაშორისო სკანდალში გაეხვევა: ”წლების წინათ ჩილეში, CITES -ის კონფერენციაზე, საქართველო გამოვიდა ინიციატივით და შავი ზღვის აფალინაზე დაჭერის ნულოვანი კვოტა გამოცხადდა. ამიტომაც უკვირთ საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს მხრიდან შავ ზღვაში დელფინების დაჭერა. ეს ინფორმაცია მათ ყურამდეც მივიდა”. 

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ”ბათუმელებმა” კიდევ ერთხელ მიმართა დელფინარიუმის ადმინისტრაციას, რომელიც ექვემდებარება ბათუმის მერიის მიერ დაარსებულ შპს `შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის დაცვის სამეცნიერო კვლევით ცენტრს”. დელფინარიუმში შესვლისა და კადრების გადაღების უფლება დაცვამ არც ამჯერად მოგვცა. დელფინარიუმში ამ ეტაპზე სტატიის მომზადებისგან თავის შეკავება გვირჩიეს.

ბათუმის ვიცე-მერმა, ავთანდილ დარჩიამ კი განაცხადა, რომ დელფინარიუმში დელფინები არ ჰყავთ და ახლო მომავალში არც დელფინარიუმის გახსნა იგეგმება. დარჩიას ინფორმაციით, ”ამჟამად მიმდინარეობს კვლევა, თუ რომელი წყლების დელფინები შეეგუებიან ბათუმის კლიმატურ პირობებს. დელფინებს ამის მიხედვით შემოვიყვანთ”.

ამ აზრს კატეგორიულად არ იზიარებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. წყაროს ინფორმაციით, დელფინარიუმის მესვეურები ცდილობენ, შექმნან დოკუმენტები, რითაც დაამტკიცებენ, რომ დელფინები კანონიერი გზით შეიძინეს: "რიგ ქვეყნებში, მაგალითად, სენეგალში, აფალინას ყიდვა 10-15 ათას დოლარად შეიძლება. ამ დელფინების ტრანსპორტირება და აქაურ გარემო პირობებთან შეგუება ძვირი ჯდება. ამასთან, დიდია დელფინების დაღუპვის ალბათობაც. ამიტომაც დაიჭირეს დელფინები შავ ზღვაში. ეს საქართველოს ხელისუფლების თანხმობით მოხდა. ახლა ცდილობენ სერტიფიკატი იყიდონ რომელიმე ქვეყანაში და აჩვენონ, თითქოს შემოიყვანეს. ვერ გეტყვით, როგორ გააფორმებენ შავი ზღვის აფალინას ოკეანის აფალინად”.

დელფინების წარმომავლობის დადგენის მიზნით, ”ბათუმელებმა” მოპოვებული ვიდეოკადრები ACCOBAM -ის სამეცნიერო საბჭოს წევრს, ალექსეი ბირკუნს გადაუგზავნა უკრაინაში. სპეციალისტის აზრით, "ვიდეოკადრებზე ასახული დელფინები მიეკუთვნებიან აფალინას სახეობის ერთ-ერთ ქვესახეობას - შავი ზღვის აფალინას (Tursiops truncatus ponticus). თუმცა, აფალინას ქვესახეობის ზუსტად გასარკვევად, რომელიც არათავისუფალ მდგომარეობაშია, ვიზუალური შეფასება საკმარისი არ არის. ცოცხალი აფალინას ქვესახეობის განსაზღვრისთვის, საჭიროა გენეტიკური ანალიზი”.

ალექსეი ბირკუნის თქმით, საქართველო CITES -ის და ACCOBAM -ის გარდა ბუქარესტის, ბონისა და ბერნის კონვენციებსაც არის მიერთებული: "შავი ზღვის აფალინას ქვესახეობა 2008 წელს შევიდა საერთაშორისო წითელ ნუსხაში, როგორც "გადაშენების პირას მყოფი სახეობა”. ეს სახეობა და მისი საცხოვრებელი არეალი ამ საერთაშორისო კონვენციებით არის დაცული. დელფინების შავ ზღვაში დაჭერა ითვლება ყველა ამ საერთაშორისო შეთანხმების დარღვევად. როგორც ჩემთვის ცნობილია, ოფიციალურად ეს დარღვევა დამტკიცებული არ არის”.

