კულტურა
2010-07-30

პორნოპოეზია და სოკომუსიკოსები ბათუმის ბულვარში

ბათუმის როკ-ფესტივალის აფიშა

ბათუმის როკ-ფესტივალის აფიშა

6-7 აგვისტოს ბულვარში ბათუმის საერთაშორისო როკ-ფესტივალი New Wave გაიმართება.

New Wave – ამ სახელწოდების როკ-მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში მეხუთე წელია იმართება. ფესტივალის იდეა ორგანიზაცია Local Music Zone-ს  ეკუთვნოდა, რომელმაც ბოლო წელია სახელწოდება შეიცვალა და  Art Wave-ის სახელით ახორციელებს სხვადასხვა მუსიკალურ პროექტს.

Kung Fu Jankie, Outsider, Little Snail Danse, Omar Angel Espinoza, Okinawa Lifestyle, Porno Poezia, Mirror Illusion, Bek Bekson & Atina, The Benedicts, Monapiane, giga rexviaSvili, Freak show, Dog Weather, The Sticklers, Indigo – ამ ჯგუფების მოსმენის შესაძლებლობა მსმენელს 6-7 აგვისტოს ექნება. ფესტივალი ბათუმის ბულვარში, ყოფილი საზაფხულო თეატრის ტერიტორიაზე, გაიმართება, სადაც საგანგებოდ ფესტივალისთვის  სცენა დაიდგმება. 

ორი დღის განმავლობაში კონცერტები საღამოს 7 საათზე დაიწყება და შუაღამემდე გასტანს.

ზღვისპირა პარკში გამართულ როკ-ფესტივალს მაყურებელი ყოველწლიურად ემატება. ფესტივალის დირექტორის, მუსიკოსისა და პრომოუტერის, ლევან წულუკიძის თქმით, ფესტივალს არსებობის 5 წლის განმავლობაში მინიმუმ ოცი ათასი მსმენელი ჰყავდა. მისივე თქმით, ეს ერთადერთი როკ-ფესტივალია საქართველოში, რომელიც დაარსების დღიდან რეგულარულად ტარდება. 

6 აგვისტოს როკ-ფესტივალს ტრადიციულად ბათუმური ჯგუფი გახსნის. წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს სამი ადგილობრივი ჯგუფი: The Benedicts, Indgo და Bek Bekson & Atina.

ადგილობრივი ჯგუფების გარდა, ფესტივალში ისეთი ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას, როგორებიც არიან კარგად ცნობილი „აუთრაიდერი“, „პორნოპოეზია“, „სოკო-მუსიკოსები“-  ექსპერიმენტული ჯგუფი Kung Fu Jankie და სხვები. 

„მიხარია, რომ ფესტივალში სამი ჯგუფი მონაწილეობს ბათუმიდან - ამბობს ლევან წულუკიძე. - ეს არც ბევრია და არც ცოტა. რეალურად შესაძლებელია გაცილებით უფრო მეტი ჯგუფი იყოს ბათუმში, რომელთაც შეუძლიათ და უნდათ ცოცხალი მუსიკის შესრულება. ეს ფესტივალი ამ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც მსმენელისათვის, რომელსაც საშუალება ეძლევა ბათუმში ცოცხლად მოისმინოს თანამედროვე, კარგი მუსიკა“.

კითხვაზე, რამდენად აისახება ბათუმის როკ-ფესტივალზე მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენები, ფესტივალის დირექტორი პასუხობს: „როგორც ფესტივალის ორგანიზატორს, მაქვს გარკვეული მოთხოვნები, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს ესა თუ ის ჯგუფი, რომელიც ფესტივალზე დაუკრავს. მიმაჩნია, რომ ეს ჯგუფები უკრავენ აქტუალურ მუსიკას. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ საქართველო მსოფლიო მუსიკას ეხმაურება. ფესტივალი საერთაშორისოა და მასში არა მარტო ქართული, არამედ უცხოური ჯგუფებიც იღებენ მონაწილეობას“.

ლევან წულუკიძე თავადაც მუსიკოსია. პროექტ „ნიჟარას“ ავტორი ფესტივალზეც წარდგება მაყურებლის წინაშე თავისი „პოეტური ტერორიზმით“.