ექსპერტების თქმით, ბათუმის დელფინარიუმში  შავი ზღვის აფალინას არსებობის დადასტურების შემთხვევაში, ქვეყანას ფინანსური სანქციები ემუქრება, თითოეულ დელფინზე საბაზრო ღირებულების ხუთმაგი ოდენობა. "ACCOBAM -ი აუცილებლად ატეხავს საერთაშორისო სკანდალს, ასევე CMS -ის კონვენციაც. არანაკლები რეაქცია ექნებათ: CITES-ს  WDCS-ს, WWF - ს", - აცხადებს ლომაშვილი.

ბათუმის დელფინარიუმის გახსნა გასული წლის 26 მაისისთვის იგეგმებოდა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის ზოოპარკის გახსნისას განაცხადა. მიხეილ სააკაშვილი: "დღეს ჩვენ ზოოპარკი აღვადგინეთ, მომავალი წლის ზაფხულში კი გაიხსნება დელფინარიუმი, რომელიც საუკეთესო იქნება არა მარტო შავი ზღვის რეგიონში, არამედ მსოფლიოში. პირობას ვდებ-  ბათუმში დელფინები დაბრუნდებიან”.

დელფინარიუმის გახსნა გასულ წელს ვერ მოხერხდა. 2009 წლის 30 ივლისს ბათუმის მერმა, რობერტ ჩხაიძემ რადიო ”კომერსანტს” განუცხადა, რომ ამის მიზეზი დელფინების გარემოსთან შეგუება იყო: ”ამ ეტაპზე დელფინებს ახალ გარემოსთან ვაჩვევთ და პრაქტიკულად ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს”.

იზო მაჭუტაძე -  არასამთავრობო ორგანიზაცია "ჭაობის" ხელმძღვანელი: ”დელფინები დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ, რადგან დელფინი ადამიანის შემდეგ ერთადერთი არსებაა, რომელიც სიკვდილის წინ აგონიაში ვარდება. დელფინებს ტყვეობასთან შეგუება ძალიან უჭირთ, განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან ავადმყოფობის, ინფექციური დაავადებების მიმართ. ამიტომ, ბუნებრივ პირობებთან შედარებით, პატიმრობაში სამჯერ იზრდება მათი სიკვდილიანობა.

დელფინარიუმის მოწყობა იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ მას ექნება ზღვაში გასასვლელი და დელფინებს შეეძლებათ თავისუფლად გასვლა.

ბათუმის დელფინარიუმი ცნობილი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის მეცენატობით აშენდა. მოგვიანებით შენობა ბათუმის მერიას გადაეცა. ბიზნესმენმა ამ მშენებლობაში 10 მილიონზე მეტი ლარი დახარჯა.

მასალა მომზადებულია პროექტის ,,გადამოწმება დემოკრატიისთვისფარგლებში. პროექტი ხორციელდება ფონდების „NED“ და „B|S|T’’ ფინანსური მხარდაჭერით. საავტორო უფლება ეკუთვნის შპსგაზეთ ბათუმელებს“. ინფორმაციის გამოყენებისასგაზეთ ბათუმელების“  და www.netgazeti.ge -ის ლინკის მითითება აუცილებელია.

კომენტარი

სათაური:
ნინო
ვისგან:
შიგთავსი:
არ ვიცი "დემოკრატიის სიმულაცია" მიიღეთ შეურაცხყოფად, თუ "უნიჭო სიმულაცია" მაგრამ, ჩემთვის დემორატიის სიმულაციაა, როდესაც ზოგ კანონდარღვევაზე საზოგადოებამ უნდა ილაპარაკოს და ზოგზე არა; ხოლო სიმულაციის უნიჭობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ შერჩევითობაზე ხმამაღლა ილაპარაკო
სათაური:
GijMaji
ვისგან:
შიგთავსი:
რატომ გვაყენებ შეურაცყოფას "ნინო"? ნეტა თავად რას ეძახი დემოკრატიას? სხვა აზრი რომ დაგვებადა ამ თემის გარშემო ამიტომ "დემოკრატიის უნიჭო სიმულაციას" მივეკუთვნეთ? სხვათაშორის სხვისი აზრის შეზღუდვა დემოკრატიის ტერმინში არანაირად არ ჯდება.
სათაური:
ნინო
ვისგან:
შიგთავსი:
ამ კომენტარებს, რომ ვკითხულობდი კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქვეყანაში სუფევს დემოკრატიის უნიჭო სიმულაცია და რაც ყველაზე ცუდია, ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების დამსახურება.
სათაური:
avi musaifi
ვისგან:
შიგთავსი:
tata ვისგან: შიგთავსი: kargai jurnalisti aseti kuradgebiani tata - is delfini isev kartvel xalxs ar gaaxarebs da bavshvebs sixaruls ar moutans? - რა თქმა უნდა, ქარტველ ხამლს მოუტანს სიხარულს, ისევე როგორც პლიაჟზე ჯაჭვზე გამობმულ დათვის ბელთან ფოტოს გადაღება. მაგაზე მეტი სიხარული საკუთარ შვილს რა უნდა მიანიჭო? ან სახაჭაპურესთან 2 კვადრატულ მეტს გალიაში გამომწყვდეულ დათვზე მეტი ბედნიერება რა უნდა იხილოს ქართველმა? ტურისტებიც მაგის სანახავად მორბიან – დათვი და ხაჭაპური
სათაური:
mkitxveli
ვისგან:
შიგთავსი:
mixaria rom arian aseti jurnalistebi jer kidev... madloba amistvis. gamgebi gaigebs danarchenebs kidev tvinebi aqvt daavadebulebi da ... eh bnela kvekanashi
სათაური:
kaxaberi
ვისგან:
შიგთავსი:
gaixare emzar, magari xar ``tsudad xom maints ar chaivlis es gantsirulis suliskveteba...`` sul ase simartlis sadjarajoze....
სათაური:
avtori
ვისგან:
შიგთავსი:
"ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიყვარული ვერტიკალურია, და თან ბრუნვადი". ბავშვობიდან კომუნისტურ მენტალიტეტს ვებრძვი. როგორც ჩანს ძალიან დიდი ფესვები ჰქონია მას. სტალინი თავის დროზე კრიმინალი იყო. ამიტომაც კომუნიტურ ეპოქაში ძირითად ორი გაგება არსებობდა _ წითელი და შავი. ორივე კრიმინალური იყო. სტალინის გაგებით, ვინც კომუნიზმის იდეას ეწინააღმდეგებოდა, ქვეყნის, ხალხის და ა.შ. მტერი იყო და როგორც სარეველას, მტრის განადგურება საჭირო იყო. "მიზანი ამართლებს საშუალებას". შავების დევიზიც იდენტურია. მთავარია შედეგი მიიღო, თორემ რა საშუალებით, ეს მეორე ხარისხოვანია. ჩემზე რომ ვინმე იტყვის ბავშვები არ უყვარსო, არაფერს ვიტყვი მასზე. ხუთი მყავს და ხუთივე დელფინარიუმთან ახლოს ცხოვრობს. სხვებივით მათაც გაუხარდებათ დელფიუნების ატრაქციონი, მაგრამ ქვეყნის მომავალი, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებზე დაყრდნობით უნდა მოხდეეს, თუნდაც დელფინების შესახებ ჩვენივე კანონებისა და რამდენიმე საერთაშორისო კონვენციის დარღვევით არ უნდა მოხდეს. საქართელოში ფულიანი კაცის კერპი დგას. მე პირადად ძალიან ნაკლებ პატივს ვცემ პატივცემულ ივანიშვილს, რომელსაც თურმე ვითომ სიკეთის კეთერბა მალულად სურს. ასე მალულად ჩადო მან მილიონის ინვესტიცია "ბათუმიოს _ კრამიტების ქალაქი" ათეულობით სახლი კრამიტით დახურეს, ახლა ხსნიან ამ კრამიტე4ბს და სად მიაქვთ კაცმა არ იცის. 15 მილიონი დახარჯა დელფინარიუმზე და არ თქვათ ახლა ნახევარი მილიონი აღარ ჰქონდა კანონიერად შეეზინა დელფინები. მე როგორც ვიცი, ამის ფულიც გამოყო მან, მაგრამ ჩინოვნიკებმა