ფესტივალის მხარდამჭერი ბათუმის მერიაა. ბათუმის საერთაშორისო როკ-ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარი

სათაური:
rocklove
ვისგან:
შიგთავსი:
რათქმაუნდა ყველა ჯგუფზე არ მაქ საუბარი!!!
სათაური:
rocklove
ვისგან:
შიგთავსი:
იმედია როგორც შარშან ჯგუფები რო გამოვიდა და Ctrl-c და ctrl-v გააკეთა ნოუთბუქში ისეთი მუსიკები არ იქნება!!
სათაური:
Tjorven
ვისგან:
შიგთავსი:
Sharshancin zalian sasiamovno iyo am rok festze dascreba, sainteresoa ra iqneba cels : ))
სათაური:
nastasia
ვისგან:
შიგთავსი:
ძალიან კარგია ფესტივალი რომ ტარდება, თან რეგულარულად, მაგრამ უკეთესი იქნება, ორგანიზატორებმა პრესის წარმომადგენლებთან უფრო კარგად რომ ითანამშრომლონ. და კიდევ, წელს ძალიან უცნაური შემადგენლობაა მონაწილეების. დაახლოებით კი ვხვდები რა შეიძლება იყოს მაგოს მიზეზი, მაგრამ მაინც, უცნაურია მაგალითად ოკინავა და რობი ერთად. ნებისნიერ შემთხვევაში 6-7-ს ველოდები და იმედია კარგი ფესტი იქნება :)
E-mail:

(თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ გამოჩნდება)
სახელი:
ტექსტი:
Please fill in the code shown in the image below:
BANNER RIGHT COL

იმელის ბიბლიოთეკის არასრული ისტორია

წაკითხვისთანავე დაწვი

გასულ წელს საკუთარი ჯანმრთელობის ფასად პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ძალისხმევა არ დაიშურეს, რომ ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის „განსაკუთრებული ფონდი“, რარიტეტული ფონდი და ძვირფასი პერიოდიკა განადგურებისგან ეხსნათ. დღეს ძნელია იმის დადგენა, თუ რამდენი წიგნი და პერიოდული გამოცემა დაბინავდა სხვადასხვა დაწესებულებში იმელის ბიბლიოთეკის უმდიდრესი კოლექციიდან, რომელიც 370 ათასზე მეტ წიგნს და კიდევ უფრო მეტ ჟურნალ-გაზეთს მოიცავდა, რამდენი დაიკარგა ან განადგურდა. ცხადი მხოლოდ სახელმწიფოს პოლიტიკაა ქვეყნის ისტორიასთან და კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში. ვინ არიან კულტურული მემკვიდრეობის უფრო დიდი მძარცველები – ადამიანები, რომლებსაც ორი ათასზე მეტი წიგნის მოპარვა ედებათ ბრალად, თუ სახელმწიფო, რომელმაც არაფერი გააკეთა, რომ ასეთი ქმედების განხორციელებისთვის ბრალდებულებს შესაძლებლობა არ ჰქონოდათ? 

2010-08-23 | კინო 

ბათუმი კინოთეატრის გარეშე

ქალაქში, სადაც ყოველწლიურად სამი საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება, კინოთეატრი აღარ ფუნქციონერებს. კინოთეატრი „თბილისი“ რემონტდება, თუმცა ამ შენობაში კინოდარბაზი აღარ იქნება, კინო “ინტერნაციონალი“ კი გაუმართავია. იგი ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო შენობების ნუსხაშია შეტანილი და  მყიდველს ელოდება.

2010-08-15 | აქცია 

ვიდეომასალა, რომელიც მოსამართლემ არ ნახა

ესაა ვიდეომასალა, რომელიც ნეტგაზეთს ირაკლი კაკაბაძემ მიაწოდა. კაკაბაძის ინფორმაციით, კავკასიური სახლის ოპერატორმა გადაიღო.  დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ირაკლი კაკაბაძის ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა, რომ პროცესზე ეს ვიდეომასალა ეჩვენებინათ, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება 14 აგვისტოს დაკავებული ირაკლი კაკაბაძის, ალექსი ჩიღვინაძის და შოთა დიღმელაშვილის დაჯარიმების შესახებ ამ მასალის ნახვის გარეშე მიიღო.

წინა | შემდეგი