შეჭამეს და აკრზალულ ზონაში დაიჭირეს დელფინები. ეს ივანიშვილი კი ჟურნალისტებისთვის მიუწვდომელია, რომ ეს ფაქტი დაგვიდასტუროს (რახან მილიარდები აქვს, ვინმეზე უკეთესი თუ ჰგონია თავისი თავი, ძალიან ცდება). ჰოდა ყვლეფენ თავდავიწყებით. რაც შეეხება ჩემს მოღალატეობას, ჯერ კიდევ ბავშვს, ეროვნულ მოძრაობაში რომ მივედი, მაშინ მეძახდნენ, რომ მოღალატე და გიჟი ვიყავი და რა მინდოდა წვენებში არა?! ბევრი ახლაც მეუბნება, რა გაწერიებს სტატიებსო. მეწერება და ვწერ. და ბოლოს, ვიცი, რომ სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდეს. მე ცხენი არ მყავს და რომც მყავდეს, მაინც არ შევკაზმავდი. არსად წასვლას არ ვაპირეეეეეეეეეეეეეეებ.
სათაური:
agia saqme?
ვისგან:
შიგთავსი:
erti ram aris kidev saocari faqti. delfinebi daijireso , xo ar mouklavt? awvaleben? tavad ambobt rom ara.. da tu icit msoflioshi afalinebis da sxva saxeobis delfinebs umowyalot rom xocaven 3 weliwadshi milion daxevar delfins klaven da yrian,, naxet youtubeze rogor xocaven ,, aq dajeraze zedmetia laparaki xocavennnn ,, mashin sadaa es konvenciebi da saertashoriso organizaciebi, ratom ar weren statiebs? ,, magas ebrzolet,
სათაური:
tata
ვისგან:
შიგთავსი:
kargai jurnalisti aseti kuradgebiani rom aris,magram nutu sakartveloshi ufro meti sachirboroto da aucilebeli sakme ar aris kurad sagebi? is delfini isev kartvel xalxs ar gaaxarebs da bavshvebs sixaruls ar moutans? nutu ramdeni unda daechirat, rom shav zgvas ver aetana da vegar momravlebuliko ,ratomgac mgonia aseti datvuri samsaxuri rasac tkven jurnalistur gamoziebas ezaxit sakartvelos prestijis vnebs da scored tkvengan gvechreba tavi saertashoriso arenaze,ivanishvili rasac siketes da kargs gauketebs kvekanas madlobeli davrchet kartveli xalxi, torem saakashvils arc kartveli xalxis da arc kveknis zrunvaze sakutari an saxelmcipo biujetidan ar moiklavs tavs, isev sxvisi gaketebulit tu itrabaxebs ase rom gaanebet tavi delfinariums da iziet ramdeni usamartloba da dacherebi xdeba ,mshieri xalxis gausazlis cxovrebaze,gadasaxadebis gazvirebaze da rac mtavaria sakartvelos axalgazrdobis male sxvis mosamsaxured gaxdomaze,romelic sul male agarc jurnalisti ekoleba kvekanas da agarc vekili,lamis mteli achara rom sasomxetad ikca is daceret xshirad somxebze rom ikideba kvelaferi da turketis patara provinciad rom ikceva is gamoiziet ai eg aris aktualuri da sakartvelos dgevandeli sadardebeli da ra delfinariumi tu amushavdeba da isev gaaxarebs xalxs da bavshvebs ,jer aslanam gadaekida delfinariums da exla tkven ,albat vigacis mititebit da davalebi pativiscemit amerikidan tata
სათაური:
ნან
ვისგან:
შიგთავსი:
არა, ზუსტად ვიცი რომ დელფინებს არ აწამებენ. არც აქ წერია არაფერია ამის თაობაზე. თუ თქვენ არ გადარდებთ ეგ ამბავი, თქვენი საქმეა, თუმცა თქვენი კომენტარებიდან გამომდინარე, ვეჭვობ სხვა ინტერესები გალაპარაკებთ. მე პირადად არ მომწონს როცა ქვეყნის ხელისუფლება არღევს კანონს, არ მომწონს, რადგან ხვალ თქვენც შეიძლება ვერ დაგიცვათ კანონმა. რაც შეეხება ქაღალდსა და მის გამოყენებაზე თქვენს ცოტა არ იყოს დემაგოგიურ მოსაზრებას, ნაწილობრივ გეთანხმებით, ამიტომაც ვანიჭებ უპირატესობას ინტერნეტ მედიას, ვხედავ თქვენც :))
სათაური:
agia saqme?
ვისგან:
შიგთავსი:
ise me ro damijirot ar dawerot ar minda imitom rom qagaldi ileva zedmetat,zedmetat daxarjuli qaqaldi ki ar varga qagalds xom xisgan amzadeben , xes jrian ritac tye nadgurdeba tye tu nadgurdeba sheicvleba klimati da klimatis shecvla gamoiwvevs uamravi cxovelis tu frinvelis saxeobis gadashenebas , 1 mojrili xisgan kidev rom icodet 10 metris sigrzis da naxevari metris siganis qagaldic ar mzaddeba , anu 1 gazets romelzec aseti skandaluri ga gamaogenbeli ambebi ibejdeba romelic savsea saidumloebit da skandalebit minimum 2 60 wlis xe ixarjeba, aba rogor yofila turme ,, amaze ras ambobs konvenciebi, klimatis shecvla gekitxebit dagupavs planetis uamrav binadars?
სათაური:
agia saqme?
ვისგან:
შიგთავსი:
"tavdajerebuli arasmcodne ugulo xalxis fiqrebi maxsendeba" ert mwerals saocrads aqvs dawerili , ras bjobt da gansjit jer erti mag tqven mier wodebul delfianriums ar qvia delfinariumi me ase vici , mere me tu dasajeri viqnebi zgvashic damijiron da xmeletze" ნან" tu gaqvt raime nairi informacia ro maq delfinebs awvaleben tanjaven da uflebebs ulaxaven , me viqnebi pirveli vinc gaaaprotestebs, iqneb imaze karga epyrobian vidre sadac iyvnen. ramdenjer daminaxavs parkidan rom xtunavden , mivedi kidec vikitxe rodis ixsneba tqo da ase mitxres dacvis samsaxuris xalxma rom chven ver getyvito, kai batono magram me amas gagebit shevxvdi , albat ar sheileba wvrtnian tqo , sxvebma ki ra qenit daweret statia batunis delfinariumis saidumlo ra satautia ,racxa ar jdeba adamianut charchoshi, da rac sheexeba kanonebze laparaks agi isaa da is asea magas chveulebrivi xalxi ver gaigebs da tyvilad urevt tvins, daanebet tavi borotebas chadit , gmertma gaachina buneba da adamiani da misca ufleba adamians gamoeyenebia buneba ,
სათაური:
sku
ვისგან:
შიგთავსი:
es skanadaluri statia ar gamkvirvebia , gagikvirdebat da ar vici am avtors rogor gamorcha saertod erti ambavi romelic ufro skandaluria , eseigi chemi tvalit vnaxe , amas winat gaviare delfinariumtan da ras vxedav galiashi uzarmazari dinozavri yoliat hahaha,,chaataret kide erti gamozieba bu zu zu zu zu
სათაური:
ნან
ვისგან:
შიგთავსი:
გიჟმაჟი - საქმე იმაში კი არ არის, რომ დელფინების უფლებები ირღვევა (ეგ აბსოლუტურად სხვა თემაა, არანაკლებ მნიშვნელოვანი და სადაო). დელფინარიუმის არსებობას არავინ აპროტესტებს. არსებობს გარკვეული ვალდებულებები, რაც ქვეყანას აქვს აღებული საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე და არღვევს ამას. მე ვფიქრობ, ეს არის პრობლემა. არ შეიძლება კანონის მიმართ გქონდეს ორმაგი სტანდარტი. ეს ანგრევს ქვეყანას ყველა მხრიდან. დელფინების შეძენა შეიძლებოდა, ასეთ შემთხვევაში საკითხი სხვაგვარად განიხილებოდა, მაგრამ „ზედმეტი' ფულის დახარჯვის ნაცვლად სახელმწიფო რომ ბრაკონიერობას ეწევა ეს ჩემი აზრით ძალიან დიდი პრობლემაა. რაც შეეხება იმას, უნდა ზრუნავდეს თუ არა ჟურნალისტი ქვეყნის კეთილდღეობაზე, სადაო საკითხია იცი.ჩემი აზრით ეროვნული ნიშნით ჟურნალისტიკა არ ფასდება, ისე როგორც ნებისმიერი სხვა პროფესია. ისტორიკოსი, რომელიც „ქვეყნის კეთილდღეობისთვის" ზრუნავს და რაღაც ისტორიულ ფაქტებს, რაც მისი აზრით ქვეყნის კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის, ვერ არის კარგი ისტორიკოსი. მე ასე მგონია. ჟურნალისტების მცდელობა, ქვეყანაზე იზრუნონ ინფორმაციის გადარჩევით, კრახით სრულდება. მერე ვიღებთ ჩვეულებრივ პროპაგანდას.
სათაური:
GijMaji
ვისგან:
შიგთავსი:
"ნან" რა თქმა უნდა არ უნდა შეიზღუდოს ჟურნალისტის საქმიანობა. საქმე იმაშია რომ ზოგჯერ საქმის იგნორირებაც უნდა შეეძლოთ ჟურნალისტებს როცა ეს ქვეყნის კეთილდღეობას ეხება ანდა სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის... ქვეყნის პრობლემაა საქართველოში და თურმე დელფინების უფლებების დაცვა გამოგვრჩენია. ისიც მახსოვს რომ საყედურობდნენ მთავრობას რატომ დაიხურა დელფინარიუმიო... ბათუმი მუდამ იყო განთქმული ამ სანახაობით და ამას დიდი თანხა შემოჰქონდა თავის დროზე ქალაქისათვის. დელფინი თავის დროზე ბათუმის სიმბოლოც იყო. ამგვარი მიდგომით მაშინ ზოოპარკებიც უნდა დავხუროთ. არ გაწუხებთ სპლიყვის, ნამლევის, კოზაკის ანდა შვლის-ნუკრის ბედი? რით განსხვავდება მათი ცხოვრება დელფინების ცხოვრებისაგან? ნუთუ მხოლოდ იმით რომ დელფინები უფრო მგრძნობიარენი არიან? ან არ გაწუხებთ უპატრონო ძაღლებისა თუ კატების ბედი, დაჩაგრული და დისკრიმინიებულ ქართველ ხალხზე რომ არ ვილაპარაკო. მთავრობის მინიშნებები და აქცენტები უფრო მეტად პრობლემატურ საკითხებზე უნდა კეთდებოდეს ამის თქმა მინდოდა. და კიდევ, როგორც ზემოთ ავღნიშნე, როცა ქვეყნის კეთილდღებისათვის კეთდება რაიმე და ამავე დროს არღვევს ვიღაცის დადგენილებებს ჟურნალისტმა დროებით თავი უნდა შეიკავოს "დაბეზღებისაგან". არა იმიტომ რომ მისი პროფესიონალური მოღვაწეობა ან დემოკრატიულობა შეზღუდოს არამედ ეს მან ქვეყნის კეთილღეობისათვის უნდა გააკეთოს. ლოგიკასაც უნდა მისდევდეს ჟურნალისტი, თავის გულისთქმას და ქვეყნის სიყვარულსაც.
სათაური:
ნან
ვისგან:
შიგთავსი:
სტატია ძალიან საინტერესოა. agia saqme? - თქვენ რომ დაგიჭირონ (ზღვაში არა, ხმელეთზე) არ უნდა დავწეროთ? კარგი და ვინმემ თქვას რომ მტრის წისქვილზე ვასხამთ წყალს? იქნებ სჯობდეს მტრის წისქვილზე კი არა, კანონის დაცვაზე ვიფიქროთ. გიჟმაჟი - „ჩაშვება" არ არის სტატიის მომზადება, ასეთი მიდგომით ჟურნალისტიკის არსებობა დგება საერთოდ კითხვითი ნიშნის ქვეშ. თუ არ გაქვთ სურვილი „სამშობლოს ჟურნალისტიკისაგან" (ნაციონალური არხების უმრავლესობა) განსხვავებული ინფორმაცია მიიღოთ, თქვენი არჩევანია. ბალკანა- ადმინისტრატორს ვთხოვ წაშალოს კომენტარი.
სათაური:
BAKLANA
ვისგან:
შიგთავსი:
am gazets batumelebi ki ara temurlengelebi unda erqvas.--------------------------- რედაქტირებული. ადმინისტრატორი: გთხოვთ თავი შეიკავოთ მსგავსი გამოთქმებისაგან
სათაური:
usaxelo
ვისგან:
შიგთავსი:
tavisufleba sawyal delfinebs,TAVISUFLEBA!!!
სათაური:
agia saqme?
ვისგან:
შიგთავსი:
amis damweri serialkebis didi matyrebelia etyoba :-))), saintereso statiaa mara rat ginda , mtrebis gasaxarebelia 100%.emzar ajareli kaci amas gouketebs ajaras da saqartvelos raia agi. 1 ianis toli saqcielia,
სათაური:
delfini
ვისგან:
შიგთავსი:
2001 წელს საქართველომ შავი ზღვის დელფინების წყლის ცხოველების დაცვის კონვენციის პირველ ჯგუფში გადაყვანა მოითხოვა, მაგრამ ჩავარდა ეს პროექტი. მაინც არ მოეშვა საქართველო და მიაღწია, რომ მეორე ჯგუფში ყოფნის მიუხედავად, დელფინებით ვაჭრობაზე კვოტა 0-მდე დავიდა. ანუ შავი ზღვის აუზის ქვეყნებს არ შეუძლიათ ექსპორტის სერტიფიკატის გაცემა. მეორე ჯგუფში შესულ ცხოველებზე დაჭერის აკრძალვა არ ვრცელდება
სათაური:
GijMaji
ვისგან:
შიგთავსი:
ამის მეტი დანაშაული არა ჰქონდეს ჩვენს მთავრობას და ამას როგორმე ავიტანთ :) ისე რა მაინტერესებს, საქართველოს მთვარობის ამ საქციელის "ჩაშვებით და დაბეზღებით" თუ აცნობიერებთ რომ ამგვარი "დემოკრატიულობისათვის" ისევ ჩვენ უნდა ვზღოთ ამის ფასი? საერთაშორისო კონვენციებმა საქართველოს რომ დააკისრონ სანქციები და ჯარიმა ვის ჯიბეს მოაკლდება ამაზე თუ დაფიქრებულხართ?
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
BANNER RIGHT COL

მადნეულის ყოფილი დირექტორი მერაბიშვილის წინააღმდეგ

დოკუმენტის გაყალბებაში ბრალდებულებს- ზურაბ ლობჟანიძესა და მის სიდედრს, ფატი ფერაძეს პოლიცია ეძებს. ძებნილი ლობჟანიძე, რომელსაც ”ბათუმელები” შვეიცარიაში დაუკავშირდა, საკუთრების უფლების ხელყოფაზე საუბრობს. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი, სახლის ”გადაფორმების”  სანაცვლოდ, სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ჰპირდებოდა. პროკურატურა ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

ოთხწლიანი პატიმრობის შედეგი

12 აგვისტოს ე.წ. “ხუდადოვის კლინიკაში” პატიმარი თემურ ტაპალოღლი გარდაიცვალა. პატიმრის სიკვდილის სავარაუდო მიზეზი ტუბერკულოზია. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ციხეებში გარდაცვლილი პატიმრებიდან ნახევარი სწორედ ტუბერკულოზითაა დაღუპული. გარდაცვლილი პატიმარი აფხაზეთში, სოფელ ბედიაში, ცხოვრობდა. მას 15 წელი ჰქონდა მისჯილი.

საპყრობილეები ზაფხულში

”მონიტორინგი მიმდინარეობდა ზაფხულის განსაკუთრებით ცხელ პერიოდში, შესაბამისად, მონიტორინგის ჯგუფს საშუალება მიეცა, საკნებში არსებული აუტანელი უჰაერობა და სიცხე დაეფიქსირებინა, რაც პატიმრების ყოფას არაადამიანურს ხდის”- ასე აღწერს სახალხო დამცველი ზუგდიდის #4 საპყრობილის მდგომარეობას ზაფხულში.

თვითმმართველობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე სახელმწიფო კომისიამ პარლამენტს ცვლილებების   პროექტი ისე გაუგზავნა, რომ არ გაუთვალისწინებია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ადგილობრივ თვითმმართველობის კომპეტენციასთან დაკავშირებით.

წინა | შემდეგი